საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 12 მარტის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-03-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 6
📜 ტექსტი
ოქმი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N6
2021 წლის 12 მარტი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტის სასახლე
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მიხეილ ყაველაშვილი, ვიქტორ სანიკიძე,
თამარ ტალიაშვილი, შოთა ხაბარელი, ირაკლი მეძმარიაშვილი, ნინო ლაცაბიძე (ლევან
კობიაშვილის ნაცვლად), დავით კაჭარავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
ბექა ლილუაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გიორგი ამილახვარი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი ხოჯევანიშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ნინო ლაცაბიძე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
წევრი;
რევაზ ჩარკვიანი - სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი;
ქართლოს ქარუმიძე - სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს კვლევებისა და ანალიტიკის
დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ნოდარ მამინაიშვილი - ახალგაზრდული ორგანიზაცია „მზიანი სახლის“ გამგეობის
თავმჯდომარე;
ნიკა თიკანაშვილი - საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის
ვიცეპრეზიდენტი;
თენგიზ ლომიტაშვილი - ექსპერტი.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები,
დეპუტატების თანაშემწეები, მედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი
1.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმების
ხელშეწყობასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის
ჯგუფის დანიშვნის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: თამარ ტალიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
მოისმინეს: თამარ ტალიაშვილის ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
155-ე
მუხლის
შესაბამისად,
ახალგაზრდების
დასაქმების
ხელშეწყობასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის
ჯგუფის დანიშვნის თაობაზე. მომხსენებელმა თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის
მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე თემატიკასა და მიმართულებებზე წარმოადგინა
ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა, საერთაშორისოდ არის აღიარებული,
როგორც მულტისექტორული სფერო და აქედან გამომდინარე, ახალგაზრდობის
სფეროში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელია კომპლექსური,
ფართომასშტაბიანი მიდგომა. სწორედ ამიტომ, მოკვლევის ძირითადი ხაზი
სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და
მიზნობრივი პროგრამების შესწავლას გულისხმობს. ჯგუფის მუშაობის შემდეგი ეტაპი
კი, რეკომენდაციების შემუშავებას და სამომავლო გეგმების განსაზღვრას
ითვალისწინებს. მომხსენებელმა განაცხადა, რომ საპარლამენტო კონტროლის
მანდატი საფუძველს და საშუალებას იძლევა, რომ მიღებული რეკომენდაციების
აღსრულებაზე შესაბამისი ზედამხედველობა განხორციელდეს. მან შეხვედრის
მონაწილეებს აგრეთვე გააცნო თემატური მოკვლევის მიმართულებები, ტექნიკური
პირობები და კითხვარის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც მოკვლევის ჯგუფი
იმუშავებს. თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ საკითხის აქტუალურობიდან
გამომდინარე, თემატური მოკვლევის ჯგუფში ჩართვის სურვილი აგრეთვე გამოთქვეს
სხვა კომიტეტების წარმომადგენლებმაც, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თემატური
მოკვლევა განხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების
პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD)
თანამშრომლობით.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები
გამოთქვეს და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს:
მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ბექა
ლილუაშვილმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ნინო ლაცაბიძემ, რევაზ ჩარკვიანმა,
ქართლოს ქარუმიძემ, ანატოლი კორეპანოვმა, ნიკა თიკანაშვილმა, ნოდარ
მამინაიშვილმა, ნიკა თიკანაშვილმა, თენგიზ ლომიტაშვილმა.
გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტში საკითხზე - „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“ დაინიშნოს
თემატური მოკვლევის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
1. მიხეილ ყაველაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარე;
2. თამარ ტალიაშვილი თავმჯდომარის მოადგილე;
სპორტის
ახალგაზრდულ
საქმეთა
კომიტეტის
3. დავით კაჭარავა - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი;
4. ირაკლი მეძმარიაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი;
5. ნინო წილოსანი - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
6. ბექა ოდიშარია - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
7. ბექა ლილუაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
8. გიორგი ამილახვარი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე;
9. გიორგი ხოჯევანიშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
10. ნინო ლაცაბიძე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
წევრი;
11. რამინა ბერაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
წევრი.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვროს კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი.
კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი
სხდომის მდივანი ნინო ქურდაძე