საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ბექა ლილუაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ანა ბუჩუკურის, დავით სონღულაშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ელისო ბოლქვაძის, ნინო წილოსანის და თეა წულუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აღსრულების კოდექსისა“ და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/34; 22.02.2021) განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-22
ბიუროს ნომერი 37
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3508/21
22-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „აღსრულების კოდექსი“ და
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/34;
22.02.2021).
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად
განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული საკითხის
სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა
გაგრძელდეს 2 კვირით.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკომიტეტო განხილვის
ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-3494/21
19-03-2021
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N30/1, 01.03.2021 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის,
ისკო დასენის, ბექა ლილუაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ანა ბუჩუკურის, დავით
სონღულაშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ელისო
ბოლქვაძის, ნინო წილოსანისა და თეა წულუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „აღსრულების კოდექსი“ და
თანმდევი საქართველოს კანონების პროექტები (№07-3/34; 22.02.2021).
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა
განსაზღვრულია 2021 წლის 22 მარტამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო,
მითითებულ ვადაში კომიტეტი საკითხის განხილვას ვერ ახერხებს.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 2 კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასახელებული