საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „მოვალეთა დაცვის შესახებ“ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპების შესახებ (№1-13167/20; 18.09.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2970/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2970/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს (ტელეფონი: 577529937 ელფოსტა: zvani777@gmail.com) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მოვალეთა დაცვის შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით (N1-13167/20; 18.09.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოვალეთა დაცვის შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით (N1-13167/20; 18.09.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ ცვლილება შევიდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში და დაინერგოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის იმპლემენტაციის მექანიზმი; კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის უზრუნველყოფის 301 მუხლის საშუალებაც არის 11 ნაწილის იპოთეკა, თანახმად, „მოთხოვნა, დაკმაყოფილებულად რომლის ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“ საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმა სააღსრულებო წარმოებისას ვერ რეალიზდება, რადგან მასში მოცემული შემთხვევა უშუალოდ არ არის მითითებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც აღსრულების შეწყვეტის შემთხვევათა ჩამონათვალს განსაზღვრავს.1 აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ 1 იხ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი: „აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აუცილებელია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აღსრულების შეწყვეტის შემთხვევათა ჩამონათვალს დაემატოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა და ამით სამოქალაქო კოდექსის ამ ნორმის რეალიზების (შესრულების) მექანიზმი დაინერგოს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის განცხადებით, სწორედ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის ხარვეზი არის იმის მიზეზი, რომ კრედიტორს შეუძლია იძულებითი აღსრულება მიაქციოს მოვალის მთელ ქონებაზე და, იპოთეკით დატვირთული ქონების არსებობის მიუხედავად, თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა იპოთეკის საგნის რეალიზაციის ფარგლებში, არამედ  მოვალის ნებისმიერი ქონების რეალიზაციის შედეგად. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილი განსაზღვრავს იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგს და არა  იპოთეკის საგნის რეალიზაციას, როგორც იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას. აღნიშნული ნორმა მოქმედებს მას შემდეგ, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებად მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მექანიზმი შეირჩევა და არა იმ მომენტში, როდესაც მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალების შერჩევის საკითხი წყდება, ან იმ დროს, როდესაც კრედიტორი იპოთეკის საგნის რეალიზებასთან ერთად უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილი გაგებულ უნდა იქნეს უნდა შემდეგნაირად: თუ იპოთეკარი სასამართლოში სარჩელით ან ნოტარიუსის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ითხოვს მხოლოდ მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; თ) [ამოღებულია]; ი) [ამოღებულია]; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი; მ) [ამოღებულია]; ნ) კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი.“ იპოთეკის საგნის რეალიზებას ან გააქვს ის აუქციონზე სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკის საგნის ამ ფორმით რეალიზების შემდეგ უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად მიიჩნევა; თუმცა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილი არ ართმევს კრედიტორს უფლებას, სასამართლოში სარჩელით იპოთეკის საგნის რეალიზებასთან ერთად უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაც მოითხოვოს, რა შემთხვევაშიც მოვალე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.2 წინააღმდეგ შემთხვევაში იპოთეკის უფლება კრედიტორის სამართლებრივი პოზიციების გაფართოება-გამყარების საშუალებიდან გარდაიქმნებოდა მოვალის პასუხისმგებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად, რაც ეწინააღმდეგება ამ ინსტიტუტის არსს.3 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი აწესრიგებს იმ აქტების აღსრულების საკითხებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ კონკრეტულ მოთხოვნას. ეს აქტები შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, სანოტარო აქტები და სხვა (აღსრულების ქვემდებარე აქტები).4 ასეთი აქტის აღსრულების პროცედურის დაწყებამდე კი მოთხოვნას, როგორც წესი, უკვე გავლილი აქვს საფუძვლიანობისა და ფარგლების შემოწმების საფეხური იმ ორგანოში, რომელმაც აღსრულების ქვემდებარე აქტი გამოსცა. ეს ეხება, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, თუ აღსრულების ქვემდებარე აქტი იმგვარია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საფუძველზე თავისთავად „დასრულდება“ (როგორც ადგენს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილი), რადგან ამას თავისთავად გამოიწვევს აღსრულების ქვემდებარე იმ აქტის აღსრულების დასრულება, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ყოველივე ეს კი გულისხმობს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის იმპლემენტაციის მექანიზმის ვაკუუმი, რაზედაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი ამახვილებს ყურადღებას, არ არსებობს, ხოლო რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოვალის მთელი ქონებიდან თუ მხოლოდ იპოთეკის საგნიდან უნდა ჰქონდეს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მფლობელს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ეს საკითხი უკვე სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპზე მსჯელობის საგანია და სცილდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონისა და საკანონმდებლო წინადადების ფარგლებს („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის გამოყენების სფეროა მოთხოვნათა დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების მოწესრიგება და არა მოთხოვნათა ფარგლების განსაზღვრის ან მათი კორექტირების საკითხის რეგულირება5). 2 იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი სამართალი), რუსიაშვილი გიორგი, 301-ე მუხლი, გვ. 568: http://lawlibrary.info/ge/books/giz2018-ge-civil_code_comm_II_book.pdf http://civilcode.ge/index.php?title=Main_Page 3 იხ. იქვე, გვ. 567; 4 იხ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი; 5 იხ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის უშუალოდ 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კი გასათვალისწინებელია, რომ ეს ნორმა ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც აღსრულების ქვემდებარე აქტის აღსრულება დასრულებული არ არის, მაგრამ უნდა შეწყდეს აღსრულება გარკვეული გარემოების გამო; კერძოდ, კანონის ეს ნორმა არ ჩამოთვლის აღსრულების ქვემდებარე აქტის აღსრულებულად მიჩნევის გარემოებებს, არამედ ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც აღსრულების ქვემდებარე აქტი არ მიიჩნევა აღსრულებულად, მაგრამ აღსრულება უნდა შეწყდეს, რადგან კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე, კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ, გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა და ა. შ. (იხ. ზემოთ პირველი სქოლიო). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილი კი ამ მხრივ სხვა ბუნებისაა, რადგან მასში მითითებული შემთხვევა გულისხმობს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესრულებულად მიჩნევას. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მითითება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონისა და სამოქალაქო კოდექსის ამ ნორმათა ურთიერთმიმართებაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია; მეტიც, თუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევათა ჩამონათვალს დაემატება, ეს იქნება პირველ რიგში, სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის ბუნებისა და ხასიათის პრინციპული ცვლილება და არა მისი იმპლემენტაციის მექანიზმის დანერგვა. ამგვარად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადება დაუსაბუთებელია, მისგან არ იკვეთება საკითხის სამართლებრივი პრობლემატიკა და მისით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოვალეთა დაცვის შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით (N1-13167/20; 18.09.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი