საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება (№1-4661/20; 12.03.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2952/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2952/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზაზა მეიშვილს, მარინა მესხს, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძეს, გიორგი ჩიფჩიურს (მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4661/20; 12.03.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4661/20; 12.03.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას და მისი ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის N1/1/650,699 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები  ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის შესაბამისობაში მოყვანას. II. კომიტეტის შეფასება თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 იანვრის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან1 (მოქმედი 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი) და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან2 (მოქმედი 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-3 პუნქტის პირველი წინადადება) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების3 ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვას. საკანონმდებლო წინადადების თანახად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილში მიეთითება, რომ ამავე ნორმით განსაზღვრული უფლებამოსილება აქვს არა მხოლოდ პროკურორს, არამედ, ზოგადად, მხარეს. ამასთანავე, აღნიშნულ მუხლს ემატება შემდეგი ნორმა: „დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ეგზავნება განჩინების გამომტან სასამართლოს. სასამართლო უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის შენახვას და წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე გადასცემს წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს.“ გასათვალისწინებელია, რომ მოცემული საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, რაც არ იკვეთება საკანონმდებლო წინადადებიდან; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებიდან როგორც გამომდინარეობს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებულია მხოლოდ კანონის ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ეს ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელი. უფრო კონკრეტულად, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, კანონის ნორმა 1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2017 წლის 27 იანვარს მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი: „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“ 2 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2017 წლის 27 იანვარს მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“; აგრეთვე იმავე მუხლის მე-3 პუნქტი: „დაცვის უფლება გარანტირებულია.“ 3 იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2017 წლის 27 იანვარს მოქმედი რედაქციის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი: „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.“; აგრეთვე იმავე მუხლის მე-4 ნაწილი: „ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 1432–14310 მუხლების დებულებები.“ შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, ხოლო, მეორე მხრივ, შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება იყოს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების ოპტიმალური მოდელი. თუმცა საკანონმდებლო წინადადებაში არ არის ნამსჯელი და დასაბუთებული, რომ შემოთავაზებული ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელია; მაგალითად, საკანონმდებლო წინადადება არ ახდენს ისეთი კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვის საკითხების დიფერენცირებას, როგორებიც არის: ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, ელექტრონული კომუნიკაციის შინაარსობრივი მონაცემი, განსაკუთრებული კატეგორიის კომპიუტერული მონაცემი და სხვა. კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილების დაცვის მხარისათვის მინიჭებასთან დაკავშირებით კი უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო წინადადებით ამ კუთხით შემოთავაზებული ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თავისთავად არის ძალადაკარგული კოდექსის ამ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“ ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის აპარატთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პერმანენტულად მუშაობს საკანონმდებლო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში წარმოდგენილ მიდგომებთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც საკითხთა გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს სწორედ სამართლებრივი ურთიერთობის ოპტიმალური მოდელით მოწესრიგების ზემოხსენებულ პრინციპს. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც მიმდინარე საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხია. ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4661/20; 12.03.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი