საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-14470/20; 19.10.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3209/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3209/21 15-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს (ტელეფონი: 577529937 ელფოსტა: zvani777@gmail.com) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14470; 19.10.2020) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14470; 19.10.2020). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და ტერმინის „რაიონული სასამართლო“ ტერმინით „მუნიციპალური სასამართლო“ ჩანაცვლება. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ვინაიდან დღეს საქართველოში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სახელწოდებად გამოიყენება ტერმინი „მუნიციპალიტეტი“, ალოგიკურია, რომ, მაგალითად, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლოს ეწოდებოდეს „რაიონული სასამართლო“. II. კომიტეტის შეფასება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში ან მუნიციპალიტეტებში, ხოლო საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში და მისი სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც ან თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მუნიციპალიტეტებსაც. იმავე მუხლის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ კონკრეტული მუნიციპალიტეტის საზღვრები რიგ შემთხვევებში არ ემთხვეოდეს იქ მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის საზღვრებს, რაც თავისთავად უკვე გამორიცხავს ტერმინის „რაიონული სასამართლო“ ნაცვლად ტერმინის „მუნიციპალური სასამართლო“ გამოყენებას; მაგალითად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს.1 ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14470; 19.10.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 1 იხ. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N3 დადგენილების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი.