საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ზილფიმიანის მომართვა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი
ნომერი
#2-2988/2110
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-2988/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა ტარდება დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. რეგლამენტის შესაბამისად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომის ჩატარება დაგეგმილი იყო 2021 წლის 9 მარტს. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ სხდომას ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება ბატონი ფრიდონ ინჯია, ხოლო ბატონი გივი მიქანაძე - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის უფლებამოსილებისათვის საჭიროა არანაკლებ 3 წევრის დასწრება, რაც ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა ვერ ჩატარდება 9 მარტს, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისთანავე კომისია შეიკრიბება. პატივისცემით, პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge