საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-8220/20; 23.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2963/21
09-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზაზა მეიშვილს,
მარინა მესხს,
ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძეს,
გიორგი ჩიფჩიურს
(მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-8220/20; 23.06.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა
კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8220/20; 23.06.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილებას და მისი ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014
წლის 24 დეკემბრის N3/3/601 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „საქართველოს უზენაესი
სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის
პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“) შესაბამისობაში მოყვანას.
II. კომიტეტის შეფასება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 დეკემბრის ზემოხსენებული
გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან1 (მოქმედი
31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება) მიმართებით არაკონსტიტუციურად
ცნო საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 518-ე
მუხლის პირველი ნაწილის2 ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულებელყოფს
გამართლებულის მიერ განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას და ამავე
კოდექსის 546-ე მუხლის პირველი ნაწილის3 ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
უგულებელყოფს
გამართლებულის
მიერ
განაჩენის
საკასაციო
წესით
გასაჩივრების
შესაძლებლობას.
საკანონმდებლო წინადადების თანახად, საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედი (2009
წლის 9 ოქტომბრის) საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილში მიეთითება, რომ
სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს გამართლებულსაც, ხოლო მე-300 მუხლის მე-2
ნაწილში მიეთითება, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს გამართლებულსაც.
გასათვალისწინებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 1998
წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, ხოლო
საკანონმდებლო
წინადადებით,
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებიდან
გამომდინარე, ცვლილება შედის სისხლის სამართლის მოქმედ (2009 წლის 9 ოქტომბრის)
საპროცესო კოდექსში, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ორ კოდექსს შორის არსებული
პრინციპული ხასიათის განმასხვავებელი ნიშნების სათანადო ანალიზისა და ამ კუთხით
საკითხის დასაბუთების გარეშე საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების
განხორციელება მიზანშეუწონელია. ამგვარად, მოცემული საკითხი უფრო მეტ შესწავლას
საჭიროებს,
რაც
არ
იკვეთება
საკანონმდებლო
წინადადებიდან;
საკანონმდებლო
წინადადებიდან როგორც გამომდინარეობს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება
ორიენტირებულია
მხოლოდ
კანონის
ნორმების
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არ არის დასაბუთებული,
თუ რატომ არის ეს ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელი. უფრო
კონკრეტულად, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ,
კანონის ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, ხოლო, მეორე
მხრივ, შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება იყოს შესაბამისი სამართლებრივი
ურთიერთობის მოწესრიგების ოპტიმალური მოდელი.
1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2014 წლის 24 დეკემბერს მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის
პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად
მიმართოს სასამართლოს.“
2 იხ. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 518-ე
მუხლის პირველი ნაწილი: „სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო
ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს,
მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.“
3 იხ. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე
მუხლის პირველი ნაწილი: „საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან 518-ე მუხლში
მითითებული პირები.“
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია
კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის
შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს,
რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,
„თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა
კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და
განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის აპარატთან,
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პერმანენტულად
მუშაობს საკანონმდებლო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და
განჩინებებში წარმოდგენილ მიდგომებთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც საკითხთა
გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს სწორედ სამართლებრივი ურთიერთობის ოპტიმალური
მოდელით მოწესრიგების ზემოხსენებულ პრინციპს. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც მიმდინარე
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხია.
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8220/20; 23.06.2020) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი