საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-3876/20; 02.03.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3211/21
15-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას
მისამართი: ქ. თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N34,
ტელეფონი: 599070783
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-3876/20; 02.03.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-3876/20; 02.03.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებს
გადაუდებელი
აუცილებლობის
დროს
ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის სასამართლოს მიერ განხილვის მოქმედისგან
განსხვავებულ წესს; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ
გადაუდებელი აუცილებლობისას ქონებაზე ყადაღის დადების საკითხი სასამართლომ
ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით განიხილოს. საკანონმდებლო წინადადებით ასევე
შემოთავაზებულია, რომ შემოღებულ იქნეს ქონებაზე ყადაღის დადების სასამართლოს
გადაწყვეტილების გადასინჯვის ინსტიტუტი.
II. კომიტეტის შეფასება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი 155-ე მუხლის თანახმად,
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ
ქონებას
გადამალავენ
ან
გაანადგურებენ,
პროკურორს
უფლება
აქვს,
გამოიტანოს
დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებიდან 12 საათის განმავლობაში
(ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა
უგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ყადაღის დადების თაობაზე უნდა შეატყობინოს
გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო
ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს მას შუამდგომლობა
ყადაღის კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის
მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად
ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო მასალების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა
ზეპირი
მოსმენის
გარეშე
წყვეტს
შუამდგომლობას.
სასამართლო
უფლებამოსილია
შუამდგომლობა განიხილოს პროკურორის და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც
ჩატარდა
საგამოძიებო
მოქმედება.
ამ
შემთხვევაში
სასამართლო
დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის ინდივიდუალური გარემოებიდან გამომდინარე,
იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, საკითხი ზეპირი მოსმენით განიხილოს თუ ზეპირი
მოსმენის გარეშე.
სასამართლოს მიერ საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ლეგიტიმური მიზანი
სწრაფი მართლმსაჯულების, საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების და
პროცესის
ეკონომიურობის
უზრუნველყოფაა.
აქედან
გამომდინარე,
არ
არსებობს
ვალდებულება, სასამართლომ ყველა საკითხი ზეპირი მოსმენით განიხილოს. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად:
„ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება
ფორმალურ–სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის
ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia” („სასამართლომ იცის
კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე
ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს
როგორც ფორმალურ–სამართლებრივ საკითხებს, ასევე, აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა
ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის
მინიჭებას“.1
1 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება N3/2/574
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II75.
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილება (გადაუდებელი აუცილებლობის
დროს ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერების საკითხი სასამართლომ ყველა შემთხვევაში
ზეპირი მოსმენით განიხილოს, მაშინაც კი, როდესაც საქმე ფორმალურ-სამართლებრივ
საკითხებს
ეხება)
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ზემოაღნიშნულ განმარტებას, ამასთანავე, შემოთავაზებული ცვლილება ვერ უზრუნველყოფს
სწრაფი მართლმსაჯულების, საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების და
პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ
სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის საკითხთან მიმართებით კი უნდა აღინიშნოს,
რომ სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ინსტიტუტი გულისხმობს, სასამართლო
გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოვლენილ იქნება
ისეთი გარემოება, რომელიც სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს არ იყო
ცნობილი და ეს გარემოება არსებით გავლენას ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილება კი ყადაღის დადების შესახებ
სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის ამგვარ საფუძველს არ ითვალისწინებს.
საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 1581 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ შესაბამისი
შუამდგომლობა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით უნდა განიხილოს, მაგრამ არ არის მითითება იმის
შესახებ,
რომ
სასამართლო
გადაწყვეტილების
გადასინჯვის
მსურველმა
სუბიექტმა
შუამდგომლობაში სავალდებულო წესით უნდა მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომელიც
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს არ იყო ცნობილი, და დაასაბუთოს, თუ
რატომ ახდენს ეს გარემოება არსებით გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია
კანონპროექტის სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომიტეტს მისი მისაღებად ცნობის
შემთხვევაში არ აქვს უფლება, მასში პრინციპული ხასიათის რაიმე ცვლილება შეიტანოს,
რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,
„თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა
კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და
განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.“
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-3876/20; 02.03.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი