საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-7370/20; 08.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-2385/21
23-02-2021
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოში
საბჭოური
პერიოდის
პოლიტიკური
რეპრესიების
მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“
(გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილ საკანონდებლო წინადადებაზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(№1-7370/20; 08.06.2020).
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 23 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოში
საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის
საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილი საკანონდებლო
წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად
აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9
მუხლით
გათვალისწინებული ფულადი
კომპენსაციის
მიღების
შესახებ
სარჩელით
სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ პირს, ე.ი. პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის,
გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ
დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის
შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ამ პირის გარდაცვალების
შემთხვევაში კი ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი
პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების
შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის
საქალაქო
სასამართლოს
რეპრესირებული
პირის/მისი
პირველი
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
რიგის
მემკვიდრის
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორი თვლის, რომ აღნიშნული
რეგულაციები კომპენსაციის მიღების უფლებას ართმევს რეპრესირებუთა იმ ნაწილს,
რომლებმაც ობიექტურ მიზეზთა გამო 2018 წლის 1 იანვრამდე ვერ შესძლეს მიემართათ
სარჩელით
კომპენსაციის
მისაღებად
თბილისის
ან
ქუთაისის
საქალაქო
სასამართლოებისთვის. ის მიიჩნევს, რომ კანონით განსაზღვრული უფლების მიღმა რჩებიან
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები რეპრესირებული პირები და აღნიშნავს, რომ
ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ, ნორმის მოქმედი რედაქცია გამორიცხავს ამ
პოლიტრეპრესირებულთა მიერ დასახელებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს კომპენსაციის მიღების
შესახებ სარჩელით სასამართლოსადმი მიმართვის ვადის გაუქმებას, რათა რეპრესირებულ
პირს, ან მის პირველი რიგის მემკვიდრეს, ან მათ წარმომადგენელს შეეძლოს აღნიშნული
სარჩელით სასამართლოს მიმართოს ვადის შეუზღუდავად - მისთვის სასურველ, ნებისმიერ
დროს.
იმსჯელა
რა
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
შემოთავაზებული
შემოთავაზებული
ცვლილების
მიზანშეწონილად
და
საკანონდებლო
აღნიშნული
წინადადებაზე,
განხორციელება
წინადადება
კომიტეტმა
არ
მიიჩნია
„საქართველოს
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით, ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე