საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ლაზარე ჯიბლაძე) მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-3681/20; 28.02.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2953/21
09-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ (ლაზარე ჯიბლაძეს)
(მისამართი: ქ. თბილისი, ა. გახოკიძის ქ. N11ა)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ლაზარე ჯიბლაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3681/20; 28.02.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ლაზარე ჯიბლაძე) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3681/20; 28.02.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას პატიმრობის კოდექსში და ეხება
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის დისციპლინურ პასუხისმგებლობასა და დისციპლინურ
სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს; კერძოდ, საკანონმდებლო
წინადადებით შემოთავაზებულია, შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის:
მე-80 მუხლში და განისაზღვროს დისციპლინური დარღვევის კატეგორიები: ნაკლებად
მძიმე დისციპლინური დარღვევა, მძიმე დისციპლინური დარღვევა და განსაკუთრებით
მძიმე დისციპლინური დარღვევა.
82-ე მუხლში და ამოღებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“
ქვეპუნქტები (პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია
დისციპლინური სახდელის სახეები, აღნიშნული „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით კი
დისციპლინურ სახდელებად განსაზღვრულია: „თ) სატელეფონო საუბრის უფლების
შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით“; „ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებაგაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით“; „მ) კუთვნილი ხანმოკლე
პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ“). ამასთანავე, საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია,
პატიმრობის
კოდექსში
ჩაიწეროს,
რომ
გარე
სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის ან შეზღუდვის დისციპლინურ სახდელად გამოყენება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური დარღვევა პირდაპირ არის
დაკავშირებული გარე სამყაროსთან კონტაქტთან.
88-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, სამარტოო საკანში მოთავსებულ
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
ეკრძალება
ხანმოკლე
და
ხანგრძლივი
პაემნები,
სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება სასწავლო
პროცესში მონაწილეობის უფლება.
84-ე მუხლში და დადგინდეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დისციპლინური
სამართალწარმოება ჩატარდეს (დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვა გაიმართოს)
მხოლოდ ზეპირი მოსმენით, მძიმე დისციპლინური დარღვევისა და განსაკუთრებით
მძიმე დისციპლინური დარღვევის შემთხვევებში მაინც.
86-ე მუხლში და ამ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „კანონმდებლობის
შესაბამისად,
დისციპლინური
გასაჩივრებისას
ღონისძიების
სასამართლოში,
გამოყენების
შესახებ
ბრალდებული/მსჯავრდებული
განკარგულების
თავისუფლდება
სახელმწიფო ბაჟისგან.“
II. კომიტეტის შეფასება
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ერთ-ერთი საკითხი ეხება დისციპლინური
დარღვევების კატეგორიზაციას, კერძოდ, დისციპლინური დარღვევების ნაკლებად მძიმე,
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიებად დაყოფას. საკანონმდებლო წინადადების
ავტორის აზრით, დისციპლინური დარღვევების ამგვარი კატეგორიზაცია აუცილებელია,
რადგან დისციპლინურ დარღვევათა აღნიშნული კატეგორიზაციის არარსებობის პირობებში
არის იმის რისკი, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ცალკეულ
შემთხვევებში ქმედების არაპროპორციული დისციპლინური სახდელი გამოიყენოს ან ერთი
და იმავე დისციპლინური დარღვევისთვის სხვადასხვა ბრალდებულს/მსჯავრდებულს
განსხვავებული სახდელები შეუფარდოს და, ამგვარად, მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობა
განახორციელოს.
პატიმრობის კოდექსში ამომწურავად არის ჩამოთვლილი დისციპლინური დარღვევები1 და
მათი ჩადენისთვის გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელების ასევე ამომწურავი
ჩამონათვალი,2 ხოლო ამავე კოდექსის თანახმად, პენიტენციური დაწესებულების დებულება,
დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით,
ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.3 ამავე
დროს, პატიმრობის კოდექსი ცალსახად და იმპერატიულად აცხადებს, რომ დისციპლინური
დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული4
და დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის
სიმძიმესა და ხასიათს,5 განკარგულება კი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1 იხ. პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლი;
2 იხ. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლი;
3 იხ. პატიმრობის კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
4 იხ. პატიმრობის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი;
5 იხ. პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილი;
უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ
მიზანს.6 კოდექსის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური
ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პიროვნება
და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით.7 ამასთანავე,
პატიმრობის კოდექსი ადგენს დისციპლინური სამართალწარმოების, დისციპლინური
პასუხისმგებლობის
დაკისრების,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
დისციპლინური
დარღვევის
ჩადენაში
უფლებების,
დისციპლინური
მხილებული
პასუხისმგებლობის
გამოყენებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიების და დისციპლინური სახდელის
გასაჩივრების საკითხების მომწესრიგებელ ქმედით, ეფექტიან და დეტალურ ნორმებს.8
ყოველივე ეს კი საკანონმდებლო დონეზე მთლიანობაში ქმნის არაპროპორციული
დისციპლინური სახდელის გამოყენებისა და დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ უთანასწორო მოპყრობის რისკის მინიმუმამდე
შემცირების გარანტიას. აღნიშნული არ ეწინააღმდეგება არც პატიმრებისადმი მოპყრობის
გაეროს მინიმალურ სტანდარტულ წესებსა (ნელსონ მანდელას წესებსა)9 და პატიმრობის
ევროპული წესებს,10 რომლებზედაც საკანონმდებლო წინადადების ავტორიც უთითებს.
6 იხ. პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილი;
7 იხ. პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლის მე-6 ნაწილი;
8 იხ. პატიმრობის კოდექსის XIV და XV თავები და სხვა ნორმები;
იხ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (Rec(2006)2-rev) წევრი
სახელმწიფოების მიმართ „პატიმრობის ევროპული წესების შესახებ“, აღნიშნული წესების 57.2
პუნქტი: „სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს: ა) პატიმრის ის მოქმედება ან
უმოქმედობა, რომელიც დისციპლინურ დარღვევას განეკუთვნება; ბ) დისციპლინური საქმის
განხილვის პროცედურები; გ) იმ პასუხისმგებლობის სახეები და ხანგრძლივობა, რომელიც
შესაძლოა, რომ დისციპლინური დარღვევის ჩამდენს შეეფარდოს; დ) ამგვარი პასუხისმგებლობის
დაკისრების უფლებამოსილების მქონე ორგანო; ე) გასაჩივრების უფლება და გასაჩივრების
პროცედურების ხელმისაწვდომობა.” იხ. აგრეთვე აღნიშნული წესების პუნქტი 60.1:
„დისციპლინური დარღვევის ჩადენისთვის ნებისმიერი სახდელის შეფარდება სახელმწიფოს შიდა
კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხორციელდეს;“ პუნქტი 60.2: „ნებისმიერი სახდელი
სიმკაცრით ჩადენილი დარღვევის პროპორციული უნდა იყოს;“ 61-ე პუნქტი: „პატიმარს, რომელიც
ცნობილ იქნა დისციპლინურ სამართალდამრღვევად, უნდა შეეძლოს საქმის კომპეტენტურ და
დამოუკიდებელ ზემდგომ ორგანოში გასაჩივრება.“
10 იხ. გაეროს გენერალური ასამბლეის 2015 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით დამტკიცებული
პატიმრებისადმი მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების (ნელსონ მანდელას
წესების) 37-ე წესი: „კანონი ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი
ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს: ა) დისციპლინური დარღვევის შემადგენლობას; ბ) იმ
სახდელების სახეებსა და ხანგრძლივობას, რომლებიც შეიძლება, რომ დისციპლინური დარღვევის
ჩამდენს შეეფარდოს; გ) ამგვარი სახდელების შეფარდების უფლებამოსილების მქონე ორგანოს; დ)
საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა ძირითადი ნაწილისგან პირის იძულებითი
განცალკევების რაიმე ფორმას (სამარტოო საკანში მოთავსებას, იზოლირებას, განცალკევებას,
სპეციალური მოპყრობის ბლოკში ან საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანას) როგორც
დისციპლინურ სახდელს ან წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებას, მათ შორის, მისი
ოფიციალურად გაცნობის წესებსა და იძულებითი განცალკევების ფორმის გამოყენებისა და მისი
გადასინჯვის, პირის განცალკევებულად მოთავსებისა და განცალკევებიდან დაბრუნების
მომწესრიგებელ პროცედურებს.“ იხ. აგრეთვე აღნიშნული წესების 39-ე წესის მე-2 პუნქტი:
„საპატიმროს ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს პროპორციულობა დისციპლინურ სახდელსა
9
ამდენად, პატიმრობის კოდექსის ზემოხსენებული ნორმები ერთობლივად, კომპლექსურად
და სისტემურად განაპირობებს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დისციპლინური
დარღვევა ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით მართებულად შეფასდეს,
სამართალდამრღვევს საბოლოოდ მართებული დისციპლინური სახდელი შეეფარდოს, ხოლო
არაპროპორციული დისციპლინური სახდელის გამოყენებისა და უთანასწორო მოპყრობის
რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. დისციპლინური დარღვევების კატეგორიზაცია კი, რასაც
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორი
გვთავაზობს,
ამგვარ
რისკს
თავისთავად
აბსოლუტურად მაინც არ გამორიცხავს; მეტიც, დისციპლინური დარღვევების კატეგორიებად
დაყოფამ და ამ კატეგორიებთან კონკრეტული დისციპლინური სახდელების სავალდებულოდ
დაკავშირებამ
შესაძლოა
დისციპლინური
სახდელის
შემფარდებელს
ზოგიერთი
სამართალდამრღვევისთვის ჩადენილი ქმედების პროპორციული დისციპლინური სახდელის
შეფარდების ფარგლები და შესაძლებლობა უფრო შეუზღუდოს და, ამდენად, გარკვეულ
შემთხვევებში გაიზარდოს ის რისკი, რომელზედაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი
უთითებს.
ამგვარად, დისციპლინური დარღვევების კატეგორიებად დაყოფის საკითხზე საკანონმდებლო
წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების პატიმრობის კოდექსში შეტანის აუცილებლობა არ
იკვეთება.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ასევე გვთავაზობს, რომ პატიმრობის კოდექსიდან
ამოღებულ იქნეს შემდეგი დისციპლინური სახდელები: სატელეფონო საუბრის უფლების
შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის
უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით, კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა
უმეტეს წელიწადში 6-ჯერ. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია,
პატიმრობის კოდექსში ჩაიწეროს, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის ან
შეზღუდვის დისციპლინურ სახდელად გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
დისციპლინური დარღვევა პირდაპირ არის დაკავშირებული გარე სამყაროსთან კონტაქტთან.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ამ ცვლილების მიზეზად უთითებს, რომ პატიმრებს
გარე სამყაროსთან კონტაქტი დისციპლინური სახდელის შეფარდებით ხშირად ეზღუდებათ
ისეთი დისციპლინურ დარღვევებისთვის, რომლებიც არ არის დისციპლინურ სახდელთან
დაკავშირებული. მისი აზრით, აუცილებელია, პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანით
განისაზღვროს ჩადენილი ქმედების რელევანტური დისციპლინური სახდელის შეფარდების
სავალდებულოობა.
პატიმრობის ევროპული წესების თანახმად, „დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა
მოიცავდეს ოჯახთან კონტაქტის სრულ აკრძალვას.“11 იმავეს აცხადებს პატიმრებისადმი
მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესებიც (ნელსონ მანდელას წესებიც) და
და იმ სამართალდარღვევას შორის, რომლის ჩადენის გამოც ის გამოიყენეს, აგრეთვე უნდა
უზრუნველყოს ყველა გამოყენებული დისციპლინური სახდელის სათანადო ჩანაწერთა წარმოება.“
11 იხ. პატიმრობის ევროპული წესების 60.4 პუნქტი;
იქვე აღნიშნულია, რომ ოჯახთან კონტაქტის საშუალებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ
ლიმიტირებული დროით და უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის აუცილებელი საჭიროების
შემთხვევაში.12 აღნიშნულ წესებზე უთითებს საკანონმდებლო წინადადების ავტორიც. თუმცა
პატიმრობის კოდექსი ამ საკითხში ერთ მნიშვნელოვან დათქმას ითვალისწინებს, კერძოდ,
პატიმრობის
კოდექსის
82-ე
მუხლის
მე-5
ნაწილის
თანახმად,
ზემოხსენებული
დისციპლინური სახდელების სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3
თვის ვადით, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა
არა უმეტეს 3 თვის ვადით და კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში
6-ჯერ ერთდროულად გამოყენება და ამ უფლებათა ერთდროულად შეზღუდვა
დაუშვებელია. შესაბამისად, ეს დათქმა გამორიცხავს აღნიშნულ დისციპლინურ სახდელთა
გამოყენებისას ოჯახსა და გარე სამყაროსთან კონტაქტის სრულ აკრძალვას. სამარტოო საკანში
მოთავსების შესახებ პატიმრობის კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილიც კი, რომლის
შეცვლასაც ასევე გვთავაზობს საკანონმდებლო წინადადების ავტორი და რომელიც სამარტოო
საკანში მოთავსებული პირისთვის ხანმოკლე და ხანგრძლივ პაემნებსა და სატელეფონო
საუბარს კრძალავს, კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვას არ
დეკლარირებს. ამგვარად, გარე სამყაროსთან კონტაქტის საკითხზე საკანონმდებლო
წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების პატიმრობის კოდექსში შეტანის აუცილებლობა არ
იკვეთება.
საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ცვლილება დაკავშირებულია
დისციპლინური საქმის განხილვის ფორმასთან და შემოთავაზებულია, რომ პენიტენციურ
დაწესებულებაში
დისციპლინური
სამართალწარმოება
ჩატარდეს
მხოლოდ
ზეპირი
მოსმენით, მძიმე დისციპლინური დარღვევისა და განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური
დარღვევის შემთხვევებში მაინც.13 ამ ცვლილების მიზეზად საკანონმდებლო წინადადების
ავტორი უთითებს, რომ, მისი აზრით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ საკმარისი
ცოდნა და ინფორმაცია დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მათი უფლებების,
ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულებების წარდგენისა და დისციპლინური სახდელის
გასაჩივრების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი
12 იხ. პატიმრებისადმი მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების (ნელსონ მანდელას
წესების) 43-ე წესის მე-3 პუნქტი;
13 პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დისციპლინური დარღვევის
საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ
უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი
მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება
აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.“
პატიმრებისადმი მოპყრობის გაეროს მინიმალურ სტანდარტულ წესებსა (ნელსონ მანდელას
წესებსა)14 და პატიმრობის ევროპულ წესებზე15 ამახვილებს ყურადღებას.
პატიმრობის კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც
ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს: ა) მისთვის გასაგებ ენაზე
ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი; ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის
მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; გ) ისარგებლოს
იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ [საკნის ტიპის
საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით] და „ზ“ [სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე
ვადით] ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის
ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე
მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.“
გარდა ამისა, პატიმრობის კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, „დაწესებულებაში მოხვედრილ
ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს
საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების
შესახებ [...]. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია უნდა
მიეწოდოს ზეპირი ფორმით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც
ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული/მსჯავრდებული.“
ამასთანავე, დისციპლინური სამართალწარმოების საკითხის მომწესრიგებელი პატიმრობის
კოდექსის სპეციალური მუხლი (84-ე მუხლი) ადგენს შემდეგს:
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
განემარტება
უფლება
–
მისცეს
ახსნა-განმარტება,
წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ
14 იხ. პატიმრებისადმი მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების (ნელსონ მანდელას
წესების) 41-ე წესის მე-2მე-4 პუნქტები: „2. პატიმარს დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა
ეცნობოს მის წინააღმდეგ არსებული დისციპლინური დარღვევის საქმის არსი და უნდა მიეცეს მას
სათანადო დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად. 3. პატიმარს უნდა დართონ ნება, დაიცვას
თავი პირადად ან, თუ მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვს (განსაკუთრებით, სერიოზული
დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში), იურიდიული დახმარების მეშვეობით. თუ პატიმარს
არ ესმის ან ვერ ლაპარაკობს იმ ენაზე, რა ენაზედაც დისციპლინური საქმე განიხილება, მას უფასოდ
უნდა გაეწიოს კომპეტენტური თარჯიმნის დახმარება. 4. პატიმარს უნდა ჰქონდეს მისთვის
შეფარდებული დისციპლინური სახდელის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.“
15 იხ. პატიმრობის ევროპული წესების 59-ე პუნქტი: „პატიმარს, რომელიც მხილებულია
დისციპლინურ დარღვევაში: ა) დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე დაწვრილებით უნდა
ეცნობოს მის წინააღმდეგ არსებული დისციპლინური დარღვევის საქმის არსი; ბ) უნდა ჰქონდეს
სათანადო დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად; გ) უნდა დართონ ნება, დაიცვას თავი
პირადად ან, თუ მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვს, იურიდიული დახმარების
მეშვეობით; დ) უნდა ნება დართონ, მოითხოვოს მოწმის დისციპლინური საქმის განხილვაზე
დასწრება და მისი დაკითხვა ან ამ პატიმრის სახელით დაკითხვა; და ე) უფასოდ უნდა გაეწიოს
თარჯიმნის დახმარება, თუ არ ესმის ან ვერ ლაპარაკობს იმ ენაზე, რა ენაზედაც დისციპლინური
საქმე განიხილება.“ იხ. აგრეთვე აღნიშნული წესების 61-ე პუნქტი: „პატიმარს, რომელიც ცნობილ
იქნა დისციპლინურ სამართალდამრღვევად, უნდა შეეძლოს საქმის კომპეტენტურ და
დამოუკიდებელ ზემდგომ ორგანოში გასაჩივრება.“
ენაზე
და
ისარგებლოს
თარჯიმნის
მომსახურებით,
გაასაჩივროს
განკარგულება
დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.16
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ
დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში პენიტენციური
დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.17
დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს,
წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის
განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.18
დისციპლინური
დარღვევის
საქმის
ზეპირი
მოსმენის
გარეშე
განხილვისას
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.19
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი
დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება
ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ (საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა
6 თვემდე ვადით) და „ზ“ (სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით) ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
დისციპლინური
სახდელების
გამოყენების
შესახებ.
ზეპირი
მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის
მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება
განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ
გამოცხადდება,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
საზოგადოებრივი
ადვოკატი.
თუ
მისი
თანხმობით
ბრალდებული/მსჯავრდებული
დაენიშნება
უარს
აცხადებს
დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი,
რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.20
პატიმრობის კოდექსი ითვალისწინებს აგრეთვე დისციპლინური სახდელის გასაჩივრების
საკითხებს, კერძოდ, კოდექსის თანახმად:
განკარგულება დისციპლინური ღონისძიების შესახებ უნდა იყოს წერილობითი ფორმის
და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.21
დისციპლინური
ღონისძიების
გამოყენების
შესახებ
განკარგულების
1
ასლი
გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.22
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების
შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად
გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.23
16 იხ. პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
17 იხ. პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
18 იხ. პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 ნაწილი;
19 იხ. პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლის 11 ნაწილი;
20 იხ. პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლის მე-7 ნაწილი;
21 იხ. პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილი;
22 იხ. პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის მე-6 ნაწილი;
23 იხ. პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ამგვარად, აშკარაა, რომ ის მიზეზები, რომელთა გამოც საკანონმდებლო წინადადების ავტორი
დისციპლინური დარღვევების საქმეთა მხოლოდ ზეპირი მოსმენით განხილვას გვთავაზობს,
უსაფუძვლოა სულ მცირე იმ კუთხით, რომ პატიმრობის კოდექსი მოცემულ საკითხთან
მიმართებით საკმარის და მრავალმხრივ გარანტიებს ადგენს. შესაბამისად, დისციპლინური
სამართალწარმოების ზეპირი მოსმენით ჩატარების საკითხზე საკანონმდებლო წინადადებით
წარმოდგენილი ცვლილების პატიმრობის კოდექსში შეტანის აუცილებლობა არ იკვეთება.
საკანონმდებლო წინადადების ბოლოს წარმოდგენილია ცვლილება, რომლის მიხედვითაც
დისციპლინური
ღონისძიების
გამოყენების
შესახებ
განკარგულების
სასამართლოში
გასაჩივრების შემთხვევაში პირი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ
ცვლილების მიზეზად საკანონმდებლო წინადადების ავტორი უთითებს ბრალდებულებისა
და მსჯავრდებულების სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტსა და დისციპლინური სახდელის
შესახებ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ხელმოკლეობის გამო შეუძლებლობაზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა
(რომელიც სასამართლოში ადმინისტრაციული საქმეების განხილვის დროსაც გამოიყენება)
პროცესის ხარჯების გაღების (მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის) ნაწილში ხელმოკლე
პირებისთვის მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს; კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს, მოქალაქის
ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო
ხარჯების
გადახდის
შეუძლებლობას
და
სასამართლოს
წარუდგენს
უტყუარ
მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო
ბიუჯეტის
სასარგებლოდ
სასამართლო
ხარჯების
გადახდისაგან,
რის
თაობაზედაც
მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.“ იმავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი
ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით,
შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს
უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის
მე-10
მუხლის
მე-2
ნაწილის
თანახმად
კი,
„თუ
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო
გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის
ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.“ ამასთანავე,
სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი,
რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.24
იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტი და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის
მ1“ ქვეპუნქტი;
24
ამდენად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საჭირო გარანტიებს, რომ
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პირმა, რომელსაც მისთვის შეფარდებული
დისციპლინური სახდელის გასაჩივრება სურს, მაგრამ საამისო ფინანსური შესაძლებლობა არ
გააჩნია, ისარგებლოს სათანადო შეღავათით. შესაბამისად, დისციპლინური ღონისძიების
გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრებისას ბრალდებულისა და
მსჯავრდებულის
სახელმწიფო
ბაჟის
გადახდისგან
გათავისუფლების
შესახებ
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების პატიმრობის კოდექსში შეტანის
აუცილებლობა არ იკვეთება.
სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის დაწესების საკითხთან მიმართებით
საგულისხმოა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიდგომა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომის
თანახმად, სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის დაწესების მიზანია
დაუსაბუთებელი სარჩელების შემცირება და სასამართლოს თვითმიზნური გადატვირთვის
პრევენცია, სამართალწარმოების თვითმიზნური და დაუსაბუთებელი სარჩელებისაგან
დაცვა.25 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამოქალაქო საქმეებზე სახელმწიფო
ბაჟის დაწესების საკითხზე მსჯელობისას აღნიშნავს: „სახელმწიფო ბაჟის დაწესება ამცირებს
დაუსაბუთებელი, უმიზნო სარჩელების წარდგენის ალბათობას. სახელმწიფო ბაჟის დაწესება
ხელს უწყობს მხარეების მიერ სარჩელის მხოლოდ რეალური საჭიროების პირობებში
წარდგენას, მაშინ, როდესაც მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარის მიმართ მას რეალური
სამართლებრივი მოთხოვნა გააჩნია. ბაჟის დაწესებით სახელმწიფო ახალისებს სამოქალაქო
სამართალწარმოების
მხარეებს,
იდავონ
მხოლოდ
მაშინ,
როდესაც
სამართლიანი
სასამართლოს უფლების რეალიზება რეალურად სჭირდებათ. [...] სამოქალაქო დავებზე
სასამართლოს განხილვისას სახელმწიფო ბაჟის დაწესება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს
ემსახურება.“26 ამავე საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი უთითებს,
რომ მართლმსაჯულების სამართლიანი ადმინისტრირების ინტერესის გამო დასაშვებია
სასამართლოსათვის
მიმართვის
უფლების
რეალიზებისთვის
ფინანსური
მოთხოვნის
დადგენა.27 სასამართლოში სამართალწარმოების განსახორციელებლად სამოქალაქო საქმეზე
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623
გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-7; აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის
N2/15/1214 განჩინება საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16;
26 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623
გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-15; აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის
N2/15/1214 განჩინება საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14;
27 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს: 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
საქმეზე ვაისმანი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Weissman and Others v. Romania), ECHR
(extracts) 35-ე პუნქტი; 2001 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე კროიცი პოლონეთის
წინააღმდეგ (Kreuz v. Poland), 59-ე პუნქტი; 1995 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე
25
ტოლსტოი მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tolstoy Miloslavsky v. the United
Kingdom), 61-ე პუნქტიდან;
გადასახდელის დაწესება ვერ მიიჩნევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6
მუხლის პირველ პუნქტთან (სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან) შეუთავსებელ
შეზღუდვად. თუმცა ასეთი გადასახდელის მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს კონკრეტული
საქმის
ინდივიდუალურ
გარემოებათა
კონტექსტში,
მათ
შორის,
პირის
გადახდისუნარიანობის მიხედვით და იმის მიხედვით, თუ საქმისწარმოების რა ეტაპზეა
შემოღებული აღნიშნული შეზღუდვა.28
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს აღნიშნული მიდგომებიც მოწმობს, რომ სასამართლოში განსახილველ საქმეზე
სახელმწიფო ბაჟის დაწესებას, როგორც წესი, თავისი მიზანი, დანიშნულება და მნიშვნელობა
აქვს და იგი a priori უარყოფითად არ უნდა შეფასდეს. პირიქით, მისმა გაუქმებამ შესაძლოა რიგ
შემთხვევებში გარკვეული ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ლაზარე ჯიბლაძე) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით
(N1-3681/20;
28.02.2020)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
28 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს: 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
საქმეზე საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ (FC Mretebi v. Georgia), 41-ე
პუნქტი; 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე ვაისმანი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ
(Weissman and Others v. Romania), ECHR (extracts) 37-ე პუნქტი; 2001 წლის 19 ივნისის
გადაწყვეტილება საქმეზე კროიცი პოლონეთის წინააღმდეგ (Kreuz v. Poland), მე-60 პუნქტი; 1995
წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ტოლსტოი მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს
წინააღმდეგ (Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom), 61-ე პუნქტიდან.