საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-12967/20; 15.09.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3206/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3206/21 15-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს (ტელეფონი: 577529937 ელფოსტა: zvani777@gmail.com) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12967/20; 15.09.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12967/20; 15.09.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან ამოღებულ იქნეს 56-ე მუხლის („ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესი“) ის დებულებები, რომლებიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებას ეხება. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ეს დებულებები მოძველდა და მათ დაკარგეს აქტუალობა. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლი ადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესს, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესვლასთან.1 ამასთანავე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხოლო თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით.2 ამრიგად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას თავისი მნიშვნელობა და სამართლებრივი შედეგები აქვს, რაც, ზოგადად, მის საჭიროებაზე მეტყველებს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი გვთავაზობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების წესის საერთოდ ამოღებას კოდექსიდან, მაგრამ არ გვთავაზობს ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც ამ წესს სრულფასოვნად ჩაანაცვლებდა. ამგვარად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადება დაუსაბუთებელია, მისგან არ იკვეთება საკითხის სამართლებრივი პრობლემატიკა და მისით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12967/20; 15.09.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 1 იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლი; 2 იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლი.