საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-8221/20; 23.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34
📜 ტექსტი
დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-3068/21
10-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ზაზა მეიშვილს,
მარინა მესხს,
ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძეს,
გიორგი ჩიფჩიურს
(მისამართი: ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით (№1-8221/20; 23.06.2020).
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2021 წლის 10 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა
მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-8221/20; 23.06.2020).
საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის შესაბამისად, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 17 ოქტომბერს დააკმაყოფილა №
626 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციით
საჯარო
თანამდებობის
დაკავების
ძირითად
უფლებასთან
მიმართებით
არაკონსტიტუციურად
ცნო
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი პუნქტის (2015 წლის 6 თებერვლის
მოქმედი რედაქცია) სიტყვები „და თანამდებობიდან ათავისუფლებს“ და მე-60 მუხლის მე4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის პირველი პუნქტის
სიტყვების „გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
უწყდებათ აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას)“
გავრცელებას გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიმართ.
განმარტებითი ბარათის
მიხედვით, კანონპროექტის მიზანია ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოიფხვრას არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის
მსგავსი ნორმის მოქმედება და თბილისის მერი მოკლებული იქნეს შესაძლებლობას
პოლიტიკური მოტივაციით თანამდებობიდან გაათავისუფლოს თბილისის მერიის
სტრუქტურული ერთეულის ის ხელმძღვანელები, რომლებიც არაპოლიტიკურ ფიგურებს
წარმოადგენენ და რომელთა საქმიანობაც დაცულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით.
თუმცა, კანონპროექტის ძირითადი ტექსტი, რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-3 პუნქტში და ყალიბდება
შემდეგი სახით:
„3. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და
შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად“
შეუსაბამობაშია აღნიშნული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსთან.
იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის
მე-9 პუნქტის მიხედვით „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის
სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით
დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს“, რაც იმას
გულისხმობს, რომ კომიტეტს მის მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს უფლება მასში
პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, ხოლო
შემოთავაზებული
საკანონმდებლო წინადადება კი, რომელიც კანონპროექტის სახით არის წარმოდგენილი
მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. ამგვარად, კომიტეტი წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტს მიაჩნია რომ აღნიშნული
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მიღება არ
არის მიზანშეწონილი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6
პუნქტის თანახმად ცნო უარყოფილად.
კომიტეტის თავმჯდომარე
სოზარ სუბარი