საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-8215/20; 23.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2955/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2955/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზაზა მეიშვილს, მარინა მესხს, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძეს, გიორგი ჩიფჩიურს (მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8215/20; 23.06.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8215/20; 23.06.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას და მისი ნორმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის N1/2/1250 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „შპს ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 18 აპრილის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პირველ და მე-2 პუნქტებთან1 მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის2 მე-6 წინადადება („თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში“). საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა შემხებლობაში არ იყო საქმის განხილვისას დასახელებულ არცერთ ლეგიტიმურ მიზანთან (კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენციასთან, ბრუნვაუუნარო სუბიექტების განდევნასთან, სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებასთან), არ იკვეთებოდა ლოგიკური კავშირი უფლებაშემზღუდველ ღონისძიებასა და საჯარო ინტერესებს შორის და, ამრიგად, აღნიშნული ნორმა ვერ აკმაყოფილებდა გამოსადეგობის მოთხოვნებს და არათანაზომიერად ზღუდავდა საკუთრების უფლებას.3 საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი 112 პუნქტი ყალიბდება იმგვარად, რომ მისი ჩანაწერი არ მოიცავს არაკონსტიტუციურად ცნობილ ზემოხსენებულ მე-6 წინადადებას, თუმცა ამ პუნქტის სხვა წინადადებები მოქმედი რედაქციის იდენტური რჩება. მოცემულ საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, რომელიც 2021 წლის 1 აპრილიდან ძალადაკარგულად აცხადებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს (მათ შორის, ამ კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტს), ამასთანავე, ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ადგენს შესაბამის ახალ ნორმას; კერძოდ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 102-ე მუხლის მე-12 პუნქტი, რომელიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის ანალოგიურ საკითხს აწესრიგებს, ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: „თუ მესამე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში 1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები: „1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ 2 იხ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2019 წლის 18 აპრილს მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის 112 პუნქტი: „თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, აღსრულების ეროვნული ბიურო ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. საერთო საკუთრებაში კრედიტორების წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.“ 3 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, II-35, II-19-დან. შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, სასამართლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნებს შეთავაზებას ქონების კრედიტორებისთვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ქონება საკუთრებაში გადაეცემა იმ კრედიტორებს, რომლებიც ამ შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ეს ქონება გადაეცემათ ნატურით, საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის 104-ე მუხლის შესაბამისად. საერთო საკუთრებაში კრედიტორების წილი მათი მოთხოვნების პროპორციულად განისაზღვრება. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, სხვა კრედიტორებზე თანაბრად გადანაწილდება. თუ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას დადგენილ ვადაში არცერთი კრედიტორი არ წარადგენს, ეს ქონება გადაეცემა პარტნიორებს მათი წილის პროპორციულად, ხოლო კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში − კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარებს მათი წილის პროპორციულად.“ ამგვარად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღების საჭიროება არ არსებობს და კომიტეტი მის მიღებულად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“ III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8215/20; 23.06.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი