„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, მარიამ ლაშხი
ნომერი
#07-3/38/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის N87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის N87-IIრს-Xმპ დადგენილებით გათვალისწინებული მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობას დაემატოს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „5. იოსელიანი ლევან - უფრაქციო პარლამენტის წევრი“; ბ) ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EU-GEORGIA PAC) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობას დაემატოს მე8 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „8. იოსელიანი ლევან - უფრაქციო პარლამენტის წევრი“; გ) ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობას დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით: პროექტი „7. იოსელიანი ლევან - უფრაქციო პარლამენტის წევრი“; დ) ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის: დ.ა) ძირითად შემადგენლობას დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „4. ელისაშვილი ალექსანდრე - უფრაქციო პარლამენტის წევრი“; დ.ბ) სათადარიგო შემადგენლობის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზილფიმიანი დავით - უფრაქციო პარლამენტის წევრი“; ე) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საპარლამენტო ასამბლეის (GUAM PA) ძირითად შემადგენლობას დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „4. ელისაშვილი ალექსანდრე - უფრაქციო პარლამენტის წევრი“; ვ) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეას დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „7. ელისაშვილი ალექსანდრე - უფრაქციო პარლამენტის წევრი“; ზ) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხახუბია ირაკლი - ფრაქცია „ქართული ოცნება“; 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის N87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: დადგენილების პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა შემადგენლობებში პარლამენტის უფრაქციო და საპარლამენტო პარლამენტის მუდმივმოქმედ ასამბლეების წევრების საპარლამენტო დელეგაციების დამატება, დელეგაციებში საქართველოს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განაწილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: დადგენილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის პარლამენტის უფრაქციო წევრთა მიერ გაკეთებული წერილობითი მომართვით პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციების შემადგენლობებში მათი გაწევრიანების თაობაზე. ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების მუდმივმოქმედი პროექტის საპარლამენტო მიღების შედეგად, დელეგაციებისა და საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ასამბლეების შემადგენლობებს დაემატებიან პარლამენტის უფრაქციო წევრები და საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში ჩანაცვლდება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების მუდმივმოქმედი პროექტი საპარლამენტო ითვალისწინებს დელეგაციების და საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციების შემადგენლობების შევსებას პარლამენტის უფრაქციო წევრებით და საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ჩანაცვლებას ფრაქციის მოთხოვნის შესაბამისად. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილების პროექტის მიმართ. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთან, ამ დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას; ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი დადგენილების პროექტით არ არის დადგენილი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი): დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას არ ითვალისწინებს; ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება; დადგენილების ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ)დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი არ არსებობს; დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტი სშეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, მარიამ ლაშხი. ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, მარიამ ლაშხი.