საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის პირველი თებერვლის №18/6 გადაწყვეტილებით დადგენილ 2021 წელს მინისტრის საათის (სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენება) გამართვის განრიგში ცვლილების შეტანისა და, შესაბამისად, მინისტრის საათის დეკემბერში დანიშვნის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34
📜 ტექსტი
წერილი
*MES2210000193731*
MES 2 21 0000193731
04/03/2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ბატონო არჩილ,
2021 წლის 16-19 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამთავრობო
პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლა.
ამავე კვირაში საქართველოს
პარლამენტი, სავარაუდოდ, დაასრულებს საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტის
განხილვას, რომლის მიღების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს ნაცვლად დაფუძნდება ორი სამინისტრო საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს, შესაბამისად დაინიშნებიან მინისტრებიც.
ასევე, 19 მარტს იგეგმება ნორვეგიის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (MoESCS)
შორის მემორანდუმის გაფორმება საქართველოში ბავშვებისათვის ინკლუზიური,
სამართლიანი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების შექმნის
მიზნით. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის საზოგადოების
ღირსეულ წევრებად აღზრდისათვის სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემის
სრულყოფა და ამ მიზნით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. ამასთან,
პროტოკოლით გათვალისწინებულია მთელი რიგი ფორმალობები, რაც ასევე საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პროცესებში ჩართულობას
მოითხოვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაჩნდა საჭიროება იმისა, რომ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისათვის
დაგეგმილი აქტივობები გადაიხედოს და შეცვლილი ფორმატით დაიგეგმოს გარკვეული
ღონისძიებები. ამდენად, გთხოვთ, ცვლილება შეიტანოთ განრიგში და მინისტრის საათი
გადაგვიტანოთ 2021 წლის დეკემბრის თვეში.
პატივისცემით,
საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი