საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე სალომე არბოლიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-11434/20; 13.08.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2961/21
09-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
სალომე არბოლიშვილს
(ტელეფონი: 577010958)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
სალომე არბოლიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-11434/20; 13.08.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
სალომე
არბოლიშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11434/20; 13.08.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეების საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან გათავისუფლებას, რომელთაც 80 წლის ასაკი შეუსრულდათ. საკანონმდებლო
წინადადების ავტორის აზრით, 80 წლის ან მეტი ასაკის ადამიანები შემოსავლის სიმცირის
გამო ვერ ახერხებენ სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდას და,
შესაბამისად, თავიანთი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას. აქედან გამომდინარე,
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ
სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
II. კომიტეტის შეფასება
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა (რომელიც სასამართლოში ადმინისტრაციული
საქმეების განხილვის დროსაც გამოიყენება) პროცესის ხარჯების გაღების (მათ შორის,
სახელმწიფო ბაჟის გადახდის) ნაწილში ხელმოკლე პირებისთვის მთელ რიგ შეღავათებს
ითვალისწინებს; კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
გათვალისწინებით,
თუ
შეუძლებლობას
სასამართლოს
და
მოქალაქე
დაასაბუთებს
წარუდგენს
სასამართლო
უტყუარ
ხარჯების
გადახდის
მტკიცებულებებს,
შეუძლია
მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
სასამართლო
ხარჯების
გადახდისაგან,
რის
თაობაზედაც
მოსამართლეს
გამოაქვს
მოტივირებული განჩინება.“ იმავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,
„სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან
ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების
გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს
წარუდგენს.“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად კი, „თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული
ორგანო
ვალდებულია
აანაზღაუროს
პროცესის
ხარჯები
მის
სასარგებლოდ
გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.“ ამასთანავე, სასამართლოში განსახილველ
საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ
ზღვრულ ქულაზე.1
ამდენად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საჭირო გარანტიებს, რომ
80 წლის ან მეტი ასაკის პირმა, რომელსაც თავისი უფლების სასამართლოს გზით დაცვა სურს,
მაგრამ საამისო ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, ისარგებლოს სათანადო შეღავათით.
შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების
აუცილებლობა არ იკვეთება.
სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის დაწესების საკითხთან მიმართებით
საგულისხმოა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიდგომა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომის
თანახმად, სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის დაწესების მიზანია
დაუსაბუთებელი სარჩელების შემცირება და სასამართლოს თვითმიზნური გადატვირთვის
პრევენცია, სამართალწარმოების თვითმიზნური და დაუსაბუთებელი სარჩელებისაგან
დაცვა.2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამოქალაქო საქმეებზე სახელმწიფო
ბაჟის დაწესების საკითხზე მსჯელობისას აღნიშნავს: „სახელმწიფო ბაჟის დაწესება ამცირებს
დაუსაბუთებელი, უმიზნო სარჩელების წარდგენის ალბათობას. სახელმწიფო ბაჟის დაწესება
ხელს უწყობს მხარეების მიერ სარჩელის მხოლოდ რეალური საჭიროების პირობებში
იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტი და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის
მ1“ ქვეპუნქტი;
2 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623
გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-7; აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის
N2/15/1214 განჩინება საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16;
1
წარდგენას, მაშინ, როდესაც მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარის მიმართ მას რეალური
სამართლებრივი მოთხოვნა გააჩნია. ბაჟის დაწესებით სახელმწიფო ახალისებს სამოქალაქო
სამართალწარმოების
მხარეებს,
იდავონ
მხოლოდ
მაშინ,
როდესაც
სამართლიანი
სასამართლოს უფლების რეალიზება რეალურად სჭირდებათ. [...] სამოქალაქო დავებზე
სასამართლოს განხილვისას სახელმწიფო ბაჟის დაწესება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს
ემსახურება.“3 ამავე საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი უთითებს,
რომ მართლმსაჯულების სამართლიანი ადმინისტრირების ინტერესის გამო დასაშვებია
სასამართლოსათვის
მიმართვის
უფლების
რეალიზებისთვის
ფინანსური
მოთხოვნის
დადგენა.4 სასამართლოში სამართალწარმოების განსახორციელებლად სამოქალაქო საქმეზე
გადასახდელის დაწესება ვერ მიიჩნევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6
მუხლის პირველ პუნქტთან (სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან) შეუთავსებელ
შეზღუდვად. თუმცა ასეთი გადასახდელის მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს კონკრეტული
საქმის
ინდივიდუალურ
გარემოებათა
კონტექსტში,
მათ
შორის,
პირის
გადახდისუნარიანობის მიხედვით და იმის მიხედვით, თუ საქმისწარმოების რა ეტაპზეა
შემოღებული აღნიშნული შეზღუდვა.5
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს აღნიშნული მიდგომებიც მოწმობს, რომ სასამართლოში განსახილველ საქმეზე
სახელმწიფო ბაჟის დაწესებას, როგორც წესი, თავისი მიზანი, დანიშნულება და მნიშვნელობა
აქვს და იგი a priori უარყოფითად არ უნდა შეფასდეს. პირიქით, მისმა გაუქმებამ შესაძლოა რიგ
შემთხვევებში გარკვეული ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს.
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623
გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-15; აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის
N2/15/1214 განჩინება საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14;
4 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს: 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
საქმეზე ვაისმანი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Weissman and Others v. Romania), ECHR
(extracts) 35-ე პუნქტი; 2001 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე კროიცი პოლონეთის
წინააღმდეგ (Kreuz v. Poland), 59-ე პუნქტი; 1995 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე
3
ტოლსტოი მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tolstoy Miloslavsky v. the United
Kingdom), 61-ე პუნქტიდან;
5 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს: 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
საქმეზე საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ (FC Mretebi v. Georgia), 41-ე
პუნქტი; 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე ვაისმანი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ
(Weissman and Others v. Romania), ECHR (extracts) 37-ე პუნქტი; 2001 წლის 19 ივნისის
გადაწყვეტილება საქმეზე კროიცი პოლონეთის წინააღმდეგ (Kreuz v. Poland), მე-60 პუნქტი; 1995
წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ტოლსტოი მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს
წინააღმდეგ (Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom), 61-ე პუნქტიდან.
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
სალომე
არბოლიშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11434/20; 13.08.2020)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი