ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტიდან საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ბოლქვაძის, ქეთევან დუმბაძის და ირაკლი მეზურნიშვილის გამოწვევისა და ამავე კომიტეტში ფრაქციის კუთვნილი კვოტით საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ტალიაშვილის, ანა ბუჩუკურის და მარიამ ლაშხის წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-18
ბიუროს ნომერი 36
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-3342/21
17-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია
„ქართულმა ოცნებამ“ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტიდან გამოიწვია ფრაქციის
შემდეგი წევრები: ელისო ბოლქვაძე, ქეთევან დუმბაძე და ირაკლი მეზურნიშვილი, ხოლო 28ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ამავე კომიტეტში კუთვნილი კვოტით
გააწევრა შემდეგი წევრები: თამარ ტალიაშვილი, ანა ბუჩუკური და მარიამ ლაშხი.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge