საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კობახიძის მიერ წარმოდგენილი „ჰესების მშენებლობისა და ექსპლოატაციის შესახებ“ (№1-1010/21; 03.02.2021) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-3384/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-18
ბიუროს ნომერი 36

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-3384/21 18-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა მოქალაქე ნუგზარ კობახიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ “ განხილვა (N1-1010/21; 03.02.2021) საკანონმდებლო წინადადების ავტორთან შეთანხმებით გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge