საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-12406/20; 03.09.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2967/21
09-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
(ტელეფონი: 577529937
ელფოსტა: zvani777@gmail.com)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12406/20; 03.09.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-12406/20; 03.09.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ ცვლილება შევიდეს საქართველოს
ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ და გაუქმდეს სააპელაციო ინსტანციის
სასამართლო. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, სააპელაციო ინსტანციის
სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელებას და ადამიანის უფლებების დაცვას არ
ესაჭიროება, ამასთანავე, ორზე მეტი ინსტანციის სასამართლოების არსებობას არც ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტი მოითხოვს.
II. კომიტეტის შეფასება
საკანონმდებლო წინადადების თაობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია ის გარემოება,
რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოს
ერთმანეთისგან
განსხვავებული
როლი,
ფუნქციები
და
უფლებამოსილებები
აქვთ;
მაგალითად, სამოქალაქო საქმეზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით,1 ხოლო
საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის
დარღვევითაა გამოტანილი (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო
საჩივრის ფარგლებში).2 ეს კი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მართლმსაჯულების ჯეროვნად
განსახორციელებლად და ადამიანის უფლებების სათანადოდ დასაცავად არც ერთის და არც
მეორის გაუქმება არ არის მიზანშეწონილი, ხოლო სამი ინსტანციის სასამართლოთა სისტემა
ბევრად უკეთ უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის
უფლების დაცვას, ვიდრე ამას ორი ინსტანციის სასამართლოთა სისტემა უზრუნველყოფდა.
ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო
არის საკასაციო სასამართლო,3 რაც იმას გულისხმობს, რომ ეს სასამართლო კონსტიტუციაში
ცვლილების შეტანის გარეშე ვერ გარდაიქმნება სხვა სახის სასამართლოდ. საქართველოს
კონსტიტუციაში
პროცედურულად
ცვლილების
შეტანა
შეუძლებელია,
კი
საკანონმდებლო
ვინაიდან
წინადადების
საკანონმდებლო
ფარგლებში
წინადადების
მიღების
შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი
კომიტეტი,4 ხოლო პარლამენტის კომიტეტს არ აქვს კონსტიტუციური კანონის პროექტის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება.5
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-12406/20; 03.09.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
1 იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი;
2 იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილი და 404-ე
მუხლის პირველი ნაწილი;
3 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის პირველი პუნქტი;
4 იხ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-11 პუნქტი;
5 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი.