საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-8226/20; 23.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2969/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2969/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზაზა მეიშვილს, მარინა მესხს, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძეს, გიორგი ჩიფჩიურს (მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8226/20; 23.06.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8226/20; 23.06.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას და საკანონმდებლო ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის N1/4/693,857 გადაწყვეტილებასთან (საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) შესაბამისობაში მოყვანას. II. კომიტეტის შეფასება თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის ზემოხსენებული გადაწყვეტილებით მიმართებით საქართველოს არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის ცნო მე-18 საქართველოს მუხლის ზოგადი მე-2 პუნქტთან1 ადმინისტრაციული კოდექსის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის,2 44-ე მუხლის პირველი ნაწილის3 და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა4 და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების5 ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების აღნიშნული ნორმატიული შინაარსი საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით 2020 წლის 1 მაისიდან იქნა ძალადაკარგულად ცნობილი).6 1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი: „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.“ 2 იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილი: „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.“ 3 იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი: „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.“ 4 იხ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 2019 წლის 7 ივნისს მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლი: „მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; ვ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).“ 5 იხ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 2019 წლის 7 ივნისს მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი: „აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება.“ აგრეთვე იმავე მუხლის მე-3 პუნქტი: „ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.“ 6 სადავო ნორმებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა, მიდგომა და შეფასებები იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1268 საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ემატება შემდეგი შინაარსის ნორმები:  ღია სხდომაზე საქმის განხილვის შედეგად მიღებული სასამართლოს აქტი საჯაროა. სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის პასუხისმგებელ პირს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დაცვის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესთა დაბალანსების საფუძველზე, უფლება აქვს შეზღუდოს სასამართლოს აქტის გასაჯაროება.  სასამართლო განხილვაში მონაწილე პირი უფლებამოსილია სასამართლოს აქტის გაცნობიდან 14 დღის ვადაში სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის პასუხისმგებელ პირს აცნობოს თანხმობა აქტის გასაჯაროების შესახებ. სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის პასუხისმგებელი პირი არ არის უფლებამოსილი უარი თქვას სასამართლოს აქტის გაცემაზე, თუ სასამართლოს პროცესის ყველა მონაწილე თანახმაა აქტის გასაჯაროებაზე.  საერთო სასამართლოების საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე გაასაჯაროოს 2020 წლის 1 მაისამდე გამოცემული სასამართლოს აქტები მხარეთა/პროცესის მონაწილეთა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაბალანსების საფუძველზე. ამასთანავე, შემოთავაზებული ცვლილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ევალება, დაამტკიცოს „საერთო სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობის წესი“. გასათვალისწინებელია, რომ მოცემული საკითხი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, რაც არ იკვეთება საკანონმდებლო წინადადებიდან; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებიდან როგორც გამომდინარეობს, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ორიენტირებულია მხოლოდ კანონის ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ეს ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელი. უფრო კონკრეტულად, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, კანონის ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, ხოლო, მეორე მხრივ, შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება იყოს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების ოპტიმალური მოდელი. თუმცა საკანონმდებლო წინადადებაში არ არის ნამსჯელი და დასაბუთებული, რომ შემოთავაზებული ცვლილება საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალური მოდელია. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისა და გაცემის წესების (პროცედურების) საჭირო დეტალებს. ამ დეტალების შინაარსი და მათი უშუალოდ კანონში გაწერა კი მნიშვნელოვანია, რადგან მათზე ბევრად არის დამოკიდებული სასამართლო აქტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით უზრუნველყოფილი უფლებების (საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებისა და ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის სხვისთვის ხელმისაწვდომობისგან დაცვის უფლების) დაბალანსებულად დაცვა, რაზედაც უმთავრესად უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ამდენად, საკანონმდებლო წინადადება საკითხის ოპტიმალური მოდელით გადაწყვეტის დასაბუთებასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვან იმპლემენტაციასაც მოკლებულია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“ ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის აპარატთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პერმანენტულად მუშაობს საკანონმდებლო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში წარმოდგენილ მიდგომებთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც საკითხთა გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს სწორედ სამართლებრივი ურთიერთობის ოპტიმალური მოდელით მოწესრიგების ზემოხსენებულ პრინციპს. ამ მხრივ კი გამონაკლისი არც მიმდინარე საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხია. ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8226/20; 23.06.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი