საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კონსტიტუციით გათვალისწინებული იურიდიული პროფესიის მქონე პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041211058830
27.02.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება კონსტიტუციით გათვალიწინებული იურიდიული
პროფესიის მქონე პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების
ჰარმონიზაციის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთხოვთ,
განიხილოთ საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს ორგანულ კანონში "საერთო
სასამართლოების შესახებ" და "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში შევიდეს
ცვლილებები, რომ სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები საჩივრდებოდეს სასამართლო წესით, როგორც ეს
გათვალისწინებულია პროკურატურის მუშაკთა მიმართ. == მოგეხსენებათ, რომ
პროკურორების მიმართ დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის
ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი (იხ. "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის
76(15) მუხლის მეორე წინადადება), ხოლო დისციპლინური სახდელის გადაწყვეტილება
საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 1 თვის
ვადაში. მოსამართლეების მიმართ ამ მხრივ დადგენილია 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა,
თანახმად "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის 75 ორი პრიმა
მუხლისა. ადვოკატთა მიმართ ხანდაზმულობის ვადები საერთოდ არ არის დადგენილი!
ამავე დროს, მოსამართლეებს და ადვოკატებს არ აქვთ უფლება, პროკურორების მსგავსად,
სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის
გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. ამგვარი
დისბალანსი აშკარად სახიფათოა, ვინაიდან არათანაბარ პირობებს ქმნის ერთიან
იურიდიულ პროფესიაში. პატივისცემით, ადვოკატები ზურაბ ვანიშვილი და ლაშა
ჯანიბეგაშვილი (პირადი #
).
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: