საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-8218/20; 23.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2964/21
09-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზაზა მეიშვილს,
მარინა მესხს,
ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძეს,
გიორგი ჩიფჩიურს
(მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-8218/20; 23.06.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა
კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8218/20; 23.06.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილებას და მისი ნორმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015
წლის 29 სექტემბრის N3/1/608,609 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „საქართველოს უზენაესი
სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს
უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“)
შესაბამისობაში მოყვანას.
II. კომიტეტის შეფასება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 29 სექტემბრის ზემოხსენებული
გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე
წინადადებასთან1 (მოქმედი 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მეორე წინადადება) მიმართებით
არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე
მუხლის მე-4 ნაწილის2 ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკასაციო
სასამართლოს
შესაძლებლობას,
გასცდეს
საკასაციო
საჩივრის
ფარგლებს
და
პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის
შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
საკანონმდებლო წინადადების თანახად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილში მიეთითება, რომ სასამართლო უფლებამოსილია
გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის
შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას. მოცემულ საკითხთან
მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული
ეს ცვლილება ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე თავისთავად არის ძალადაკარგული კოდექსის ამ ნორმის ის
ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას,
გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ
შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების
დანაშაულებრიობას. ამგვარად, საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობა არ
არსებობს და კომიტეტი მის მიღებულად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია
კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის
შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს,
რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,
„თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა
კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და
განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2015 წლის 29 სექტემბერს მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5
პუნქტის მეორე წინადადება: „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას,
უკუძალა არა აქვს.“
2 იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2015 წლის 29 სექტემბერს მოქმედი
რედაქციის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი: „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი
შესაგებლის ფარგლებში.“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8218/20; 23.06.2020) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი