საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობის“ (დავით კახაბერი) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-8174/20; 22.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3205/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3205/21 15-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ა(ა)იპ  თანასწორობის მოძრაობას (დავით კახაბერს) მისამართი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქ. N19 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ა(ა)იპ − თანასწორობის მოძრაობის (დავით კახაბერი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8174/20; 22.06.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ − თანასწორობის მოძრაობის (დავით კახაბერი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8174/20; 22.06.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის სიტყვის „შიდსი“ სიტყვებით „სისხლით ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადება“ ჩანაცვლებას და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას) დეკრიმინალიზაციას. II. კომიტეტის შეფასება საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია არსებული დისკრიმინაციული და მასტიგმატიზებელი ჩანაწერის შეცვლა.“ თუმცა საკანონმდებლო წინადადება არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა იწვევდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლში გამოყენებული ტერმინი „შიდსი“ აივ-დადებითი სტატუსის მქონე პირთა სტიგმატიზაციას იმის გათვალისწინებით, რომ „შიდსი“ სამედიცინო ტერმინია და განიმარტება, როგორც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრის დეკრიმინალიზაციასთან მიმართებით კი უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, ვისაც პროფესიულად მოეთხოვება შესაბამისი წესების დაცვა, ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარე, მომეტებული საფრთხის მატარებელი დანაშაულია. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაულის დეკრიმინალიზაცია გაუმართლებელია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“ ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა(ა)იპ − თანასწორობის მოძრაობის (დავით კახაბერი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-8174/20; 22.06.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი