საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ((№1-7507/20; 09.06.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3208/21
15-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, პაატა ჭელიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის, მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7507/20; 09.06.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის, მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7507/20;
09.06.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს
ცვლილებას
საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში და ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულების
ერთმანეთისაგან გამიჯვნას.
II. კომიტეტის შეფასება
გასათვალისწინებელია, რომ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები უკვე
გამიჯნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 1261 მუხლებით.
შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს
მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის, მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7507/20;
09.06.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი