საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-4658/20; 12.03.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2957/21
09-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზაზა მეიშვილს,
მარინა მესხს,
ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძეს,
გიორგი ჩიფჩიურს
(მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან
დაკავშირებით (N1-4658/20; 12.03.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების
პროექტებთან დაკავშირებით (N1-4658/20; 12.03.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და
საკანონმდებლო ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ოქტომბრის N3/4/550 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 17 ოქტომბრის ზემოხსენებული
გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან1
(მოქმედი მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის2 ის ნორმატიული შინაარსი, რომლის
თანახმადაც,
„გამსხვისებელი
ითვლება
მესაკუთრედ,
თუ
იგი
ასეთად
არის
რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის
წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია. საკონსტიტუციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ „გონივრული ბალანსის უზრუნველსაყოფად, იმ პირობებში,
როდესაც მყიდველი ინფორმირებულია საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის შესახებ
დავის არსებობაზე, მან უნდა გადაამოწმოს უფლების ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია და
თავად ატაროს ის რისკი, რომელიც შესაძლოა დავის შედეგად საჯარო რეესტრის ჩანაწერის
გაბათილებას მოჰყვეს. [...] ამავე დროს, სახელმწიფოსა და ქონების თავდაპირველი
მესაკუთრის ერთობლივი მოქმედების შედეგად მარტივი მისაღწევია, რომ საჯარო რეესტრის
ჩანაწერის ნამდვილობის შესახებ დავის არსებობის ფაქტი შემძენისათვის თავისთავად გახდეს
ცნობილი. [...] აღნიშნულიდან გამომდინარე სისტემა, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენზე
საკუთრების
უფლების
ინფორმირებულია
გადასვლას
საჩივრის
გამორიცხავს
შესახებ,
იმ
წარმოადგენს
შემთხვევაში,
მხარეთა
შორის
როდესაც
იგი
ინტერესების
დაბალანსების და ამავე დროს სადავო ნორმებით განსაზღვრული შემთხვევების მინიმუმამდე
შემცირების საუკეთესო შესაძლებლობას. იგი ახალისებს ურთიერთობის ორივე მხარეს,
აქტიური მოქმედებით გამორიცხონ არაუფლებამოსილი მესაკუთრის მიერ საკუთრების
განკარგვის შესაძლებლობა. [...] ამდენად, [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე
მუხლის] ის ნორმატიული შინაარსი, როლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება
მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, მათ შორის იმ
შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი
მყიდველისათვის ცნობილია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის
პირველ და მე-2 პუნქტებს.“3
1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2017 წლის 17 ოქტომბერს მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტები: „1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და
ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების
საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია
ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.“
2 იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2017 წლის 17 ოქტომბერს მოქმედი რედაქციის 185-ე
მუხლი („შემძენის ინტერესების დაცვა“): „შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი
ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.“
3 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, II-37-40.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ყალიბდება შემდეგი სახით: „შემძენის
ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად
არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ან საჯარო რეესტრის ამონაწერში არსებობს
მითითება, უძრავ ქონებაზე სამართლებრივი დავის შესახებ გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.“
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლს (რომელიც ადგენს, რომ
„პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის
მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება
განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს“) ემატება შემდეგი ნორმა: „თუ მხარეებს უძრავ
ქონებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში აქვთ დათქმა, რომ დავის არბიტრაჟში
განხილვის შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს, დავის დაწყებისას, ამონაწერში მითითების
აღნიშვნის მოთხოვნით, მიმართოს საჯარო რეესტრს, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე,
საჯარო რეესტრი ვალდებულია, ამონაწერში შეიტანოს მითითება უძრავ ქონებაზე
სამართლებრივი დავის შესახებ.“
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლს ემატება შემდეგი ნორმა:
„ამონაწერი საჯარო რეესტიდან უნდა შეიცავდეს მითითებას, უძრავ ქონებაზე მიმდინარე
სამართლებრივი დავის შესახებ“. აღნიშნულ კანონს ემატება აგრეთვე ტერმინი „მითითება
უძრავ
ქონებაზე
წინადადების
სამართლებრივი
თანახმად,
დავის
განიმარტება
შესახებ“,
როგორც
რომელიც
„აღნიშვნა
საკანონმდებლო
საარბიტრაჟო
დავის
მიმდინარეობის შესახებ მხარის მიერ საჯარო რეესტრისათვის მიმართვის საფუძველზე
(თუ აღნიშნული უფლებამოსილება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით) ან უძრავ
ქონებაზე საკუთრების უფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, პირის ბრალდებულად
ცნობის შემთხვევაში, პროკურორის მიერ საჯარო რეესტრისათვის დაუყოვნებლივი
მიმართვის საფუძველზე.“
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლს ემატება შემდეგი
ნორმა: „უძრავი ქონების საკუთრების უფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, პირის
ბრალდებულად ცნობის შემთხვევაში, პროკურორი, დაუყოვნებლივ მიმართავს საჯარო
რეესტრს, ამონაწერში უძრავ ქონებაზე სამართლებრივი დავის შესახებ მითითების
აღნიშვნის მიზნით.“
გასათვალისწინებელია, რომ მოცემული საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, რაც არ
იკვეთება საკანონმდებლო წინადადებიდან; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებიდან
როგორც გამომდინარეობს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებულია
მხოლოდ
კანონის
ნორმების
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ
არის ეს ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელი. უფრო კონკრეტულად,
მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, კანონის ნორმა
შესაბამისობაში
მოვიდეს
საქართველოს
კონსტიტუციასთან,
ხოლო,
მეორე
მხრივ,
შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება იყოს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის
მოწესრიგების ოპტიმალური მოდელი. თუმცა საკანონმდებლო წინადადებაში არ არის
ნამსჯელი და დასაბუთებული, რომ შემოთავაზებული ცვლილება საკითხის გადაწყვეტის
ოპტიმალური მოდელია. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი
ნორმები, რედაქციული კუთხით გარკვეულწილად ხარვეზიანობის გამო, შინაარსობრივად
ბუნდოვანია, ამასთანავე, ჯეროვნად არ ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომის
იმპლემენტაციას: მაგალითად, საკანონმდებლო წინადადებით სამოქალაქო კოდექსის 185-ე
მუხლში წარმოდგენილი ცვლილების ჩანაწერის თანახმად, იმისათვის, რომ გამსხვისებელი
ჩაითვალოს მესაკუთრედ, საკმარისია, იგი ასეთად იქნეს რეგისტრირებული საჯარო
რეესტრში, რაც საპირისპიროა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომისა;
რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ საჩივრის არსებობის შესახებ შემძენის ინფორმირებასთან
მიმართებით კი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს მხოლოდ საარბიტრაჟო დავის
მიმდინარეობის თაობაზე და პირის ბრალდებულად ცნობისას უძრავ ქონებაზე დავის
არსებობის შესახებ შემძენის საჯარო რეესტრის ამონაწერით ინფორმირებას, მაგრამ ის, თუ რა
მექანიზმით უნდა წესრიგდებოდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ საჩივრის
არსებობის შესახებ შემძენის ინფორმირება სხვა შემთხვევებში, არ იკვეთება საკანონმდებლო
წინადადებიდან. ამდენად, საკანონმდებლო წინადადება საკითხის ოპტიმალური მოდელით
გადაწყვეტის დასაბუთებასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
ჯეროვან იმპლემენტაციასაც მოკლებულია.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია
კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის
შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს,
რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,
„თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა
კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და
განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის აპარატთან,
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პერმანენტულად
მუშაობს საკანონმდებლო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და
განჩინებებში წარმოდგენილ მიდგომებთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც საკითხთა
გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს სწორედ სამართლებრივი ურთიერთობის ოპტიმალური
მოდელით მოწესრიგების ზემოხსენებულ პრინციპს. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც მიმდინარე
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხია.
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების
პროექტებთან დაკავშირებით (N1-4658/20; 12.03.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი