საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ლაშა ჯანიბეგაშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული გარანტიების გაზრდის თაობაზე

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ზურაბ ვანიშვილი, ლაშა ჯანიბეგაშვილი, მარიამ ჭყონია
ნომერი
#1-2542/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041211149932 03.03.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანომდებლო წინადადება მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობისა და პროფესიული გარანტიების გაზრდის თაობაზე შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, გთავაზობთ, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლს დაემატოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრთა არჩევის ობიექტური კრიტერიუმები, მაგალითად, მოსამართლის ასაკი და მათი ამა თუ იმ პალატის წევრობა. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ სადისციპლინო პალატის წევრობა დამოკიდებული იყოს მხოლოდ პლენუმის შეხედულებაზე. ამგვარი საკანონმდებლო ინოვაციის შემოღების შემთხვევაში ამაღლდება მოსამართლეთა და ადვოკატთა მიმართ არსებული გარანტიები, ვინაიდან პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა. ამრიგად, შესაძლებელია, რომ მოსამართლეთა და ადვოკატთა პროფესიიდან იძულებითი "გაყვანის" უფლებამოსილი ორგანო - სადისციპლინო პალატა - არჩეული იქნას 3 წლის ვადით პლენუმის 2/3-ის 2/3-ით (იხ. კანონის 18.4 მუხლი), ანუ 20-წევრიანი პლენუმის შემადგენლობიდან მხოლოდ 8 წევრის მიერ. ამგვარი კოლოსალური ძალაუფლების მინიჭება პლენუმის 8 წევრისთვის არ აკმაყოფილებს დემოკრატიის არც ერთ პრინციპს. პატივისცემით, ლაშა ჯანიბეგაშვილი ( ), ზურაბ ვანიშვილი ( ) და მარიამ ჭყონია ( ). პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: