საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა 2020 წელს ასოცირების შეთანხმებით ვალდებულებების შესრულების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-2725/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-04
ბიუროს ნომერი 32

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-2725/21 02-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა 2020 წელს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 1 თებერვალს მოისმინა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც ევროინტეგრაციის პროცესის მაკოორდინირებელი უწყების მიერ 2020 წლის განმავლობაში საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე და საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის მოსამზადებელი ღონისძიების შესახებ. მისასალმებელია, რომ პანდემიის მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში აქტიურად გრძელდებოდა ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, რასაც მოწმობს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული რეფორმები. კომიტეტი დადებითად განხორციელებულ აფასებს საქმიანობას, მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ასოცირების 2020 შეთანხმებით წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. ამასთან, კომიტეტი იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს:  მნიშვნელოვანია, ასოცირების შეთანხმების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენასთან დაკავშირებით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი გახდეს. ასოცირების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშის დროული მომზადება და საკანონმდებლო ორგანოსთვის მისი გაზიარება, საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს საკომიტეტო მოსმენამდე სიღრმისეულად გაეცნონ ანგარიშს და მოახდინონ მისი სრულყოფილი შეფასება.  იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება 2024 წლისათვის გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების და ღონისძიებების განხორციელების პროცესში, რაც საჭიროებს უწყებების კოორდინირებულ მუშაობას და უმაღლეს დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომების და უწყებებს შორის საკოორდინაციო შეხვედრების რეგულარულ რეჟიმში გამართვა.  ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს შორის კოორდინირებული მუშაობის გაძლიერება, საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენების მიზნით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი