საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 10 მარტის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე" თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე“ და ამავე საკითხზე 2021 წლის 10 მარტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფთან გაერთიანების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-3073/21
10-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ რომ, მიმდინარე წლის 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის
მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე’’ თემატური
მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები
ევროპის ბაზარზე’’ შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში
შევიდნენ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი, სამველ მანუკიანი და
ხატია წილოსანი. სამუშაო ჯგუფის მთავარ მომხსენებლად არჩეულია კომიტეტის
თავმჯდომარე ნინო წილოსანი.
ასევე, მიმდინარე წლის 10 მარტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე
კომიტეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამავე საკითხზე თემატური მოკვლევის
დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად
ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის ჯგუფის არსებობის შემთხვევაში ბიურო იღებს
გადაწყვეტილებას მოკვლევაში მონაწილე პარლამენტის წევრების გაერთიანების შესახებ.
გთხოვთ, რეგლამენტის 155-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად განიხილოთ
და მიიღოთ გადაწყვეტილება ორი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის
გაერთიანების შესახებ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge