შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის პირველი თებერვლის №18/6 გადაწყვეტილებით დადგენილ 2021 წელს მინისტრის საათის (სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენება) გამართვის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-22
ბიუროს ნომერი 37
📜 ტექსტი
წერილი
N 308
16/03/2021
308-1-2-202103161523
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ბატონო არჩილ,
მაქვს პატივი მოგესალმოთ და მოგმართოთ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი
„მინისტრის საათის“ 2021 წლის გრაფიკში ცვლილების შეტანის შესაძლებლობის განხილვის
თხოვნით.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად,
მოცემულ ეტაპზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
საქართველოს
პარლამენტში
„მინისტრის
საათის“
ფარგლებში
მოხსენებით
წარდგენა
გათვალისწინებულია 27-29 აპრილის პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს
სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, შესაბამის
კომიტეტებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სხვადასხვა აქტუალური
მიმართულების შესახებ ანგარიშის წარდგენის მიზნით; კერძოდ:
მიმდინარე წლის 26 თებერვალს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
გასვლით სხდომაზე წარმოდგენილ იქნა სახელმწიფო მინისტრის მოხსენება „საოკუპაციო ხაზის
მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის“ შესახებ.
ამასთან, მიმდინარე წლის 23 მარტს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის მოსმენა საქართველოს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი
უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში კვლავ იგეგმება ხსენებულ საპარლამენტო კომისიაში
სახელმწიფო მინისტრის მოსმენა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული
მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, უახლოეს დღეებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე მოხდება
სახელმწიფო მინისტრის მიერ 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის
სახელმწიფო სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა.
აქტიური საპარლამენტო თანამშრომლობის კვალდაკვალ, შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ინტენსიურად მუშაობს
მისთვის სამთავრობო პროგრამითა და კანონით განსაზღვრული მიმართულებებით პრიორიტეტული
საკითხების აღსრულებაზე. წლის განმავლობაში დაგეგმილია და განხორციელდება მთელი რიგი
ღონისძიებები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და
ინტეგრაციის მიმართულებით. აღნიშნულ ეტაპზე, აპარატის კოორდინაციით მზადდება და
რამდენიმე კვირაში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება სამოქალაქო
თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის სამოქმედო გეგმა,
რომლის იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება მომდევნო თვეებში. ამგვარად, სახელმწიფო მინისტრის
აპარატის მიერ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და
მიღებული შედეგების თაობაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში ანგარიშის წარსადგენად
მიზანშეწონილად მიგვაჩნია წლის ბოლო პერიოდის განსაზღვრა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული წინადადება და
შესაბამისად, „მინისტრის საათის“ არსებულ გრაფიკში სახელმწიფო მინისტრის მოსმენის თარიღის
ცვლილების შესაძლებლობა.
პატივისცემით,
თეა ახვლედიანი
სახელმწიფო მინისტრი
ხელმძღვანელობა