საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი ივანე მახარაძეის რჩევის საკითხი.

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2021
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ინიციატორი
საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი
#07-1/1/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი, ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურების თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-03-16

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2640/21 01-03-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძის და თამარ ჭელიძის კანდიდატურებს (№07- 1/1; 29.01. 2021). აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2636/21 01-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძის და თამარ ჭელიძის კანდიდატურების თაობაზე (№07- 1/1; 29.01. 2021) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის სხდომაზე განიხილა და საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძის და თამარ ჭელიძის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, კენჭისყრის შედეგად (მომხრე-8), რეკომენდაციას უწევს ეკატერინე იმედაძის კანდიდატურას არჩეულ იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად არჩევის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს ------- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად 6 წლის ვადით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 19 მარტიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2021 წლის -№---- – Iს არჩილ თალაკვაძე