საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-8225/20; 23.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2965/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2965/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზაზა მეიშვილს, მარინა მესხს, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძეს, გიორგი ჩიფჩიურს (მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8225/20; 23.06.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8225/20; 23.06.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო საქართველოს წინადადება ორგანულ ითვალისწინებს კანონში „საერთო სასამართლოების და ნორმის ცვლილებას მისი შესახებ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N3/2/767,1272 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები  ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას. II. კომიტეტის შეფასება თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა1 (მოქმედი მე-11 მუხლის პირველი პუნქტი) და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან2 (მოქმედი 25-ე მუხლის პირველი პუნქტი) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის3 მე-2 წინადადება („სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია“). საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზებისათვის ასაკობრივი ზღვრის დაწესება, შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლებისაგან განსხვავებულად უზრუნველყოფდეს სამსახურის ეფექტიანობისა და სტაბილურობის მიზანს. შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევებში გამართლებული იყოს თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა ისეთი ასაკობრივი ჯგუფებისათვის, რომლებსაც ასაკის გამო არ აქვთ დაქვეითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამსახურისათვის განხორციელებისათვის აუცილებელი მონაცემები. კერძოდ, თუ დადგინდება, რომ რომელიმე კონკრეტულ ასაკის მიღწევისას პირების უმრავლესობა კარგავს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკურ ან/და გონებრივ მონაცემებს, შესაძლებელია, სამსახურში მიღების უფლება შეეზღუდოთ აღნიშნულ ასაკთან მიახლოვებულ ასაკობრივ ჯგუფებს, იმაზე მითითებით, რომ გართულდება მათი ჩანაცვლება და ეჭვქვეშ დადგება სამსახურში კადრების სტაბილურობა და ეფექტიანობა. [...] 50 წლის ასაკის მიღწევა თავისთავად არ მიუთითებს იმაზე, რომ პირს დაქვეითებული აქვს სასამართლოს მანდატურისათვის საჭირო ფიზიკური მონაცემები. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ არის ლოგიკურ კავშირში სასამართლოს მანდატურის სამსახურის გამართული და ეფექტური ფუნქციონირების, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებთან. ამრიგად, სახეზეა სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.“4 საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა: „იმ პირობებში, როდესაც გარკვეული პერიოდულობით ტარდება სასამართლოს მანდატურების შემოწმება, შესაძლებელია, ამგვარ შემოწმებას დაექვემდებარონ, როგორც 50 1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 14 დეკემბერს მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ 2 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 14 დეკემბერს მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“; აგრეთვე იმავე მუხლის მე-2 პუნქტი: „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.“ 3 იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2018 წლის 14 დეკემბერს მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია.“ 4 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, II-26, II-29, II-30; წელს მიუღწეველი, ისე  50 წელს მიღწეული პირები. მანდატურის საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემოწმებისა და ამ გზით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის შესაძლებლობა არსებობს როგორც 50 წელს მიუღწეველი, ისე  50 წელს მიღწეული პირების მიმართ. აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს სადავო ნორმით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვის არარაციონალურობას.“ სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით შეფასებისას კი საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „როგორც უკვე დადგინდა, 50 წლის ასაკის მიღწევა არ არის ის თავისთავადი გარემოება, რომელიც დააქვეითებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეასუსტებს ფიზიკურ მონაცემებს და შეუძლებელს გახდის მის მიერ მანდატურის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას. შესაბამისად, 50 წელს მიღწეულ და მიუღწეველ მოქალაქეებს შორის დადგენილი დიფერენცირება არ არის რაციონალურ კავშირში დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან. ამგვარად, არ არსებობს ასაკობრივი ნიშნით დაწესებული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება. [...] ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღონისძიება დისკრიმინაციულია და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.“5 საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტი ყალიბდება შემდეგი სახით: „სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად მსახურების ზედა ასაკობრივი ზღვარი გამოითვლება ინდივიდუალურად მანდატურის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.“ ამასთანავე, შემოთავაზებული ცვლილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ევალება, დაამტკიცოს „საერთო სასამართლოებში მანდატურის სამსახურში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის წესი“. გასათვალისწინებელია, რომ მოცემული საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, რაც არ იკვეთება საკანონმდებლო წინადადებიდან; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებიდან როგორც გამომდინარეობს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებულია მხოლოდ კანონის ნორმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ეს ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელი. უფრო კონკრეტულად, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, კანონის ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, ხოლო, მეორე მხრივ, შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება იყოს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების ოპტიმალური მოდელი. თუმცა საკანონმდებლო წინადადებაში არ არის ნამსჯელი და დასაბუთებული, რომ შემოთავაზებული ცვლილება საკითხის გადაწყვეტის 5 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, II-44, II-45; ოპტიმალური მოდელია. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ნორმა („სასამართლოს მანდატურად მსახურების ზედა ასაკობრივი ზღვარი გამოითვლება ინდივიდუალურად მანდატურის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით“) შინაარსობრივად გარკვეულწილად ორაზროვანია, ამასთანავე, მისი აღსრულებაუნარიანობა ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია; კერძოდ, თუ ამ ნორმაში იგულისხმება, რომ ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის გამო სასამართლოს მანდატური შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, ეს საკითხი მოწესრიგებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით6 (რაზედაც საკონსტიტუციო სასამართლოც უთითებს თავის გადაწყვეტილებაში, იხ. გადაწყვეტილების II-28 პუნქტი) და, შესაბამისად, მისი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით დამატებით მოწესრიგება საჭირო არ არის, ხოლო თუ აღნიშნულ ნორმაში იგულისხმება, რომ ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით წინასწარ ინდივიდუალურად უნდა გამოითვალოს სასამართლოს ყოველი მანდატურის სამსახურიდან გათავისუფლების სამომავლო ასაკი, ეს საკითხი უკვე სამსჯელოა მეცნიერების შესაბამისი დარგის გადმოსახედიდან; უფრო კონკრეტულად, ის, თუ რამდენად შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით იმის დადგენა, მომავალში რა ასაკამდე ექნება მას სასამართლოს მანდატურად მუშაობის უნარი, შესაბამის სპეციალისტთა შეფასებასა და დასკვნას მოითხოვს, რომლებიც არ ერთვის საკანონმდებლო წინადადებას. ამდენად, საკანონმდებლო წინადადება საკითხის ოპტიმალური მოდელით გადაწყვეტის დასაბუთებასთან ერთად წარმოდგენილი საკანონმდებლო ნორმის შინაარსობრივ სიცხადესა და აღსრულებადობის დასაბუთებასაც მოკლებულია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“ ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის აპარატთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პერმანენტულად მუშაობს საკანონმდებლო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში წარმოდგენილ მიდგომებთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც საკითხთა გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს სწორედ სამართლებრივი ურთიერთობის ოპტიმალური მოდელით მოწესრიგების ზემოხსენებულ პრინციპს. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც მიმდინარე საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხია. 6 იხ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი: „მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს: გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო.“ ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8225/20; 23.06.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი