საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-8216/20; 23.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2959/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2959/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზაზა მეიშვილს, მარინა მესხს, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძეს, გიორგი ჩიფჩიურს (მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8216/20; 23.06.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8216/20; 23.06.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას და მისი ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/2/596 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას. II. კომიტეტის შეფასება თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 30 სექტემბრის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან1 (მოქმედი 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის2 და იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის3 სიტყვების „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კონტროლის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ და პროპორციულ საშუალებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.“4 ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, თუ რა იქნებოდა მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავი საშუალება და განაცხადა შემდეგი: „სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება სასამართლო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ობიექტურ გარემოებათა არსებობისას, გამოსცეს დროებითი დასაბუთებული აქტი აღსრულების შეუძლებლობის და შეჩერების შესახებ და დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს შეჩერების გადაწყვეტილების მოსაპოვებლად. [...] თუ ობიექტურად არსებობს გადაუდებელი, მყისიერი რეაგირების აუცილებლობა, მაშინ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩეროს მხოლოდ იმ გონივრული ვადით, რაც ობიექტურად აუცილებელია დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების მოსაპოვებლად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დაადგენს აღსრულების შეჩერების საჭიროებას, სასამართლოს 1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2016 წლის 30 სექტემბერს მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ 2 იხ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2016 წლის 30 სექტემბერს მოქმედი რედაქციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი: „აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს: ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.“ 3 იხ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2016 წლის 30 სექტემბერს მოქმედი რედაქციის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი: „იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/ აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“ 4 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, II-44; გადაწყვეტილების აღსრულება უნდა გაგრძელდეს. [...] ერთი მხრივ, კანონმდებელი ვალდებულია, მკაფიოდ გაწეროს იმ განსაკუთრებულ შემთხვევათა სახელმძღვანელო პრინციპები და კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. მეორე მხრივ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ სასამართლომ. ხოლო, გამონაკლის შემთხევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება სასამართლო კონტროლის განხორციელებას კი არ გამორიცხავს, არამედ დროში გადაანაცვლებს მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭირო იქნება დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.“5 საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აღნიშნულ პროცესში სასამართლოს, როგორც ნეიტრალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ჩართულობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებურად მოქმედების და შეცდომის დაშვების რისკებს. მეორე მხრივ კი, აღნიშნული არ იქნება დაუძლეველი ტვირთი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ვინაიდან პრაქტიკაში აღნიშნული კომპეტენცია იშვიათად გამოიყენება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მას კვლავ დარჩება შესაძლებლობა მოახდინოს მყისიერი რეაგირება.“6 საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ყალიბდება შემდეგი სახით: „აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს: ზ) განსაკუთრებულ მიმართვის შემთხვევაში საფუძველზე,  აღსრულების სააღსრულებო ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ფურცლის გამცემი მოსამართლის გადაწყვეტილებით,“ ხოლო იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება შემდეგი სახით: „იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პროკურორის მიერ წარდგენილი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის ან განსაკუთრებული ვითარების გამო, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლის გამცემი მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას.“ გასათვალისწინებელია, რომ მოცემული საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, რაც არ იკვეთება საკანონმდებლო წინადადებიდან; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებიდან როგორც გამომდინარეობს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებულია მხოლოდ კანონის ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ 5 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, II-27, II-41, II-42; 6 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, II-43. არის ეს ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელი. უფრო კონკრეტულად, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, კანონის ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, ხოლო, მეორე მხრივ, შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება იყოს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების ოპტიმალური მოდელი. თუმცა საკანონმდებლო წინადადებაში არ არის ნამსჯელი და დასაბუთებული, რომ შემოთავაზებული ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელია. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ნორმები ჯეროვნად არ ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომის იმპლემენტაციას: მაგალითად, როგორი უნდა იყოს „იმ განსაკუთრებულ შემთხვევათა სახელმძღვანელო პრინციპები და კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება“ (რაზედაც ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში, იხ. ზემოთ), არ იკვეთება საკანონმდებლო წინადადებიდან; საკანონმდებლო წინადადებიდან ასევე არ იკვეთება, თუ როგორ უნდა წესრიგდებოდეს გადაუდებელი (მყისიერი) რეაგირების აუცილებლობის არსებობისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით, სასამართლოსთვის მიმართვამდე შეჩერებისა და ამგვარი აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილების მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამის შესახებაც ამახვილებს ყურადღებას თავის გადაწყვეტილებაში, იხ ზემოთ). ამდენად, საკანონმდებლო წინადადება საკითხის ოპტიმალური მოდელით გადაწყვეტის დასაბუთებასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვან იმპლემენტაციასაც მოკლებულია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“ ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის აპარატთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პერმანენტულად მუშაობს საკანონმდებლო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში წარმოდგენილ მიდგომებთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც საკითხთა გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს სწორედ სამართლებრივი ურთიერთობის ოპტიმალური მოდელით მოწესრიგების ზემოხსენებულ პრინციპს. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც მიმდინარე საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხია. ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8216/20; 23.06.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი