საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძე, ირაკლი აბაშიძე, ზაალ ლუხუტაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ხომასურიძე, გიორგი მაჭარაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ნიკოლოზ კიკნაველიძე, გიორგი ზაალიშვილი, თამარ ჯაფარიძე, მიხეილ ონიანი, გიორგი ჯანაძე) (N1-3007/21; 12.03.2021) რეგისტრაციის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-3370/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-18
ბიუროს ნომერი 36

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-3370/21 17-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2021 წლის 17 მარტს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძის, ირაკლი აბაშიძის, ზაალ ლუხუტაშვილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, ნიკოლოზ ხომასურიძის, გიორგი მაჭარაძის, კონსტანტინე მთავრიშვილის, ნიკოლოზ კიკნაველიძის, გიორგი ზაალიშვილის, თამარ ჯაფარიძის, მიხეილ ონიანისა და გიორგი ჯანაძის შემადგენლობით) განცხადება. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილი იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 124-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება, გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge