საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად წარმოდგენილ „საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშთან დაკავშირებით

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-2900/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-2900/21 05-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა „საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ანგარიშის მოსმენა - ,,საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2021 წლის 26 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე, საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განიხილა ანგარიში - ,,საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ“. მომხსენებელი: თეა ახვლედიანი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. თანამომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; კომიტეტმა მოისმინა და განიხილა რა წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაციები, გადაწყვიტა: 1. ცნობად იქნას მიღებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ანგარიში „საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ“ და თანამოხსენებები; 2. ანგარიშის შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge