საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ლაშა ჯანიბეგაშვილის და მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ფსიქოლოგიური ძალადობის კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041211148325
03.03.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: ერთობლივი საკანონმებლო წინადადება ფსიქოლოგიური ძალადობის
კრიმინალიზაციის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე,
გთავაზობთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს სტამბოლის
კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებული, "ფსიქოლოგიური ძალადობის" დანაშაულის
დისპოზიციის შემცველი მუხლი და ასევე განისაზღვროს შესაბამისი სანქცია. ამგვარი
საკანონმდებლო ინოვაციის შემოღების შემთხვევაში საქართველოს მიერ დაცული იქნება
სტამბოლის კონვენციის 33-ე მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ "მხარეები იღებენ
ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის
სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც
ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის
გამოყენებით." პატივისცემით, ლაშა ჯანიბეგაშვილი (
), ზურაბ ვანიშვილი
(
) და მარიამ ჟყონია (
).
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: