საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-4657/20; 12.03.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2954/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2954/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზაზა მეიშვილს, მარინა მესხს, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძეს, გიორგი ჩიფჩიურს (მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4657/20; 12.03.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4657/20; 12.03.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებას და მისი ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას. II. კომიტეტის შეფასება თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბრის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან1 (მოქმედი მე-11 მუხლის პირველი პუნქტი) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია  150 ლარს“,2 „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია  150 ლარს“3 და „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია  300 ლარს“.4 საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს შორის სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება სასამართლოში განსახილველ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობების ნაწილში შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოხსენებული დებულებებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობები მცირდება იურიდიული პირებისათვის და ამავე დებულებებით ფიზიკური პირებისათვის დადგენილ ოდენობებს უთანაბრდება. გასათვალისწინებელია, რომ მოცემული საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, რაც არ იკვეთება საკანონმდებლო წინადადებიდან; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებიდან როგორც გამომდინარეობს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებულია მხოლოდ კანონის ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ეს ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელი. უფრო კონკრეტულად, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, კანონის ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, ხოლო, მეორე მხრივ, 1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2016 წლის 29 დეკემბერს მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ 2 იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2016 წლის 29 დეკემბერს მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი: „სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს.“ 3 იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2016 წლის 29 დეკემბერს მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი: „სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ე1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“ 4 იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2016 წლის 29 დეკემბერს მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი: „სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს.“ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება იყოს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების ოპტიმალური მოდელი. თუმცა საკანონმდებლო წინადადებაში არ არის ნამსჯელი და დასაბუთებული, რომ შემოთავაზებული ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“ ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის აპარატთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პერმანენტულად მუშაობს საკანონმდებლო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში წარმოდგენილ მიდგომებთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც საკითხთა გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს სწორედ სამართლებრივი ურთიერთობის ოპტიმალური მოდელით მოწესრიგების ზემოხსენებულ პრინციპს. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც მიმდინარე საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხია. ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4657/20; 12.03.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი