საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა კომიტეტის მიერ დამტკიცებული 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 2020-2025 წ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების წლიური ანგარიშის საკომიტეტო მოსმენის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-03-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 11
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
2021 წლის 10 მარტი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის, თეა
წულუკიანის, შალვა პაპუაშვილის, დავით სონღულაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, დავით
მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა ლილუაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტები:
„მეწარმეთა შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად
ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბაჟო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების
ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და
ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და
ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/29; 09.02.2021) (I მოსმენა) (წამყვანი - იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი) (ვადები წამყვან კომიტეტზე - 19.02-23.03; სხვა კომიტეტზე: 19.02-23.03)
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, რ. ხიზანიშვილი, გ. დოლიშვილი);
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის
შესაბამისად, საკომიტეტო მოსმენა 2020-2025წწ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და
სტრატეგიის განხორციელების 2020-2021წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ
ღონისძიებათა შესრულების წლიური ანგარიში. (პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: მ.
გოგებაშვილი);
მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
თანამომხსენებელი: ნიკოლოზ როსებაშვილი - ადგილობრივი
განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
თვითმმართველობის
3. საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი
მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(1-8221/20; 23.06.2020) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი);
მომხსენებელი: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე.
ოქმი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის
ოქმი N11
2021 წლის 10 მარტი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის 8
ილია ჭაქვჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომის თავმჯდომარე: სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: სოზარ სუბარი - (კომიტეტის
თავმჯდომარე), გიორგი ხოჯევანიშვილი - (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე), ეკა სეფაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ანზორ
ბოლქვაძე; ბექა დავითულიანის ადგილმაცვლე ირაკლი ზარქუა, ზაურ დარგალი,
ედიშერ თოლორაია, ნინო ლაცაბიძე, დიმიტრი სამხარაძის ადგილმონაცლე მიხეილ
სარჯველაძე, ვიქტორ ჯაფარიძე;
მოწვეული სტუმრები:
1.
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
2.
მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
3.
ნიკოლოზ როსებაშვილი - ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა
და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
4.
მარინე ნიქაბაძე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის „კომერციული და
კონკურენციის სამართლის“ კომიტეტის თავმჯდომარე;
5.
ნატო არღვლიანი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საწარმოთა ინოვაციური
განვითარების ცენტრი;
6.
კონსტანტინე კანდელაკი - არასამთავრობო ორგანიზაცია
კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე;
„სამოქალაქო
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე კომიტეტის აპარატის უფროსი, ინგა ქველაძე -კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე,
აპარატის თანამშრომლები: ხათუნა ხვიჩია, მერი გოგებაშვილი, რამაზ ხიზანიშვილი,
გვანცა დოლიშვილი, ბელა ქველაძე, მოწვეული სპეციალისტი დოდო ხავთასი;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა
თვითმმართველობის კომიტეტის 10 წევრის დასწრებით (ქვორუმი 6).
და
სხდომის დღის წესრიგი (პროექტები)
1.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული
სამოქმედო
გეგმის
შესაბამისად,
საკომიტეტო
მოსმენა
2020-2025
წწ.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წწ.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების წლიური
ანგარიში. (პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი)
მომხსენებელი:
მზია
გიორგობიანი
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
თანამომხსენებელი: ნიკოლოზ როსებაშვილი - ადგილობრივი თვითმმართველობის
განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
2.
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის,
თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილის, დავით სონღულაშვილის, მაკა
ბოჭორიშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილისა
და ბექა ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტები: „მეწარმეთა შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამომხმარებლო
კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სასაქონლო
ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბაჟო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიაზე
ნავთობის
ტრანსპორტირების
ზოგიერთი
საშუალების
მშენებლობის,
ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ
საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის
სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/29; 09.02.2021) (I მოსმენა) (წამყვანი - იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი) (ვადები წამყვან კომიტეტზე - 19.02-23.03; სხვა კომიტეტზე:
19.02-23.03) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, რ. ხიზანიშვილი,
გ. დოლიშვილი);
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
3.
საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
მწინადადებას
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით
(1-8221/20;
23.06.2020)
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი);
მომხსენებელი: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი
წარმოდგენილი სახით.
I მოისმინეს:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია
გიორგობიანმა კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული
სამოქმედო გეგმის შესაბამისად, წარმოადგინა 2020-2025 წწ. დეცენტრალიზაციის
სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წწ. სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების წლიური ანგარიში. როგორც მან
აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია ქვეყნის
რეგიონული განვითარება და მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია. ამ
მხრივ
გადადგმული
ნაბიჯებიდან
განსაკუთრებით
აღსანიშნავია
თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2014 წელს და, ამ
თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ჩარჩო ჩვენი განვითარების,
მიზნებისა და მიმართულებების უკვე მიღებულია და ახლა მნიშვნელოვანია, რომ
ბოლომდე
გადავწყვიტოთ
ის
ამოცანები,
რომლებიც
უკავშირდება
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების ზრდას, ფინანსურ გაძლიერებას,
ადგილობრივი ეკონომიკის წახალისებაში მუნიციპალიტეტების როლის ზრდას,
ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი საჯარო
მოხელეების კვალიფიკაციის უფრო მეტად ამაღლებას და სხვას
2019 წელს საქართველოს პარლამენტთან აქტიური მუშაობით, საქართველოს
მთავრობამ დაამტკიცა დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგია და მისი
განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც მეტ
შესაძლებლობებს
ანიჭებს
ადგილობრივ
თვითმმართველობას
როგორც
გადაწყვეტილების მიღების, ისე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში.
პროცესის მხარდაჭერისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფის
მიზნით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილია ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია,
რომლის შემადგენლობა საკმაოდ წარმომადგენლობითია და მათ შორის კომისიის
წევრია როგორც ყველა მინისტრი, ისე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, და ასევე, ადგილობრივი
თვითმმართველობების ორი ასოციაცია (ადგილობრივი თვითმმართველობის
ეროვნული ასოციაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსისტთა
ასოციაცია).
სტრატეგიის მიხედვით გამოიყო 3 მნიშვნელოვანი მიმართულება (3 სტატეგიული
მიზანი):
1 – თვითმმართველი ერთეულის როლის გაზრდა საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი
ნაწილის გადაწყვეტაში. აღნიშნული მიზნის ქვეშ გაერთიანებულია ორი ამოცანა:
1. თვითმმართველი ერთეულების მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების
სრულყოფილი განხორციელების უზრუნველყოფა;
2. სუბსიდიარობის პრინციპზე დაყრდნობით ადგილობრივი თვითმმართველობის
უფლებამოსილებათა გაზრდა.
2 – ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური
და ფინანსური რესურსით; აღნიშნული მიზნის ქვეშ ჩამოყალიბდა ორი ამოცანა:
1. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი შემოსულობების თანმიმდევრული
ზრდის ხელშეწყობა;
2. სახელმწიფო რესურსების განაწილების მექანიზმების გაუმჯობესება.
III - მიზანი. სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე
ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.
და
შედეგზე
1. ადგილობრივ დონეზე მართვისა და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების
ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა;
2. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დანერგვა;
3. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და
განხორციელების პროცესში მაღალი ხარისხის ჩართულობის ხელშეწყობა.
4. ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის და კოორდინაციის სისტემის შექმნა.
დეცენტრალიზაციის 2020-2025 სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წლების
სამოქმედო გეგმა, მოიცავს: 3 მიზანს, 8 ამოცანას, 26 აქტივობასა და 46 შესრულების
ინდიკატორს.
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის
უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და
დეტალურად ისაუბრა 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის და ძირითადი
აქტივობების შესახებ, რომლის შედეგად:
1)
მიღებულია
172
ჰარმონიზაციისთვის;
საკანონმდებლო
ცვლილება
კანონმდებლობის
2)
21 მუნიციპალიტეტში დაინერგა ინფორმაციული ნაკადების მართვის ელექტ.
სისტემა;
3)
63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრეინინგის საჭიროებათა კვლევა;
4)
ღია მმართველობის პროგრამაში ჩართულია 12 მუნიციპალიტეტი;
5)
ჩატარებულია 8 კვლევა სხვადასხვა სფეროში;
6)
მომზადებულია 3 სახელმძღვანელო
სფეროში;
მუნიციპალური მართვის სხვადასხვა
7)
15 მუნიციპალიტეტში მომზადებულია ადგილობრივი ბიუჯეტის ცნობარი;
8)
გადამზადდა 2000 მეტი ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე;
9)
20 მუნიციპალიტეტში დანერგილია სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური
ანგარიშგების შეფასებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მექანიზმები;
10)
მომზადებულია 3 საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი.
(პრეზენტაციის მასალები ოქმს თან ერთვის)
აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს:
სოზარ სუბარი: სანამ შეკითხვების ნაწილზე გადავალ მინდა ზოგადი კომენტარი
გავაკეთო, ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ზედმეტი სიფრთხილით უდგებით
მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების გადაცემის საკითხს, მაშინ
როცა სხვადასხვა სფეროებში თუნდაც განათლების სფეროში გადადგმულმა
გარკვეულმა
ნაბიჯებმა
გვაჩვენა,
რომ
მუნიციპალიტეტებს
შეუძლიათ
დელეგირებული უფლებამოსილებების მართვა.
რაც შეეხება შეკითხვებს:
1. სამწლიანი გეგემა, რომელიც კომიტეტში განვიხილეთ სამუშაო შეხვედრის
ფარგლებში, როდის იქნება წარმოდგენილი დამტკიცებული სახით?
2) რაც შეხება თვითმმართველობებზე საკუთრების გადაცემის საკითხს როგორც
მოგეხსენებათ ამ ეტაპზე ხდება 300კ.მ ფართობის-ის გადაცემა რაც ვფიქრობ რომ
ძალიან ცოტაა, იქნებ ვიფიქროთ ცვლილებების განხორციელებაზე, რათა
გადაცემული იქნას უფრო მეტი ფართობის ტერიტორიები ,როგორც თავისუფალი
ისევე შენობა - ნაგებობებით დატვირთული.
ნინო ლაცაბიძე: თუ გაქვთ ანალიზი გაკეთებული რამდენად ეფექტურად
ახორციელებენ
მუნიციპალიტეტები
მათზე
გადაცემულ
დელეგირებულ
უფლებამოსილებებს? აქვე ვიკითხავ ხომ არ გამოიკვეთა ისეთი დელეგირებული
უფლებამოსილება, რომლის ცენტრალური ხელისუფლების დონეზე განხორციელება
უფრო უპრიანი იქნებოდა.
დავეთანხმები ბატონ სოზარს, რომ ალბათ საჭიროა უფრო სწრაფი და ეფექტური
ნაბიჯები გადავდგათ იმიათვის, რომ მუნიციპალიტეტებს ქონდეთ ცოტა უფრო მეტი
თავისუფლება, მესმის, რომ არსებობს რისკები, განსაკუთრებით როდესაც ვადარებთ
თბილისს, მაგრამ ჩვენი მაჟორიტარ დეპუტატების სურვილია, რომ რეგიონებმაც
ვრცელდებოდეს ესა თუ ის სიკეთეები.
ასევე მაინტერესებს ხელფასების საკითხი, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა
მუნიციპალიტეტბში, თუ გაქვთ კონკრეტული ხედვა როგორ უნდა მოხდეს
ეტაპობრივად ამ პრობლემის მოგვარება?
ასევე მინდა შევეხო ამბულატორიების საკითხს, რომელიც არაერთ კომიტეტის
სხდომაზე გავაჟღერე ვფიქრობ რომ რამდენიმე სტრუქტურის ჩართულობა ამ სერვისს,
რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აკარგვინებს ეფექტიანობას.
ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო ქონების განკარგვის წესთან დაკავშირებულ
პრობლემებზე, მაგალითად რუსთავში არსებობს სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ
ბევრი შენობა-ნაგებობა, სადაც ხდება მოსახლეობის უკანონოდ შეჭრა და ამ ფართების
ათვისება ეს არის მუდმივი პრობლემა, მუნიციპალიტეტებისთვის, რადგან არ არის
სათანადო ყურადღება ამ შენობების მიმართ გამოჩენილი მაინტერესებს რას ფიქრობთ
ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მუნიციპალურ სერვისებს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ
უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის, რომლის განხორციელებაც ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ შეძლო, თუმცა ეხლა მთავარია აღსრულება და ამ ინსტრუმენტის
ეფექტურად გამოყენება. გაქვთ თუ არა ანალიზი რამდენ მუნიციპალიტეტში ხდება ამ
მოდულების გამოყენება (ეს არის 17 მოდულია), სადაც არის ძალიან საინტერესო
ელექტრონული სერვისები, რომელიც მუნიციპალიტეტს მისცემს ძალიან ბევრი სწორი
ანალიზის გაკეთების საშუალებას.
ასევე მინდა შევეხო მოსაკრებლის საკითხს, თქვენ ისაუბრეთ ახალ მოსაკრებელზე,
რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მუნიციპალიტეტისთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ
უკვე არსებული მოსაკრებლის ეფექტის მიღებაა აუცილებელი და ამაშიც თქვენი
დახმარება იქნება საჭირო, რათა კონკრეტულად განუსაზღვროთ მუნიციპალიტეტებს
გარკვეული სტანდარტები მაგალითისთვის მოვიყვან დასუფთავების გადასახადს,
მაგალითად რუსთავში 2 მლნ ლარია დასუფთავების გადასახადიდან ამოსაღები, რაც
აფერხებს ამ სერვისის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე ხომ არ აჯობებს ჯერ
არსებულ მოსაკრებელზე და მის ეფექტურობაზე ვიფიქროთ და შემდეგ დავიწყოთ
ახალ გადასახდებზე და სისტემებზე ზრუნვა.
ზაურ დარგალი: რათქმაუნდა ჩვენ ყველას გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია
თვითმმართველობების გაძლიერება და განვითარება, რაც კარგად ჩანს თქვენს მიერ
წარმოდგენილი საინტერესო პრეზენტაციით და სამოქმედო გეგმით. თუმცა მინდა
ყურადღება გავამახვილო იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს
მუნიციპალიტეტებში კერძოდ გამოვყოფდი ფიზიკური პირებიდან ნარჩენების
მოსაკრებლის თანხის ამოღებას მაინტერესებს რა გზით შეიძლება, რომ აღნიშნული
პრობლემი მოგვარდეს და კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით გარკვეულ
რეკომენდაციებს შევიმუშავებთ. ასევე მინდა შევეხო მიუსაფარი ძაღლების
პრობლემას, რომელიც აქტუალურია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, ამიტომ
ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდე საერთო მიდგომა და კონკრეტული გეგმა. რაც შეეხება
სერვისებს ძალიან მნიშვნელოვანი პორტალი შეიქმნა, რაც ძალიან ეფექტური იქნება
მოქალაქეების ჩართულობის კუთხით, განსაკუთრებით ისეთი სპეციფიკური
რეგიონებისთვის, სადაც არის ენობრივი ბარიერები და სხვადასხვა გამოწვევები.
სამწუხაროდ ეს ეხებათ თანამშრომლებსაც სოფლის დონეზე, ამიტომ კარგი იქნება
თუ ცალკე აქცენტი გაკეთდება ასეთ რეგიონებზე . ასევე სერვისების ეფექტურად
გამოყენების მიზნით კარგი იქნება როგორც მერიებში, ასევე სოფლის დონეზეც
შეიქმნება მოქალაქეთა მომსახურების პატარა ბაზები.
გიორგი ხოჯევანიშვილი: მინდა რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო
კომენტარი, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, დროულად და ეფექტურად
განხორციელდეს ესა თუ ის პროექტი, რაც კარგადა წარმოდგენილ პრეზენტაციით,
თუმცა კონკრეტულ სტატისტიკაში, რომ გადავიყვანოთ არცთუ სახარბიელო ციფრები
იქნება. ამიტომ ვუერთდები ჩემი კოლეგების განწყობას, რომ საჭიროა უფრო მეტი
მკვეთრი და გაბედული ნაბიჯები იმისათვის, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი
უფრო ეფექტური გავხადოთ. ასევე მინდა შევეხო უპატრონო ძაღლების თავშესაფრის
საკითხს, რომელიც აქტუალურია თითქმის ყველა რეგიონისათვის, ჩემი აქტიური
ჩართულობით რეგიონში აშენდა ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც ელოდება
ექსპერტებს, რომ დაიწყოს ფუნქციონირება. ვიმედოვნებთ რომ მალე ჩამოვლენ და
ამ პროექტის სრულყოფილ რეალიზაციას მოვახდენთ. რომ მაქსიმალურად მოხდეს
ადგილზე რისკების შეფასებები, როგორც ძაღლების ჯანმრთელობის, ასევე
ადამიანებისთვის საფრთხის შემცველობის თვალსაზრისით სპეციალური მიდგომები,
რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტებით.
თავშესაფრის
გახნიდან 5 თვეში შეიძლება მყისიერი ეფექტი ვერ მივიღოთ, მაგრამ ალბათ 1 წლის
შემდეგ ამ ეფექტს ნამდვილად დავინახავთ.
ვიქტორ ჯაფარიძე: მინდა შევეხო წყალმომარაგების კომპანიების საკითხს,
მაგალითისთვის დაგისახელებთ მესტიას, სადაც არის წყალმომარაგების კომპანიის
ფილიალი, კომპანიაში დასაქმებული ყველა პერსონალი ადგილობრივია, ყველა
გადაწყვეტილება ადგილზე სრულდება. მუნიციპალიტეტს გააცნია მისი მოვლა
პატრონობის საშუალება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს კომპანიები უნდა
გადაეცეს მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც მათი მოვლის საშუალება გააჩნიათ, დღეს
დღეობით მერიებს და საკრებულოებს ძალიან მცირე უფლებები აქვთ. მიმაჩნია, რომ
მათ უნდა გადაეცეთ მეტი უფლებამოსილებები, რათა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები
დეცენტრალიზებული
მმართველობის
სისტემის
და
რეალური
თვითმმართველობისაკენ.
ირაკლი ზარქუა: მინდა ყურადღება გავამახვილო დღგ-ს ნაწილში, რაც 2019 წელს
როდესაც შევიმუშავეთ სამართლიანი გადანაწილებაა, რადგან 2019 წელს ჩვენ დღგ
გვქონდა 4 მლნ 71 მლ მართალია 2020 მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულია
კრიზისის დროს შეგვიმცირდა 3 მლიარდ 900-მდე, მაგრამ 2021 დაგეგმა გვქონდა 4,437
მლნ ლარი რომელიც დაბალასდა და ვფიქრობთ მის შემცირებაზე საუბარი აღარ
მოგვიწევს, რადგან უნდა ველოდეთ ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდას, ასე რომ
აქ პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა პრობლემას ვხედავ სხვა ნაწილში, მაგალითად
როდესაც აღნიშნეთ, რომ 300 კვ.მ ფართს ჩვენ გადავცეთ ადგილობრივ
მუნიციპალიტეტს, ეს რათმაუნდა კარგია, თუმცა მგონია, რომ ჩვენ უფრო მეტი
თავისუფლება უნდა მივცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის მიწებზე,
რომელიც არის მუნიციპალიტეტების საკუთრებაში, მაგრამ აკონტროლებს
ცენტრალური ხელისუფლება, უფრო მეტიც შეუძლია ეს მიწები, ისე გამოიტანოს
აუქციონზე, რომ ისინი არც ჩააყენოს საქმის კურსში, რაც დაუშვებელია და უნდა
გამოვასწოროთ.
ასევე მნიშვნელოვანია ტყის ნაწილი, კერძოდ ტყის მართვა დიდი გამოწვევაა ყველა
ჩვენთაგანისთვის, ამიტომ უნდა მოვიფიქროთ რაღაც მექანიზმი, რომ
ადგილობრივებს სხვადასხვა გამოყენებისთვის მიეცეთ, რათა შემოსავლების წყარო
გაჩნდეს თვითმმართველობების ბიუჯეტში. ამიტომ ვფიქრობ რომ ამ გამოწვევებს
ჩვენ ერთიანად უნდა უპასუხოთ.
კონსტანტინე
კანდელაკი:
მადლობა
მინდა
გადაუხადო
სამინისტროს
წარმომადგენლებს, საინტერესო პრეზენტაციისათვის და გთხოვოთ თითოეული
პუნქტის მიხედვით გაგვაცნოთ შესაბამისი კვლევები თუ კანონპროექტები, რომლებიც
მომზადებულია, რათ შევძლოთ შევაფასოთ თუ რა გაკეთდა. ასევე უნდა აღვნიშნო,
რომ არცერთ სამინისტროების დამტკიცებულ გეგმებში და 2025 წლამდე
სტრატეგიებში არაფერი არ არის ნათქვამი დეცენტალიზაციის კუთხით.
რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებებით დასულ საკითხებს, რომელიც მაგალითად
დასუფთავების მოსაკრებლების ამოღების კუთხით გამოითქვა, ზოგადად უნდა
აღინიშნოს, რომ თვითმმართველობის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ
მუნიციპალიტეტებმა თვითონ შეძლონ დასუფთავების მოსაკრებლების ამოღება,
როგორც ეს თბილისის მუნიციპალიტეტმა 100 % -იანი ამოღება შეძლო. რაც შეეხება
ახალ მოსაკრებლების შემოღებას, რომელიც ალბათ გარკვეული დროის შემდეგ
საჭირო იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ იმ რესურსებს ბოლომდე
გამიყენებს თვითმმართველობა, რაც მათ დღეს კანონით გააჩნიათ, რასაც სამწუხაროდ
ვერ ასრულებენ.
სოზარ სუბარი: გეთანხმებით იმ ნაწილში რაც შეეხება ანგარიშების და კვლევების
წარმოდგენას, რათა სამსჯელო უფრო მეტი გვქონდეს, ეს ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი
რეკომენდაციაც იქნება, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წერილობით
წარმოადგინოს განხორციელებული საქმიანობის და განხორციელებული კვლევების
დეტალიზებული ანგარიში, რათა სრული სურათი გვქონდეს
შესრულებული
სამუშაოების მოცულობაზე. ასევე სამართლიანი და გასათვალისწინებელია იყო
თქვენი შენიშვნა სხვა სამინისტროებთან მიმართებაში, რისთვისაც დაგვჭირდება
მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა ყველა შესაბამის უწყებასთან.
შეკითხვებს პასუხობს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე მზია გიორგობიანი: დიდი მადლობა მხარდაჭერისა და შეფასებისათვის.
შევეცდები, რომ თემატურად დავფარო ყველა თქვენს მიერ დასმული კითხვა.
დავეთანხმები ბატონ გიგი ხოჯევანიშვილს, რომ რეალურად შესრულების
მაჩვენებელი შეიძლება კარგად ჩანდეს, მაგრამ ეს არის მიზერი, განსაკუთრებით
ქონების ნაწილში, თუნდაც 300 კვ მიწის გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის,
რომელზეც უკვე გამზადებული დოკუმენტები არსებობდა, თუმცა ეს არ ინიშნავს
იმას, რომ მხოლოდ ამით ვიფარგლებით. ჩვენ აქტიურად ჩართული ვართ ეკონომიკის
სამინისტროსთან იმისათვის, რომ სამოქმედო გეგმით წარმოვადგინოთ, თუ რა
ქონების გადაცემას როდის, როგორი სახით ვგეგმავთ
და ვის მიერ უნდა
განხორციელდეს რა პროცედურებია ამისთვის გასაკეთებელი. ამიტომ ქონების
საკითხს არ შევეხები, რადგან იმდენად კომპლექსური თემაა, რომელზეც მეტი
მსჯელობა გვჭირდება სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, რომ საბოლოო შედეგი
სწრაფად მივიღოთ.
ამბულატორიებთან დაკავშირებით გეთანხმებით, რომ ზოგადად პირველადი
ჯანდაცვა მოსაწესრიგებელია, თუმცა რომ არა პანდემია ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობა
დაწყებული გვქონდა ჯანდაცის სამინისტროსთან ერთად, რათქმაუნდა სამუშაო
ფორმატში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ კონკრეტული ქმედებებით
წარმოგიდგინოთ ჩვენი გეგმები.
სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პირველადი მონახაზი გვაქვს და ვაგრძელებთ
მუშობას უწყებებთან, რომელსაც სამუშაო ფორმატში წერილობით წარმოგიდგენთ.
მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით აღსრულების თემა სერიოზული
საკითხია ერთი არის, რომ რეალურად ქონდეს სერვისი და ვერ იყენებდე და მეორე იყენებდე არასწორად. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია
აღსრულების ნაწილში დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს გავაკეთოთ ანალიზი თუ
სად გვავს გამოწვევები.
ახალი მოსაკრებლების შემოღებამდე რასაკვირველია ვფიქრობთ დღეს არსებული
გადასახადებისა და მოსაკრებლების, მათ შორის გაზიარების წილობრივ გადახედვას.
დღეს არსებული შესაძლებლობების სწორად გამოყენებას.
რაც შეეხება მიუსაფარ ძაღლებს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უფლებები როგორც
ძაღლების, ისე ადამიანების. თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველი ეტაპი
მუნიციპალიტეტმა ძაღლების აღრიცხვით უნდა დაგეგმონ, რაც მათი საკუთარი
უფლებამოსილებაა, ამ სერვისს შემოტანაში ჩვენ მათ დავეხმარებით. რაც შეეხება ენის
ბარიერს სპეციფიკურ რეგიონებში გათვალისწინებული იქნება.
რაც შეეხება კოტე კანდელაკის მოსაზრებაზე ჩვენი ვალდებულებაა ჩატარებულ
კვლევებზე კომიტეტს წერილობით ფორმით წარუდგინოთ ანგარიში, ასევე გვექნება
შესაძლებლობა სამუშაო ფორმატში უფრო მეტად ვისაუბროთ კონკრეტულ
დეტალებთან დაკავშირებით.
კითხვებთან დაკავშირებით უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს ადგილობრივი
თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ნიკოლოზ როსებაშვილი.
ნიკოლოზ როსებაშვილი: ქალბატონ ნინო ლაცაბიძის კითხვაზე აუდიტების
გაძლიერებასთან დაკავშირებით კონკრეტულად მოგახსენებთ ამ ეტაპზე, თუ რა
ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. აუდიტებთან დაკავშირებით ვმუშაობდით
ჰარმონიზაციის ცენტრთან ერთად ძირითადად ორი სახის აქტივობა იყო: ერთი ჰარმონიზაციის ცენტრთან დაგეგმილი ტრეინინგები მუნიციპალიტეტის აუდიტის
სამსახურებისათვის და მეორე - ,,CIZ დახმარებით მუნიციპალიტეტის აუდიტების
სამსახურებისათვის შექმნილი აუდიტს სახელმძღვანელო ე. წ სამაგიდო წიგნი.
რაც შეეხება ერთიანი ელექტრო სისტემების დანერგავს, რომელიც ჯერ 21
მუნიციპალიტეტში დაინერგა და მუშაობა დაწყებულია
მომდევნო 21
მუნიციპალიტეტისათვის, მაგრამ პირველ 21 მუნიციპალიტეტში გარკვეული ტიპის
ინდივიდუალური ხარვეზები გამოიკეთა, რაც ლოგიკურიც იყო, რადგან თითოეულ
მუნიციპალიტეტს თავისი საბიუჯეტო პროგრამები და საქმისწარმოება აქვს. ამიტომ
პარალელურ რეჟიმში ემს-დამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაიწყო და
ეტაპობრივად მიმდინარეობდა რეაგირება როგორც ხარვეზების, ისე ახალი
სერვისების დანერგვასთან ერთად. ჩვენ მუნიციპალიტეტებისგან ვითხოვთ
კონკრეტულ დანერგილი სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რასაც მოიცავს
ის 17 მოდული.
ძაღლების თავშესაფრის ნაწილში დავამატებდი, რომ ჩვენი კანონმდებლობით, მათ
შორის საერთაშორისო სტანდარტებით, ძაღლების უფლებების დამცველების
მიდგომებით რა რეკომენდაციებიც და შენიშვნები გვაქვს მიღებული თავშესაფრებთან
მიმართებაში ეს არ შეიძლება იყოს თავშესაფრები როგორც ესეთი ეს უნდა იყოს
პოპულაციის მართვის ცენტრები, ასევე მნიშვნელოვანია რომ მუნიციპალიტეტებს
ქონდეთ მეთოდოლოგიური დახმარება აღიცხვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ
პოპულარიზციას მუნიციპალიტეტი ვერ მართავს, თუ მას არ აქვს კონკრეტული
სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ახდენს თავის საზღვრებში ელემეტარული
პოპულარიზაციის დათვლას იმაზე, თუ როგორი ტენდეციაა მუნიციპალიტეტებში
ჩატარებული აქტივობების.
ამბულატორიებთან დაკავშირებით დავამატებდი, რომ პანდემიამდე ჯანდაცვის
სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ კვლევა ამბულატორიების სერვისების და
სოფლის ექიმების შესწავლისათვის, თუ როგორ ახორციელებს ჯანდაცვის
სამინისტრო ამბულატორიების და ექიმების მართვას, ასევ კვლევებით გამოვლენილია
დღეს ამ სერვისს რა პრობლემებია აქვთ განსაკუთრებით სოფლად და ა. შ. რათმაუნდა
დაგეთანხმებით, რომ პირველადი ჯანდაცვა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის
დონეზე იყოს, რადგან მათ ამ პრობლემებემთან პირველადი შემხებლობა აქვთ.
ნინო ლაცაბიძე: გასაგებია რომ კვლევები გვაქვს, ჩვენ თქვენგან გვინდა მოვისმინოთ
პასუხები, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები.
პასუხობს ნიკა როსებაშვილი: ჩვენი მიზანი ამ კვლევების ჯანდაცვის
სამინისტროსთან ერთად იყო ამბულატორიების და სოფლის ექიმების
მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის საკითხის განხილვა თუცა გადაცემა მარტივია
დელეგირების ხელშეკრულებით, მაგრამ მერე უფრო მეტი პრობლემები წარმოიშობა
ადგილობრივ დონეზე, რადგან ისეთი სერვისების გადაცემა არაა რეკომენდირებული,
რომელიც არ არის გამართული, ამიტომ როდესაც ამბულატორიებზე ან თუნდაც
მიწებზე ვსაუბრობთ აუცილებელია შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან
განვიხილოთ. ჩვენ მათთან გვაქვს კომუნიკაცია და შეხვედრები, მაგრამ
საპარლამენტო ფორმატში ეს უფრო ნაყოფიერი იქნება.
რაც შეეხება ანგარიშებს წლიური ანგარიში, რომელიც არის საკმაოდ მოცულობითი
დოკუმენტი ფაქტიურად მასზე მუშაობა დასრულებულია და ჩვენი სტრატეგიის
დამტკიცების დროს ტექსტშივე ავიღეთ ვალდებულება, რომ კომიტეტს წარუდგინოთ
სტრატეგიის დოკუმენტი, რომელსაც თან ახლავს თითოეული ჩატარებული
სახელმძღვანელო და კვლევა, რომელსაც რათქმაუნდა გაგიზიარებთ. პირველ რიგში
ეს იქნება 2020 წლის ანგარიში გაწეული საქმიანობების შესახებ აქტივობების
მიხედვით და შემუშავებული დოკუმენტი. ჩვენ გვაქვს დამტკიცებული 2020- 2021 წწ.
სამოქმედო გეგმა, რომელიც იყო პირველი სამოქმედო გეგმა, მიმდინარე წელს
დასაწყებია მუშაობა 2022-2023 სამოქმედო გეგმის აქტივობებზე, რომელზე მუშობასაც
კომიტეტთან ერთად ახლო მომავალში დავიწყებთ.
ვიქტორ ჯაფარიძე: მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მუნიციპალიტეტებისათვის
წყალმომარაგების კომპანიების იმ სერვის ცენტრების გადაცემაზე, რომელიც მათ
ტერიტორიაზეა განთავსებული?
ნიკა როსებაშვილი: დღეს წყალმომარაგების კომპანიას ძირითადად მოცული აქვს
ურბანული ტერიტორიები, ქალაქები, სოფლები კი - მუნიციპალიტეტებს. ამის მიზანი
იყო ქალაქებში შექმნილიყო პირველადი საბაზისო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა
წყალარინების სისტემები და წყალმომარაგება. დღეს უამრავი მსხვილი საბიუჯეტო,
თუ დონორი ორგანიზაციების სახსრებით წყალმომარაგების კომპანიების მიერ
ხორციელდება არაერთ მუნიციპალიტეტში და ქალაქში. არაერთი განხილვა იყო
ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ფორმატში განგვეხილა რეგიონის
მასშტაბით წყალმომარაგების კომპანიების შექმნის საკითხი იმ ფონზე, როდესაც
წყალმომარაგების კომპანიას შეეძლებოდა გადაეცა იმ ტერიტორიების, რაც დღეს მას
უჭირავს. დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურის,
წყალანირების სისტემის ქსელების და წყალმომარაგების, შექმნა დიდი ქალაქებში
მიმდინარეობს, ვიდრე ეს ეტაპი არ დასრულდება დიდ ურბანულ დასახლებებში
გამიჭირდება უახლოეს მომავალში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენ გვაქვს 7
მუნიციპალიტეტის მაგალითები, რომლებსაც აქვთ შექმნილი თავისი წყლის კომპანია,
რომელიც ოპერირებს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ არის გაერთიანებული წყლის
კომპანია შესული, მაგრამ არც ერთ ასეთ კომპანიას არ აქვს შესაბამისი ლიცენზია და
პირობები. რადგან როგორც მოგეხსენებათ ძალიან ძვირი ჯდება ამ ქსლების მოვლაშენახვა და სრული სერვისი.
კომიტეტმა გადაწყვიტა: (ერთხმად)
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითთმმართველობის
კომიტეტმა 2021 წლის 10 მარტს, კომიტეტის მიერ დამტკიცებული 2021 წლის
სამოქმედო გეგმის შესაბამისად მოისმინა, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის ანგარიში
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020–2025
წლების სტრატეგიისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების 20202021 წლების სამოქმედო გეგმი,ს შესაბამისად, 2020 წელს განხორციელებული
საქმიანობის შესახებ.
კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს, უახლოეს დღეებში წერილობით წარმოადგინოს დეტალიზებული
ანგარიში 2020 წელს განხორციელებული საქმიანობისა, უკვე განხორციელებული
კვლევები და 2021 წელს განსახორციელებელი საქმიანობის გეგმების თაობაზე, რაც
კომიტეტს წლის მეორე ნახევარში დაგეგმილ მომდევნო განხილვისთვის სრულ
სურათს მისცემს, შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ეფექტიანობის შესახებ.
კომიტეტი ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშშს.
II მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პირველი მოსმენით,
პრინციპების დონეზე, წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ
სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილის, დავით
სონღულაშვილის,
მაკა
ბოჭორიშვილის,
დავით
მათიკაშვილის,
ალუდა
ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტები: „მეწარმეთა
შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო
ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბაჟო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიაზე
ნავთობის
ტრანსპორტირების
ზოგიერთი
საშუალების
მშენებლობის,
ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ
საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის
სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ.
როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა აღნიშნა, სრულყოფილად ფუნქციონირებადი
საბაზრო ეკონომიკის შექმნისა და ვაჭრობის წახალისების ერთ ერთი ფუნდამენტური
საფუძველი ეფექტიანი კორპორატიული სამართლის არსებობაა. თანამედროვე
პირობებში
როდესაც
სამეწარმეო
საზოგადოების
ფუნქციონირებასთან
დაკავშირებული ურთიერთობები ყოველდღიურად ვითარდება, ასევე სწრაფად
იზრდება ბიზნეს სექტორიც, საჭირო ხდება უფრო დეტალური, თანამედროვე
მოთხოვნებისა და გამოწვევებზე მორგებული რეგულაციების შემუშავება.
„მეწარმეთა შესახებ“ მოქმედი კანონი მიღებულ იქნა 1994 წელს, მიუხედავად იმისა,
რომ არსებულმა რედაქციამ არაერთი ცვლილება განიცადა, ეს კანონი სრულყოფილად
მაინც ვერ ასრულებს დასახულ მიზნებს და მთელი რიგი საკითხები მოუწესრიგებელი
რჩება.
ასევე 2008 წელს კანონის გამარტივების მიზნით, საკანონმდებლო რეგულაციების
შემცირების და მთელი რიგი შეზღუდვების და მოთხოვნების გაუქმების გზით მოქმედ
კანონში მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც კორპორატიული
მმართველობის
მნიშვნელოვანი
საკითხები
დარჩა
მოწესრიგების
მიღმა,
საკანონმდებლო რეგულირება კი მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ამგვარი
ფორმულირების და უკიდურესად გამარტივებული კანონის მიზანი იყო სამეწარმეო
საზოგადოებების პარტნიორებისათვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება, რათა მათ
წესდების საფუძველზე დაერეგულირებინათ საქმიანი ურთიერთობები. ყველაფერმა
ამან მეწარმეები სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა, ვინაიდან ხშირად
პარტნიორები ვეღარ ახერხებდნენ, ესარგებლად კანონით მათთვის მინიჭებული
შესაძლებლობებით. წესდებები ხშირ შემთხვევაში ზოგადი ხასიათისაა და არ
აწესრიგებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, რის გამოც კანონით
გაუთვალისწინებელი საკითხები ფაქტობრივად რეგულირების მიღმა რჩება, კანონი
კი რომელიც საშუალებას აძლევს სამეწარმეო საზოგადოებებს საკუთარი
შეხედულებისამებრ მოაწესრიგოს სამართლებრივი ურთიერთობები, დავის
წარმოშობის შემთხვევაში, ვეღარ ეხმარება მათ. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადი
ხდება, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო მთელ რიგ ასპექტებში საჭიროებს
შევსებას,
რათა
ცალკეული
საკითხების
პარტნიორთა
შეთანხმების
დაურეგულირებლობის შემთხვევაში, კანონით დარეგულირდეს.
მოქმედ კანონში არსებული ხარვეზები განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება დავების
სასამართლოსთვის გადაცემის შემდგომ. სასამართლოს პრაქტიკის კვლევა კიდევ
ერთხელ ხაზს უსმევს მოქმედი კანონის ხარვეზიანობას, რაც ნეგატიურად აისახება
სასამართლოში საქმის წარმოების ხარისხსა და სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების შინაარსზე. აქედან გამომდინარე საჭიროა არსებული ხარვეზების
აღმოფხვრა და ამ მიმართულებითაც კანონმდებლობის როლის გაძლიერება.
ზამოაღნიშნული აგუმენტები ცხადყოფს, რომ არსებული ვითარების შესაცვლელად
საჭიროა ამ სფეროში კომპლექსური საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება
და სამეწარმეო ურთიერთობებზე მორგებული კანონის შემუშავება. სწორედ ამ
მიზნით მომზადდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი
(რომელიც შედგება 256 მუხლისა და XVI თავისგან), რომელიც სამეწარმეო
ურთიერთობებში კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერებას, საკანონმდებლო
ბაზის სრულყოფას, შიდა კორპორატიული ურთიერთობების უფრო დატალურ
მოწესრიგებას და სამეწარმეო თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად ამ სფეროში
გამჭვირვალობის ზრდას ემსახურება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს
ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო
საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და
ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საკითხების რეგულირებასა და სხვა მნიშვნელოვან
სიახლეებს და ცვლილებებს.
კანონპროექტს შემოაქვს დისპოზიციური ნორმები, რომელთა გამოყენებითაც
მხარეები შეძლებენ უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები. ცალკეული
საკითხების წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევაში კი იარსებებს შესაბამისი
ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი,
რომელიც დღეისთვის ხელს უშლის ერთის მხრივ ამ ურთიერთობების მონაწილეებს,
ხოლო მეორეს მხრივ სასამართლოს სადავო საკითხების სათანადოდ განხილვას და
გადაწყვეტაში. ამასთან გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა
უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობა.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის
გაფორმებული ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის
მოთხოვნების შესრულება, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვების
მიზანს ემსახურება.
კანონპროექტის „მეწარმეთა შესახებ“ შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანა, რათა რეგულაციის მიღმა არ დარჩეს იმ საწარმოს ლიკვიდაციის
წესი,
რომლის
აქციების
ან
წილის
50%-ზე
მეტს
ფლობს
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები.
კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“, კერძოდ, 1061 მუხლში და აღნიშნულ მუხლს ემატება
ახალი მე-18 პუნქტი, რომელის შესაბამისადაც იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს,
რომლის
აქციების
ან
წილის
50%-ზე
მეტს
ფლობს
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14
მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის
აქციების
ან
წილის
50%-ზე
მეტს
ფლობს
სახელმწიფო
ან
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მსგავსი შინაარსის რეგულაციას
აღარ ითვალისწინებს, თუმცა ზემოაღნიშნულმა რეგულაციამ სახელმწიფო ქონების
ნაწილში ასახვა ჰპოვა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში.
შესაბამისად, მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილში შესაბამისი
რეგულაცია
აისახოს
საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი.
ამასთან, ევალება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს,
2021 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს მთავრობისათვის დადგენილების
პროექტის წარდგენა იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესის შესახებ, რომლის აქციების ან
წილის 50%-ზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები. თავის მხრივ,
საქართველოს მთავრობას ეკისრება ვალდებულება 2021 წლის პირველ ნოემბრამდე
უზრუნველყოს იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან
წილის 50%-ზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები.
აღსანიშნავია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონის პროექტზე 2013 წლიდან
მუშაობს იუსტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანო, რომელიც 2016 წელს კერძო
სამართლის რეფორმის განმახორციელებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოდ
გარდაიქმნა, კანონპროექტის პირველადი ვერსია მომზადდა სამუშაო ჯგუფის
წევრების მიერ და შემდგომ სრულყოფის მიზნით ის იუსტიციის სამინისტროს
გადაეცა. ამ კანონიდან გამომდინარე შესწორება შედის 23 საქართველოს კანონში და 2
ორგანულ კანონში და პაკეტის სახით შემოდის განსახილველად.
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება, მისი მოცულობიდან და
მნიშვნელობიდან გამომდინარე , საჭიროებს როგორც საჯარო დაწესებულებების ისე
მეწარმეთა სათანადო მომზადებას, ამ მიზნიდან გამომდინარე კანონპროექტი
ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას 2021 წლის 1 ნოემბრიდან.
აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს:
სოზარ სუბარი: მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია და კარგია, რომ 1
ნოემბრიდან შეილება ამოქმედდეს, მაქვს რამდენიმე შეკითხვა.
1) როგორც ჩემთვის ცნობილია გქონდათ კონსულტაციები მეწარმეებთან და
მაინტერესებს რამდენად ასახავს მათ სულისკვეთებას ეს კანონპროექტი, საინტერესოა
როგორია მათი დამოკიდებულება და რამდენად კმაყოფილები არიან.
2) მაინტერესებს, რა საჭიროა მაგალითად ისეთი ტიპის რეგულაციები, როგორიცაა 45ე მუხლის 2 პუნქტში ჩაწერილი - შპს, სს და კოოპერატივის ხელმძღვანელი პირი
თანამდებობაზე ინიშნება არაუმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რატომ ერევა
სახელმწიფო და ხომ არ არის ეს ზედმეტი რეგულაცია? 3. ბიზნესის პოზიციიდან, ეს
რეგულაციები ხომ არ გაზრდის მათ ხარჯებს, ხომ არ გაართულებს ფუნქციონირებას
და თუ გაზრდის რამდენით? შესაძლოა ეს კითხვა არარელევანტურია და პირიქითაც
იყოს, მაგრამ მაინტერესებს თქვენი გათვლა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ირაკლი ზარქუა: მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ლიკვიდაციის
ნაწილში, იქ სადაც მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების
ერთობლივი კომპანიაა შექმნილი, თუ არ ვცდები თქვენი რეგულაციით ლიკვიდაციის
დროს
უპირატესობა
ენიჭება
ცენტრალურ
ხელისუფლებას.
რამდენადაა
გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტების,
საკრებულოების
პოზიციები,
შეხედულებები და როგორ ფიქრობთ რამდენად წაადგება, რომ ცენტრალურიდან
ხდებოდეს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება? აქ საუბარია იმ საწარმოებზე, სადაც
50%-ზე მეტი აქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს წილი. მინდა დავაზუსტო
ლიკვიდაციასთან დაკავშირებით რას ვგულისხმობ, როგორც თქვენთვის ცნობილია
ეკონომიკის სამინისტრო ემზადება, რომ გააკეთოს ჩამონათვალი, თუ სად უნდა
მოხდეს ლიკვიდაცია და სად რეორგანიზაცია. კანონის მიღების შემდეგ, როგორ
მოხდება იმ შემთხვევების დარეგულირება, როდესაც მუნიციპალიტეტის უპირატესი
წილითაა შექმნილი?
ვიქტორ ჯაფარიძე: როგორ რეგულირდება პარტნიორებს შორის ურთიერთობა,
როდესაც ისინი 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან? მახსოვს იყო შემთხვევა,
როდესაც კომპანია გაჩერდა და თითქმის 2 წელი მიმდინარეობდა დავა და საბოლოოდ
ეს კომპანია გაუქმდა.
სოზარ სუბარი: ბატონმა ვიქტორმა დასვა კითხვა მიკროფონის გარეშე და ამ კითხვას
გაეცა პასუხი, მაგრამ ეს გაუგებარი იქნება მსმენელისთვის. კითხვა მდგომარეობდა
შემდეგში რომ, მომავალში ვერ მოხდება ერთი და იგივე სახელწოდების ორი ან მეტი
საწარმოს დაფუძნება, მაგრამ რა ბედი ეწევათ უკვე არსებულ საწარმოებს, როგორ
უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა?
ირაკლი ზარქუა: მსურს გავაგრძელო ბატონი ვიქტორის შეკითხვა. დავის შემთხვევაში
(50-50%-ზე) ადრე არ ჰქონდათ უფლება რომ სასამართლოსთვის მიემართათ და ეხლა
მიეცათ ეს უფლება?
ნინო ლაცაბიძე: ნამდვილად მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ახალი მიდგომებით და
თანამედროვე სტანდარტებით. სწორედ ამ ტიპის კანონები გვაახლოებს ევროპულ
კანონმდებლობასთან. თქვენ ამოქმედების ვადად თქვით 2021 წლის 1 ნოემბერი.
საჭიროა სათანადო მომზადების პერიოდი, რათა კანონი სრულად ად ეფექტურად
ამოქმედდეს. მეწარმეთა სათანადო მომზადებაში გულისხმობთ მხოლოდ წესდებების
ნაწილს თუ სხვა მიმართულებითაც იქნებიან გარკვეული სტრუქტურები ჩართულები
რომ მათთან ერთად მოხდეს მოსამზადებელი პერიოდის გავლა, რათა აღსრულება
იყოს ეფექტური?
მიხეილ სარჯველაძე: მადლობა შეკითხვებისთვის. რაც შეეხება ლიკვიდაციის წესს, ის
თუ ვინ დაარეგულირებს დილემატური საკითხია პირდაპირ რომ გითხრათ,
უმჯობესია რომ დარეგულირება მოხდეს კანონქვემდებარე დონეზე, რადგან იქ არის
საკმაოდ წვრილმანი რეგულაციები, რომლებსაც ნამდვილად არაფერი ესაქმება
კანონში. რადგან კანონში ყოველთვის უნდა ვეცადოთ პრინციპული ხასიათის
დებულებები იყოს. არის რამდენიმე ვარიანტი: განსაზღვროს მთავრობამ, ეკონომიკის
სამინისტრომ ან განსაზღვროს თავად მუნიციპალიტეტებმა. ლიკვიდაციის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება იქნება უდავოდ თავად მუნიციპალიტეტის კომპეტენცია
როგორც დღეს არის თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული, ამაში არავინ
მას არ შეეცილება. მაგრამ უშუალოდ პროცედურებს, მაგალითად საგადასახადოსთან
როგო უნდა იყოს კომუნიკაცია, ინფორმაციის მოწოდება, როგორ უნდა იქნეს
რეესტრში წარდგენილი, რა დოკუმენტაცია იქნება საჭირო, პრაქტიკულად
სარეგისტრაციო და რეგისტრაციამდე გასავლელი პროცედურების, მაგალითად
საკრებულოდან თანხმობა უნდა ჭირდებოდეს თუ არა, დიდი მნიშვნელობა აქვს
უნიფიცირებას, რადგან ეს არ არის თვითმმართველობისთვის სახასიათო საკითხები,
ის უკავშირდება თვითმმართველობას, რადგან საუბარია თვითმმართველობის მიერ
დაფუძნებული კომპანიების ლიკვიდაციაზე ან/და დაფუძნებაზე და ა.შ. მაგრამ
მნიშვნელოვანია, რომ ეს უნიფიცირებული პროცედურები სწორედ რომ
უნიფიცირებული
ფორმით
არსებობდეს
ცენტრალური
ხელისუფლების
მარეგისტრირებელი დაწესებულებებისთვის. ამიტომ ჩვენი შემოთავაზება იყო, რომ
მთავრობას გაეკეთებინა ასეთი რეგულაციები და შესაბამისად თვითმმართველობის
კოდექსში შემოთავაზებულ ამ პაკეტში შემავალი ერთ-ერთი ინიციატივა სწორედ ამას
გულისხმობს, რომ სწორედ ამგვარი რეგულაცია გაკეთებულიყო. ვფიქრობ რომ ამით
თვითმმართველობის პრინციპს, რომელიც კონსტიტუციური პრინციპია ნამდვილად
ჩრდილი არ მიადგება.
რაც შეეხება ბატონი სოზარის კითხვას კონსულტაციებთან დაკავშირებით, დიახ
მართლაც დიდი ხანი მიმდინარეობდა დისკუსიები ბიზნესთან, გათვალისწინებული
იქნა ბევრი მოსაზრება. მაგალითად ერთ-ერთი ავტორი გიორგი ჯუღელი გახლავთ
ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენელი, რომელიც არის ინსტიტუციურად ბიზნესთან
კომუნიკაციის ფორმა. რამაც მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება,
საპარლამენტო განხილვების ეტაპზეც წინა კვირას შედგა კარგი შეხვედრა, სადაც
მოგვეცა შესაძლებლობა ბიზნესისთვის გაგვეცნო ეს კანონპროექტი და ამ შეხვედრის
მთავარი ფუნქცია იყო არა უბრალოდ საუბარი ცალკეული ნორმების ავკარგიანობაზე,
არამედ მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის ბიზნესის წარმომადგენლები
ჩართული იყვნენ და ყოველმხრივ შევეცადოთ საკითხები გავაანალიზოთ და ისე
დავარეგულიროთ. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი რეგულაციები,
რომლებიც ამ საკანონმდებლო აქტის გრძელვადიან, სრულფასოვან სტაბილურობას
უზრუნველყოფს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა
მცირე და საშუალო ბიზნესთან კომუნიკაცია ამ თემებთან დაკავშირებით, თუმცა
საამისოდ პლატფორმები შედარებით მცირეა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ აქტიურად
ჩაერთონ საკომიტეტო განხილვებში. ვიზიარებ გამოთქმულ მოსაზრებას
ლიბერალიზაციის როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით.
ლიბერალიზაციის საჭიროება არსებობს, როდესაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი
ადმინისტრირების მეთოდების სიმრავლე და ხშირ შემთხვევაში ეს რასაკვირველია
შეუძლება თავისუფლებას უზღუდავდეს ბიზნესს. მაგრამ როდესაც საუბარია კერძო
სამართლებრივ რეგულირებაზე როგორიცაა მაგალითად სამოქალაქო კოდექსი,
არასდროს არსად სამოქალაქო კოდექსის რეგულირებებს, რომლებიც არის
დისპოზიციური სახის არ შეუწუხებია არც ბიზნესი და არც კერძო აქტორი.
დისპოზიციურობა ნიშნავს, რომ სრული თავისუფლება გაქვს, უბრალოდ შენივე
ინტერესებიდან გამომდინარე თუ შენ თვითონ არ გიფიქრია წინასწარ და არ
დაგირეგულირებია ურთიერთობა, ამ პრობლემის გადაჭრას სახელმწიფო და
სამართალი სთავაზობს. ამიტომ ლიბერალური მიდგომა, რომ დერეგულაციისკენ
წავიყვანოთ ეს რასაკვირველია გაუმართლებელია, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს
რეგულაციები, რომელიც დისპოზიციური პრინციპის საფუძველზე არეგულირებს
მხოლოდ თავად მხარეთა მიერ საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში
ცალკეულ საკითხებს. როდესაც სამწლიან დანიშვნებზე გვაქვს საუბარი 45-ე მუხლის
მე-2 პუნქტი ამბობს, რომ მხარეებს შეუძლიათ სხვაგვარად შეთანხმდნენ და თუ არ
შეთანხმდებიან ამ შემთხვევაში არის რაღაც განსაზღვრულობა, ანუ ვტოვებთ
შესაძლებლობას ურთიერთობის გადახედვის, მაგრამ 3 წლის თავზე თუ არ იქნება
გადაწყვეტილება მიღებული არ გაგრძელების შესახებ, ასეთ შემთხვევაში ითვლება
გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ 45-ე
მუხლში წარმოდგენილი 4 პუნქტი მაქსიმალურად ყოფილიყო მოქნილი. ეს არის
მიღებული პრაქტიკა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობისთვისაც არაა უცხო,
მაგალითად საბანკო სექტორში არის რეგულაცია, რომელიც ადგენს 4 წლიან ვადას
მსგავს შემთხვევაში. რაც შეეხება ბიზნესისთვის ხარჯის გაზრდას, ეს ნაკლებად
მოსალოდნელია, თუმცა გარკვეული ხარჯი იქნება, როდესაც საქმე მიდგება წესდების
გაკეთებაზე, მაგალითად შესაბამისობაში რომ მოვიდეს წესდება შესაძლოა ამან
იურიდული კონსულტაციის ხარჯი გააჩინოს და ა.შ. თუმცა იმის გათვალისწინებით,
რომ ეს არის 2 წელზე გადანაწილებული და საუბარია აქტიურ ბიზნესზე, ეს არ იქნება
ის ტვირთი, რომელიც შეიძლება წნეხად განვიხილოთ. როდესაც ვსაუბრობდი
ხარჯებზე ძირითადად ვგულისხმობდი სახელმწიფო უწყებებს, რომელთა მიერ
ელექტრონული პორტალის შექმნა და ფუნქციონირება ხარჯთან არის
დაკავშირებული. რაც შეეხება 50-50-ზე თემას, რასაკვირველია ყველა თემას ეს ვერ
დაარეგულირებს, იქ არის გარკვეული უთანხმოებები, მაგალითად ჩვენი
კანონმდებლობის მიხედვით 5%-საც აქვს უფლება მოითხოვოს საფინანსო
მდგომარეობის შემოწმება, მხარეები ამ უფლებას არ იცავენ და წარმოიქმნა დავა,
ყველაფერის დარეგულირება ვერ მოხერხდება, მაგრამ მაგალითად თუ პარტნიორები
ვერ თანხმდებიან იმაზე რომ დირექტორი ყავთ დასანიშნი და არის ჩიხი, ამ
შემთხვევაში ერთ-ერთ პარტნიორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. რაც შეეხება
კითხვას სახელწოდებასთან დაკავშირებით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში
შენარჩუნდება იგივე სახელწოდებები, მაგრამ დროთა განმავლობაში ახალი
სახელწოდებები აღარ დაემატება, თუმცა რაიმე კონკრეტული ვადა რომლის
განმავლობაშიც მოუწევთ მათი შეცვლა ეს შესაძლოა საჭიროც არ გახდეს. ასევე რაც
შეეხება აქ დასმულ საკითხს, რომელიც შეეხებოდა კანონის ამოქმედებისთვის
მეწარმეების მომზადებას, თუ მაისისთვის შევძელით კანონის მიღება, მთავარია
მომზადდეს ელექტრონული პორტალი და რიგი კანონქვემდებარე აქტები და
ამოქმედებამდე დარჩება თითქმის 6 თვე, რაც ჩემი აზრით მოხერხებადია, თუმცა იმის
მიხედვით თუ მეორე მოსმენის ეტაპზე როგორც ჩამოვყალიბდებით შესაძლოა
მოგვიწიოს 1 ნოემბრის გადახედვა, თუმცა ჩემის აზრით მისი შორს გადაწევა არ ღირს.
რაც შეეხება ბიზნესის მზადყოფნას, გვექნება სერიოზული სამუშაო ამ კანონის
მიღების შემეგ მისი პრომოუტირებისთვის. რადგან მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეები
კარგად ფლობდნენ იმ ინსტრუმენტებს, რომლითაც აღიჭურვებიან. დიდ იმედს
გამოვთქვამ რომ ამას შევძლებთ. ამ თვალსაზრისით ახალი რეგულაციები
დედაქალაქში მსხვილ ეკონომიკურ ცენტრებში იოლად ვითარდება, რეგიონების
მასშტაბით კი ძალიან კარგი იქნება მსგავსი აქტივობების ჩატარება, იგივე
მუნიციპალიტეტების დახმარება ამ მიმართულებით.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: (ერთხმად)
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა 2021 წლის 10 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის
წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის, თეა წულუკიანის, შალვა
პაპუაშვილის, დავით სონღულაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, დავით მათიკაშვილის,
ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა ლილუაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტები:
„მეწარმეთა
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო
ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბაჟო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიაზე
ნავთობის
ტრანსპორტირების
ზოგიერთი
საშუალების
მშენებლობის,
ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ
საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის
სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07- 3/29; 09.02.2021).
კომიტეტს თავისი კომპეტენციის ფარგელებში შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს
წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
III მოისმინეს:
სხდომის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წარმოადგინა საქართველოს მოქალაქეების:
ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი
ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“, წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
მიმართა კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელ პირს, წამყვან სპეციალისტს რამაზ
ხიზანიშვილს წარმოედგინა საკანონმდებლო წინადადება განმარტებითი ბარათის
მიხედვით.
რამაზ ხიზანიშვილი: მოგახსენებთ, რომ საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი
ბარათის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ
2017 წლის 17 ოქტომბერს დააკმაყოფილა N626 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე
საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციით საჯარო თანამდებობის დაკავების
ძირითად უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის
პირველი პუნქტის (2015 წლის 6 თებერვლის მოქმედი რედაქცია) სიტყვები „და
თანამდებობიდან ათავისუფლებს“ და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული
შინაარსი,
რომელიც
ითვალისწინებს
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის პირველი პუნქტის
სიტყვების
„გამგებლის/მერის
პირველ
მოადგილესა
და
მოადგილეს
უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას
(უფლებამოსილების დაწყებისას)“ გავრცელებას გამგეობის/მერიის სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის მიმართ.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოიფხვრას არაკონსტიტუციურად ცნობილი
ნორმის მსგავსი ნორმის მოქმედება და თბილისის მერი მოკლებული იქნეს
შესაძლებლობას პოლიტიკური მოტივაციით თანამდებობიდან გაათავისუფლოს
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ის ხელმძღვანელები, რომლებიც
არაპოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენენ და რომელთა საქმიანობაც დაცულია
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით.
თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ,
კანონპროექტის ძირითადი ტექსტი, რომლის
მიხედვითაც ცვლილება შედის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 77ე მუხლის მე-3 პუნქტში და ყალიბდება შემდეგი სახით:
„3. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და
შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების
შესაბამისად“არ შეესაბამება აღნიშნული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის
შინაარსს. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია
კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი
რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის
ბიუროს“, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მის მისაღებად ცნობის შემთხვევაში
არ აქვს უფლება მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, ხოლო
შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება კი, რომელიც კანონპროექტის სახით
არის წარმოდგენილი მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. ამგვარად, კომიტეტი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს
მიზანშეწონილად.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: (ერთხმად)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2021 წლის 10 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის,
მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-8221/20; 23.06.2020).
საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის შესაბამისად, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 17 ოქტომბერს
დააკმაყოფილა N626 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე საქართველოს მოქალაქე
ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ
საქართველოს კონსტიტუციით საჯარო თანამდებობის დაკავების ძირითად
უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი
პუნქტის (2015 წლის 6 თებერვლის მოქმედი რედაქცია) სიტყვები „და
თანამდებობიდან ათავისუფლებს“ და მე-60 მუხლის მე4 პუნქტის ის ნორმატიული
შინაარსი,
რომელიც
ითვალისწინებს
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის პირველი პუნქტის
სიტყვების
„გამგებლის/მერის
პირველ
მოადგილესა
და
მოადგილეს
უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას
(უფლებამოსილების დაწყებისას)“ გავრცელებას გამგეობის/მერიის სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის მიმართ.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოიფხვრას არაკონსტიტუციურად ცნობილი
ნორმის მსგავსი ნორმის მოქმედება და თბილისის მერი მოკლებული იქნეს
შესაძლებლობას პოლიტიკური მოტივაციით თანამდებობიდან გაათავისუფლოს
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ის ხელმძღვანელები, რომლებიც
არაპოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენენ და რომელთა საქმიანობაც დაცულია
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით.
თუმცა, კანონპროექტის ძირითადი ტექსტი, რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-3 პუნქტში და
ყალიბდება შემდეგი სახით:
„3. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და
შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად“
შეუსაბამობაშია აღნიშნული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსთან.
იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის
მე-9 პუნქტის მიხედვით „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია
კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი
რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის
ბიუროს“, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მის მისაღებად ცნობის შემთხვევაში
არ აქვს უფლება მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, ხოლო
შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება კი, რომელიც კანონპროექტის სახით
არის წარმოდგენილი მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. ამგვარად, კომიტეტი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს
მიზანშეწონილად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტს მიაჩნია რომ აღნიშნული
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების
მიღება არ არის მიზანშეწონილი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ცნო უარყოფილად
სხდომის თავმჯდომარე სოზარ სუბარი
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე
პრესრელიზი
პრესრელიზი
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის,
თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილის, დავით სონღულაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის,
დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა
ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტები: „მეწარმეთა შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამომხმარებლო კოოპერაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სასაქონლო ბირჟებისა და
საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის
ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების,
მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის
იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი
პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/29; 09.02.2021) (I მოსმენა) (წამყვანი - იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი) (ვადები წამყვან კომიტეტზე - 19.02-23.03; სხვა კომიტეტზე: 19.02-23.03)
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, რ. ხიზანიშვილი, გ.
დოლიშვილი)
1.
სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნისა და ვაჭრობის
წახალისების ერთ ერთი ფუნდამენტური საფუძველი ეფექტიანი კორპორატიული
სამართლის არსებობაა. თანამედროვე პირობებში როდესაც სამეწარმეო საზოგადოების
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ურთიერთობები ყოველდღიურად ვითარდება,
ასევე სწრაფად იზრდება ბიზნეს სექტორიც, საჭირო ხდება უფრო დეტალური ,
თანამედროვე
შემუშავება.
მოთხოვნებისა
და
გამოწვევებზე
მორგებული
რეგულაციების
„მეწარმეთა შესახებ“ მოქმედი კანონი მიღებულ იქნა 1994 წელს, მიუხედავად იმისა,
რომ არსებულმა რედაქციამ არაერთი ცვლილება განიცადა, ეს კანონი სრულყოფილად
მაინც ვერ ასრულებს დასახულ მიზნებს და მთელი რიგი საკითხები მოუწესრიგებელი
რჩება.
ასევე 2008 წელს კანონის გამარტივების მიზნით, საკანონმდებლო რეგულაციების
შემცირების და მთელი რიგი შეზღუდვების და მოთხოვნების გაუქმების გზით მოქმედ
კანონში მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც კორპორატიული
მმართველობის
მნიშვნელოვანი
საკითხები
დარჩა
მოწესრიგების
მიღმა,
საკანონმდებლო რეგულირება კი მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ამგვარი
ფორმულირების და უკიდურესად გამარტივებული კანონის მიზანი იყო სამეწარმეო
საზოგადოებების პარტნიორებისათვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება, რათა მათ
წესდების საფუძველზე დაერეგულირებინათ საქმიანი ურთიერთობები. ყველაფერმა
ამან მეწარმეები სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა, ვინაიდან ხშირად
პარტნიორები ვეღარ ახერხებდნენ, ესარგებლათ კანონით მათთვის მინიჭებული
შესაძლებლობებით. წესდებები ხშირ შემთხვევაში ზოგადი ხასიათისაა და არ
აწესრიგებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, რის გამოც კანონით
გაუთვალისწინებელი საკითხები ფაქტობრივად რეგულირების მიღმა რჩება, კანონი
კი რომელიც საშუალებას აძლევს სამეწარმეო საზოგადოებებს საკუთარი
შეხედულებისამებრ მოაწესრიგოს სამართლებრივი ურთიერთობები, დავის
წარმოშობის შემთხვევაში, ვეღარ ეხმარება მათ. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადი
ხდება, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო მთელ რიგ ასპექტებში საჭიროებს
შევსებას,
რათა
ცალკეული
საკითხების
პარტნიორთა
შეთანხმების
დაურეგულირებლობის შემთხვევაში, კანონით დარეგულირდეს.
მოქმედ კანონში არსებული ხარვეზები განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება დავების
სასამართლოსთვის გადაცემის შემდგომ. სასამართლოს პრაქტიკის კვლევა კიდევ
ერთხელ ხაზს უსმევს მოქმედი კანონის ხარვეზიანობას, რაც ნეგატიურად აისახება
სასამართლოში საქმის წარმოების ხარისხსა და სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების შინაარსზე. აქედან გამომდინარე საჭიროა არსებული ხარვეზების
აღმოფხვრა და ამ მიმართულებითაც კანონმდებლობის როლის გაძლიერება.
ზამოაღნიშნული აგუმენტები ცხადყოფს, რომ არსებული ვითარების შესაცვლელად
საჭიროა ამ სფეროში კომპლექსური საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება
და სამეწარმეო ურთიერთობებზე მორგებული კანონის შემუშავება. სწორედ ამ მიზნით
მომზადდა „მეწარმეთა შესახებ „საქართველოს ახალი კანონის პროექტი (რომელიც
შედგება 256 მუხლისა და XVI თავისგან), რომელიც სამეწარმეო ურთიერთობებში
კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერებას, საკანონმდებლო ბაზის
სრულყოფას, შიდა კორპორატიული ურთიერთობების უფრო დატალურ მოწესრიგებას
და სამეწარმეო თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად ამ სფეროში გამჭვირვალობის
ზრდას ემსახურება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტთან,
კეთილსინდისიერების
ვალდებულებასთან,
სამეწარმეო
საზოგადოებიდან
პარტნიორის გარიცხვასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან
დაკავშირებულ საკითხების რეგულირებასა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს და
ცვლილებებს.
კანონპროექტს შემოაქვს დისპოზიციური ნორმები, რომელთა გამოყენებითაც მხარეები
შეძლებენ უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები. ცალკეული
საკითხების წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევაში კი იარსებებს შესაბამისი
ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი,
რომელიც დღეისთვის ხელს უშლის ერთის მხრივ ამ ურთიერთობების მონაწილეებს,
ხოლო მეორეს მხრივ სასამართლოს სადავო საკითხების სათანადოდ განხილვას და
გადაწყვეტაში. ამასთან გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა
უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობა.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის
გაფორმებული ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების
შესრულება, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან
დაახლოვების მიზანს
ემსახურება.
კანონპროექტის „მეწარმეთა შესახებ“ შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანა, რათა რეგულაციის მიღმა არ დარჩეს იმ საწარმოს ლიკვიდაციის
წესი,
რომლის
აქციების
ან
წილის
50%-ზე
მეტს
ფლობს
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები.
კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“, კერძოდ, 1061 მუხლში და აღნიშნულ მუხლს ემატება
ახალი მე-18 პუნქტი, რომელის შესაბამისადაც იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს,
რომლის
აქციების
ან
წილის
50%-ზე
მეტს
ფლობს
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14
მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის
აქციების
ან
წილის
50%-ზე
მეტს
ფლობს
სახელმწიფო
ან
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მსგავსი შინაარსის რეგულაციას
აღარ ითვალისწინებს, თუმცა ზემოაღნიშნულმა რეგულაციამ სახელმწიფო ქონების
ნაწილში ასახვა ჰპოვა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში.
შესაბამისად, მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილში შესაბამისი
რეგულაცია
აისახოს
საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი.
ამასთან, ევალება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს,
2021 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს მთავრობისათვის დადგენილების პროექტის
წარდგენა იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესის შესახებ, რომლის აქციების ან წილის 50%ზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები. თავის მხრივ, საქართველოს
მთავრობას ეკისრება ვალდებულება 2021 წლის პირველ ნოემბრამდე უზრუნველყოს იმ
საწარმოს ლიკვიდაციის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს
ფლობს მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები.
აღსანიშნავია, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონის პროექტზე 2013 წლიდან მუშაობს
იუსტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანო რომელიც 2016 წელს კერძო სამართლის
რეფორმის განმახორციელებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოდ გარდაიქმნა,
კანონპროექტის პირველადი ვერსია მომზადდა სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ და
შემდგომ სრულყოფის მიზნით ის იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.
ამ კანონიდან გამომდინარე შესწორება შედის 23 საქართველოს კანონში და 2 ორგანულ
კანონში და პაკეტის სახით შემოდის განსახილველად.
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება, მისი მოცულობიდან და
მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე
მეწარმეთა სათანადო მომზადებას, ამ მიზნიდან გამომდინარე კანონპროექტი
ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას 2021 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას,
გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებას „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით (1-8221/20 23.06.2020) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ.
ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი);
2.
საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის შესაბამისად, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 17 ოქტომბერს
დააკმაყოფილა N626 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე საქართველოს მოქალაქე
ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ.
სასამართლომ
საქართველოს კონსტიტუციით საჯარო თანამდებობის დაკავების ძირითად
უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი
პუნქტის (2015 წლის 6 თებერვლის მოქმედი რედაქცია) სიტყვები „და თანამდებობიდან
ათავისუფლებს“ და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ითვალისწინებს
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების
„გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები
უწყდებათ აგრეთვე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების
დაწყებისას)“
გავრცელებას
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელის მიმართ.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოიფხვრას არაკონსტიტუციურად ცნობილი
ნორმის მსგავსი ნორმის მოქმედება და თბილისის მერი მოკლებული იქნეს
შესაძლებლობას პოლიტიკური მოტივაციით თანამდებობიდან გაათავისუფლოს
თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ის ხელმძღვანელები, რომლებიც
არაპოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენენ და რომელთა საქმიანობაც დაცულია
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით.