საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (№1-2318/21; 26.02.2021) განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3509/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-22
ბიუროს ნომერი 37

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3509/21 22-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-2318/21; 26.02.2021). აღნიშნულ საკითხზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 2 კვირით. აღნიშნული ანგარიშის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-3493/21 19-03-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N30/4, 01.03.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ (№1-2318/21; 26.02.2021). აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 22 მარტამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში კომიტეტი მის განხილვას ვერ ახერხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება 2 კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დასახელებული