საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-4660/20; 12.03.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2960/21
09-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზაზა მეიშვილს,
მარინა მესხს,
ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძეს,
გიორგი ჩიფჩიურს
(მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-4660/20; 12.03.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4660/20; 12.03.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში ცვლილებას და მისი ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018
წლის 7 დეკემბრის N2/8/765 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით
ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 7 დეკემბრის ზემოხსენებული
გადაწყვეტილებით:
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან1 (მოქმედი 31-ე
მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-3 პუნქტის პირველი წინადადება)
მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
430-ე მუხლის2 პირველი ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი,
რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც
ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ვ“
ქვეპუნქტით3
გათვალისწინებული
საფუძვლით
კანონიერ
ძალაში
შესული
სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას „კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო [საპროცესო] კოდექსის [423-ე
მუხლის პირველი ნაწილის] „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ზეპირი
მოსმენის ჩატარების გარეშე გაუქმებით, საერთო სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში
მოახდენს იმ პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, რომლის
ინტერესების საწინააღმდეგოდაც ხდება გადაწყვეტილების გაუქმება.“4
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (მოქმედი 31-ე მუხლის
პირველი პუნქტის პირველი წინადადება) მიმართებით არაკონსტიტუციურად და 2019
წლის 30 აპრილიდან ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსის
423-ე
მუხლის
პირველი
ნაწილის
„ვ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას. სასამართლოს კანონიერ
ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების წესის კონსტიტუციურობის შეფასებისას
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „კანონი უნდა აძლევდეს მოსამართლეს
იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 7 დეკემბერს მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის
პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად
მიმართოს სასამართლოს.“; აგრეთვე იმავე მუხლის მე-3 პუნქტი: „დაცვის უფლება
გარანტირებულია.“
2 იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2018 წლის 7 დეკემბერს მოქმედი რედაქციის
430-ე მუხლი: „1. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის
გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს
საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის
ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს
მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. 2. თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების
შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით. 3. თუ
გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ
გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო
საჩივრით.“
3 იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2018 წლის 7 დეკემბერს მოქმედი რედაქციის
423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი: „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება
შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების
მოთხოვნით, თუ: ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები,
რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს,
გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.“
4 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, II-33;
1
შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასოს მხარეთა ინტერესთა
დაბალანსებას უკეთ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმება თუ
მისი ძალის შენარჩუნება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ
მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
კანონიერ
ძალაში
მყოფი
გადაწყვეტილების
შედეგების
გაუქმებით
შელახული
ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს
შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
[...]
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
წესი,
რომელიც
მოსამართლეს
მისცემდა
შესაძლებლობას, გადაწყვეტილება მიეღო ინდივიდუალური გარემოებების შეფასების
გზით, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდველ საშუალებას.“5
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებით საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესახებ
განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენით. მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო
და ადგილი. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის
განხილვასა და გადაწყვეტას.
თუ გამოირკვევა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების
განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, სასამართლო თავისი განჩინებით, გასაჩივრებული
გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე, იწყებს საქმის ხელახალ განხილვას. განჩინება
შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. ამ შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია
სასამართლოს მიმართოს განცხადებით ყადაღის დადების თაობაზე.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება ასევე სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 431-ე მუხლში და იგი წარმოდგენილია შემდეგი სახით: „ამ კოდექსის 430-ე
მუხლით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ საქმე თავიდან უნდა
იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.“
გასათვალისწინებელია, რომ მოცემული საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, რაც არ
იკვეთება საკანონმდებლო წინადადებიდან; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებიდან
როგორც გამომდინარეობს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებულია
მხოლოდ
კანონის
ნორმების
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ
არის ეს ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელი. უფრო კონკრეტულად,
მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, კანონის ნორმა
შესაბამისობაში
მოვიდეს
საქართველოს
კონსტიტუციასთან,
ხოლო,
მეორე
მხრივ,
შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება იყოს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის
მოწესრიგების ოპტიმალური მოდელი. თუმცა საკანონმდებლო წინადადებაში არ არის
5 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, II-59, II-61.
ნამსჯელი და დასაბუთებული, რომ შემოთავაზებული ცვლილება საკითხის გადაწყვეტის
ოპტიმალური მოდელია.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია
კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის
შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს,
რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,
„თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა
კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და
განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის აპარატთან,
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პერმანენტულად
მუშაობს საკანონმდებლო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და
განჩინებებში წარმოდგენილ მიდგომებთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც საკითხთა
გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს სწორედ სამართლებრივი ურთიერთობის ოპტიმალური
მოდელით მოწესრიგების ზემოხსენებულ პრინციპს. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც მიმდინარე
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხია.
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4660/20; 12.03.2020) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი