საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-4656/20; 12.03.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2956/21
09-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზაზა მეიშვილს,
მარინა მესხს,
ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძეს,
გიორგი ჩიფჩიურს
(მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-4656/20; 12.03.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4656/20; 12.03.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებას და მისი ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017
წლის 16 ნოემბრის N2/15/1214 განჩინებასთან (საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
შესაბამისობაში მოყვანას.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 16 ნოემბრის ზემოხსენებული
განჩინებით 2018 წლის 31 მარტიდან ძალადაკარგულად ცნო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ხოლო თუ
განმცხადებელი იურიდიული პირია 150 ლარი“,1 „თ1“ ქვეპუნქტის სიტყვები „ხოლო თუ
განმცხადებელი იურიდიული პირია 150 ლარი“,2 „ი“ ქვეპუნქტის სიტყვები „ხოლო თუ
განმცხადებელი იურიდიული პირია 300 ლარი“3 და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტი.4 საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ
პირს შორის სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება სასამართლოში განსახილველ
საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობების ნაწილში შეუსაბამოა საქართველოს
კონსტიტუციასთან.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის
შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოხსენებული დებულებებით დადგენილი სახელმწიფო
ბაჟის ოდენობები მცირდება იურიდიული პირებისათვის და ამავე დებულებებით ფიზიკური
პირებისათვის დადგენილ ოდენობებს უთანაბრდება.
გასათვალისწინებელია, რომ მოცემული საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, რაც არ
იკვეთება საკანონმდებლო წინადადებიდან; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებიდან
როგორც გამომდინარეობს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებულია
მხოლოდ კანონის ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან
შესაბამისობაში მოყვანაზე და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ეს ცვლილება
საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელი. უფრო კონკრეტულად, მოცემული საკითხის
გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, კანონის ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს
საქართველოს კონსტიტუციასთან, ხოლო, მეორე მხრივ, შემუშავებული საკანონმდებლო
ცვლილება იყოს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების ოპტიმალური
იხ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 16 ნოემბერს მოქმედი
რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი: „საერთო სასამართლოებში
განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: თ) სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური
პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი.“
2 იხ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 16 ნოემბერს მოქმედი
რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი: „საერთო სასამართლოებში
განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: თ1) საარბიტრაჟო
წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან
ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, – 50 ლარი,
ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი, თუკი საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“
3 იხ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 16 ნოემბერს მოქმედი
რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი: ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100
ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარი.“
4 იხ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 16 ნოემბერს მოქმედი
რედაქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: ა) ფიზიკური
პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე 10 ლარი; ბ) სხვა პირების მიერ შეტანილ
კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაზე 55 ლარი.“
1
მოდელი. თუმცა საკანონმდებლო წინადადებაში არ არის ნამსჯელი და დასაბუთებული, რომ
შემოთავაზებული ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელია.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია
კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის
შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს,
რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,
„თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა
კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და
განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის აპარატთან,
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პერმანენტულად
მუშაობს საკანონმდებლო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და
განჩინებებში წარმოდგენილ მიდგომებთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც საკითხთა
გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს სწორედ სამართლებრივი ურთიერთობის ოპტიმალური
მოდელით მოწესრიგების ზემოხსენებულ პრინციპს. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც მიმდინარე
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხია.
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4656/20; 12.03.2020) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი