საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ხელაშვილის მიერ წარმოდგენილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.03.2021
ავტორი
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი ხელაშვილი
ნომერი
#2-2907/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ხელაშვილის მიერ წარმოდგენილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-2907/21 05-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გეგზავნებათ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (დანართი: 3 გვერდი). პატივისცემით, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი ხელაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში პერიოდი: 2020 წლის იანვარი - 2021 წლის იანვარი 2020 წლის განმავლობაში სუამის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განხორციელდა 2 საერთაშორისო ვიზიტი და გაიმართა სუამის საპარლამენტო ასამბლეის 2 დისტანციური (ვიდეო) ღონისძიება - ასამბლეის ბიუროს საგანგებო სხდომა და ასამბლეის ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა. გასვლითი ვიზიტი: 9 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. სუამის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის აზერბაიჯანის რესპუბლიკას. სადამკვირვებლო საქართველოდან სუამის მისია ვიზიტით საპარლამენტო ეწვია ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას იღებდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი, გიორგი მოსიძე და დელეგაციის წევრები, გია ბენაშვილი და თენგიზ გუნავა. შემომავალი ვიზიტი: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ვიზიტით ეწვია სუამის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია. მისია შედგებოდა სუამის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის 3 წევრისგან და დელეგაციის მდივნებისგან. მისიის წევრები არჩევნების პროცესს დააკვირდნენ 15 საარჩევნო უბანზე თბილისში, მცხეთასა და წეროვანში. სადამკვირვებლო მისიის წევრებმა არჩევნების პროცესი შეაფასეს დადებითად და განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო საარჩევნო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. მისიას არ გააჩნდა არსებითი შენიშვნები საარჩევნო პროცესის მიმართ. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო უბნებზე დაცული იყო ამომრჩევლის მიერ თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება, ხოლო არჩევნების დღეს შეინიშნებოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა. მისიამ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. დისტანციური ფორმატი: სუამის ასამბლეის ფარგლებში, დისტანციური (ვიდეო) ფორმატით გაიმართა 2 ღონისძიება ასამბლეის ბიუროს სხდომა და ასამბლეის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. 24 ივლისს გაიმართა სუამის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს საგანგებო ვიდეო სხდომა, რომელსაც დაესწრნენ ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელები. ასამბლეის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელნურ ალავერდიევი შეეხო მთიანი ყარაბახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია შექმნილი კონფლიქტური ვითარების შესახებ. მხარეებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კონფლიქტების მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან მიმდინარე ინტენსიური პროვოკაციების შესახებ. მან აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, გრძელდება ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და მავთულხლართების დამონტაჟება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ; კვლავ ფიქსირდება ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტები. კახაბერ კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაპატიმრების ფაქტი, როგორც ოკუპანტი რეჟიმის მიერ ბოლოს განხორციელებული უკანონო პროვოკაციული ქმედება. ბიუროს წევრებმა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შესახებ და ხაზი გაუსვეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას. დამატებით, სხდომაზე განიხილეს სუამის საპარლამენტო ასამბლეის მომავალი სესიის გამართვის შესაძლებლობა და დღის წესრიგის შესაძლო საკითხები. 2 დეკემბერს, გაიმართა სუამის საპარლამენტო ასამბლეის ოთხი კომიტეტის გაერთიანებული ვიდეო სხდომა. კახაბერ კუჭავამ, როგორც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა და ასამბლეის სავაჭრო-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პანდემიით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის შესახებ და იმ ეკონომიკური ტენდენციებისა და პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია პანდემიით დაზარალებული ჯგუფების მდგომარეობის შესამსუბუქებლად და ეკონომიკის პანდემიამდე არსებულ ძველ ნიშნულზე დასაბრუნებლად. სხდომის ფარგლებში, სუამის სამდივნოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სუამის ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე სატრანსპორტო პროექტების შესახებ და განიხილეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სუამის ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანას; კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს გადაკეთებას „სახელმწიფო მეთაურთა და მთავრობის მეთაურთა საბჭოდ“, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ოთხ ქვეყანას სამთავრობო/საუწყებო დონეზე. შორის თანამშრომლობის ეფექტურად წარმართვას