საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი კომიტეტის დებულება და სხდომის ოქმი
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-03-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 1
📜 ტექსტი
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
კულტურის კომიტეტის
სხდომის ოქმი N 1
22 მარტი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ჟიული შარტავას სახ. დარბაზი N 307
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
სხდომას
ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან
დუმბაძე, გურამ მაჭარაშვილი (უფლებამონაცვლე) - გიორგი კახიანი, მაია
მენაღარიშვილი (უფლებამონაცვლე) - ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე. აპარატის
წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დებულების შემუშავება
მომხსენებელი: ელისო ბოლქვაძე - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
2. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილეების არჩევა
მომხსენებელი: ელისო ბოლქვაძე - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
1. მოისმინეს კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაცია კომიტეტის დებულების შემუშავების
შესახებ. მომხსენებელმა ზოგადად დაახასიათა კულტურის კომიტეტის კომპეტენციის
სფეროს მიკუთვნებული საკითხები და გააცნო დეპუტატებს დებულების პროექტი.
კომიტეტის დებულებით განისაზღვრა კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები და
უფლებამოსილებები, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული
საკითხები.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს დებულების თაობაზე, რომელიც მოწონებულ იქნა
სრული უმრავლესობით.
1. კომიტეტმა გადაწყვიტა: კულტურის კომიტეტის დებულების პროექტი დასამტკიცებლად
წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
2. მოისმინეს მომხსენებლის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის
თაობაზე. ელისო ბოლქვაძემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობის
დასაკავებლად წარმოადგინა ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა. კომიტეტის
თავმჯდომარემ ირაკლი მეზურნიშვილი დაახასიათა, როგორც საპარლამენტო საქმიანობაში
გამოცდილი პროფესიონალი.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის
დასაკავებლად წარმოადგინა ქეთევან დუმბაძის
კანდიდატურა. ელისო ბოლქვაძის
განცხადებით, ქეთევან დუმბაძე კარგადაა ცნობილი კულტურის სფეროს წრეებისათვის. მისი
გამოცდილება კომიტეტს გამოადგება სფეროს განვითარების მიმართულებით.
კომიტეტის მიერ სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა.
2. კომიტეტმა გადაწყვიტა:
ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ერთხმად აირჩა ირაკლი
მეზურნიშვილი
ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად აირჩა ქეთევან დუმბაძე.
სხდომის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
სხდომის მდივანი
ლალი ლორია