საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქე ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-13450/20; 244.09.2020) საქართველოს კანონის პროექტი. ბ). პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი ბაღათურია) მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-14494/20; 19.10.2020) საქართველოს კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2667/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-02
ბიუროს ნომერი 31

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2667/21 02-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13450/20; 24.09.2020), ასევე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ (ჯონდი ბაღათურია) მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14494/20; 19.10.2020). აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებების განხილვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში, დამატებითი ანალიზის ჩატარების საჭიროებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საკანონმდებლო წინადადებების განხილვა, გთხოვთ, განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge