საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების (№07-2/25; 12.02.2021) განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-3013/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-3013/21 09-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თაობაზე (07-2/25/10; 12.02.2021) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2021 წლის 15 თებერვლის (N23/11) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) მ/წ 23 მარტამდე დაევალა „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების (07-2/25/10; 12.02.2021) განხილვა და შემდგომში დასკვნის ბიუროსათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მომართვის საფუძველზე, გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თაობაზე (07-2/25/10; 12.02.2021) განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ ორი კვირის ვადით. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-2777/21 04-03-2021 საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ბატონო ნიკოლოზ, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმებაზე (07-2/25; 12.02.2021) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად. შეთანხმების სავალდებულო წესით განხილვის ვადაა 2021 წლის 9 მარტი. ვინაიდან მომხსენებელი ვერ ახერხებს კომიტეტის მიერ დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობის მიღებას, მოგმართავთ თხოვნით, რომ უზრუნველყოთ კანონპროექტის განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge