ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში ანგარიში
- ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-12-29
შენიშვნები 29/12/2021 ცნობად იქნა მიღბული
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-2532/21
26-02-2021
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გაცნობებთ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა ევროკავშირისაქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში (21906/21/10).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
2020 წლის ანგარიში
ევროკავშირი‐საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის შესახებ
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტი ხელმძღვანელობდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო
კომიტეტში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა 2020 წლის 12
– 13 თებერვალს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, თანა-თავმჯდომარეების, ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილისა და ევროპარლამენტის
წევრის, მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემდეგმა შემადგენლობამ: კახაბერ კუჭავა, ირაკლი
ბერაია, გუგული მაღრაძე, ოთარ დანელია, სოფიო კილაძე, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი,
თამარ ხულორდავა და ზვიად კვაჭანტირაძე.
აღსანიშნავია, რომ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტის მეცხრე
მოწვევის ამ შემადგენლობით ბოლოჯერ შეიკრიბა. სხდომაზე განიხილეს ევროკავშირისაქართველოს ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორცილების პროცესი, ქვეყანაში
მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის
თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ შეთანხმების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება.
საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
ასოცირების
საპარლამენტო
კომიტეტის
სხდომაზე
ევროკავშირი-საქართველოს
ურთიერთობების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროპის საგარეო ქმედებათა
სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული
თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა და ევროკომისიის
საქართველოს და მოლდოვასთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა მეთიუ
ბუსკემ.
შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ
საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილემ ნინო გახარიამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი
არველაძემ
ევროპარლამენტარებს
გააცნო
ევროკავშირი-საქართველოს
ეკონომიკური
ინტეგრაციის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობის, მისი გამოყენების პერსპექტივებისა და
საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ინფორმაცია.
სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარების სფეროში საქართველოს ევროკავშირთან
თანამშრომლობის და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე მოხსენებით
წარდგა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ
დანელია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვიქტორია
ბაიკოვამ კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული
ვითარება, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდო ხედვა კონფლიქტის დარეგულირების
მიმართულებით და მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე
გახშირებულ უკანონო დაკავებების თაობაზე.
ორმხრივი შეხვედრები
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები
ევროპარლამენტის შემდეგ წევრებთან: მიხაელ გალერი, კრიშტიან ტერეში, სვენ მიქსერი, ატილა
არა-კოვაჩი, რასა იუკნევიჩენე, ვიტოლდ ვაშიკოვსკი, მარინა კალიურანდი, მარკეტა გრეგოროვა.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის
ამბიციური, დემოკრატიული დღის წესრიგი და ასოცირების შესახებ შეთანხმების
განხორციელების პროცესში საქართველოს პრიორიტეტები. საქართველოს დელეგაციამ
ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
საკითხებზე და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე.