საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ სისხლის სამართლის სარჩელთან დაკავშირებულ (№1-12916/20; 14.09.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3207/21
15-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
(ტელეფონი: 577529937
ელფოსტა: zvani777@gmail.com)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე სისხლის
სამართლის სარჩელთან დაკავშირებით (N1-12916/20; 14.09.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება სისხლის სამართლის სარჩელთან დაკავშირებით (N1-12916/20; 14.09.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გამოძიების
ჩატარების მიზნით საქართველოს პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოებისთვის
მიმართვის ნაცვლად პირდაპირ სასამართლოსათვის მიმართვის მექანიზმის შემოღებას.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოები
ახორციელებენ მართლმსაჯულებას. საერთო სასამართლოებს არ აქვთ საგამოძიებო ფუნქცია.
შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილება საერთო
სასამართლოების საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს
კონსტიტუციას. ამგვარად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ
მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება სისხლის სამართლის სარჩელთან დაკავშირებით (N1-12916/20; 14.09.2020)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი