საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე იური გალუსტოვის მიერ წარმოდგენილ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-11062/20; 13.08.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2958/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2958/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, იური გალუსტოვს (მისამართი: ქ. თბილისი, თელავის ქ. N50) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა იური გალუსტოვის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11062/20; 06.08.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა იური გალუსტოვის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11062/20; 06.08.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში, რომელიც აცხადებს: „საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.“ საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, მიზანშეწონილია, კანონის აღნიშნულ ნორმას დაემატოს სიტყვა „სანიაღვრე“ ან სიტყვები „სანიაღვრე ქსელების“ და, ამგვარად, მასში იმპერატიულად მიეთითოს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია სანიაღვრე (სანიაღვრე ქსელის) ობიექტი. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ასეთი ცვლილების განხორციელებით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებასა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსთან, ამასთანავე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება წაადგება ქალაქ თბილისს, როგორც რთული რელიეფის მქონე ქალაქს. II. კომიტეტის შეფასება საკანონმდებლო წინადადების თანახმად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებულ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ მე-17 მუხლთან („სანიაღვრე წყალარინება“) შესაბამისობაში მოყვანას. თუმცა საკანონმდებლო წინადადებიდან არ ვლინდება, თუ კონკრეტულად რა კუთხით არ შეესაბამება ერთმანეთს აღნიშნული კანონი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება; კერძოდ, კანონის მოცემული ნორმა და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ მე-17 მუხლი ერთმანეთისგან განსხვავებულ საკითხებს აწესრიგებს: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების დაუშვებლობის ცალკეულ შემთხვევებზე უთითებს, ხოლო „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ მე-17 მუხლი სანიაღვრე წყალარინების სისტემების მშენებლობისა და მუშაობის გარკვეულ საკითხებს განსაზღვრავს. ამდენად, ამ სამართლებრივი ნორმების ერთმანეთთან შეუსაბამობაზე მითითება საფუძველს მოკლებულია. თანაც გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ სამართლებრივ აქტებს შორის შეუსაბამობა რომც ვლინდებოდეს, კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიმართ,1 რაც იმას გულისხმობს, რომ შეუსაბამობის შემთხვევაში დადგენილება იქნებოდა კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანი და არა  პირიქით. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ასევე უთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო 1 იხ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლი; საქმიანობის კოდექსის 39-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან შეუსაბამობაზე. თუმცა საკანონმდებლო წინადადებიდან აქაც არ ჩანს, თუ კონკრეტულად რა კუთხით არ შეესაბამება ერთმანეთს ეს ორი საკანონმდებლო ნორმა, რადგან კანონის ეს ნორმებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ საკითხებს აწესრიგებს: ერთი მათგანი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების დაუშვებლობის ცალკეულ შემთხვევებზე უთითებს, ხოლო მეორე (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 39-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) განსაზღვრავს იმ გარკვეულ ასპექტებს, რომლებსაც ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს.2 ამგვარად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადება დაუსაბუთებელია, მისგან არ იკვეთება საკითხის სამართლებრივი პრობლემატიკა და მისით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იური გალუსტოვის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11062/20; 06.08.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იხ. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 39-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი: „სივრცის დაგეგმვის საჭიროებიდან გამომდინარე, გენერალური გეგმა, ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ასპექტების გარდა, უნდა მოიცავდეს: გ) ტექნიკური ინფრასტრუქტურისათვის, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, კავშირგაბმულობის და ნარჩენების გადამუშავების სისტემებისათვის განკუთვნილ ტერიტორიებს.“ 2