„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.03.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/33/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-29
ბიუროს ნომერი 38

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 491 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. 493 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 493. საგანგებო მდგომარეობასთან/საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს შეუძლებელია ან გართულებულია, ასეთი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისათვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით, იღებს საქართველოს მთავრობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ ქონების მმართველს უნდა მიმართოს შესაბამისი საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსი, წარმოადგენს გამოწვევას მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობისათვის მოქალაქეთა ჯანდაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილმა შეზღუდვებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის არსებობა ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, გარკვეულ შემთხევებში აძნელებს/შეუძლებელს ხდის სახელმწიფო ქონების შემძენთა/სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით მიმღებ პირთა მიერ ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რაც არ არის დამოკიდებული მათ ბრალეულ ქმედებაზე და უკავშირდება ისეთ გარემოებებს, რომლებიც მათი კონტროლის ფარგლებში არ ექცევა. მაგალითისათვის, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლის მიერ საიჯარო ქირის დროულად გადახდა დამოკიდებულია სარგებლობის უფლებით მიღებული ობიექტის ფუნქციონირების შესაძლებლობასა და ამ ფუნქციონირებით გენერირებულ შემოსავალზე. სახელმწიფო ქონების შემძენთა/მოსარგებლეთა ნაწილს ვალდებულების შესრულების პრობლემა შეექმნათ არაერთი მიზეზით (შესაბამისი სარგებლობის უფლებით მიღებული ობიექტის ფუნქციონირების შეჩერება, მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებთან წვდომის შეზღუდვა, წარმოების პროცესში ნედლეულის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება დაწესებული შეზღუდვების გამო და სხვა). შესაბამისად, წარმოიშობა საჭიროება, იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება შეუძლებელი ხდება ან რთულდება საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს, სახელმწიფო ქონების შემძენთა/სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით მიმღებ პირთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება, ამავე პირთა დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე და ქონების მმართველის წარდგინებით, მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ, ინდივიდუალური შემთხვევების და სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით. ამასთან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების სამართლებრივი საფუძველი (კანონის 491 მუხლი), რომლის მიზანიცაა საჯარო და კერძო ინტერსების გათვალისწინებით, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ნორმის მოქმედება არ ვრცელდება აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევებზე, გარდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელებული სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევებისა. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დასაბუთების არსებობისას (რომელიც თანაბრად შეიძლება არსებობდეს როგორც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის, ისე, აუქციონის ფორმით განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემისას), საპრივატიზებო პირობების შეცვლა ან/და გაუქმება წარმოადგენს საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობ ღონისძიებას, რომლის შეზღუდვა/აკრძალვა მოუქნელს ხდის აუქციონის ფორმით საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, კანონის რედაქციიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი, რომელიც კრძალავს 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით განკარგვის პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან ხელშეკრულების მხარის გათავისუფლების შესაძლებლობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში არსებულმა ახალი კორონავირუსის (COVID19) პანდემიამ ცხადყო, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის არსებობა დაკავშირებულია ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებსა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების გართულებასთან/შეუძლებლობასთან. ასეთ დროს, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობების შეუსრულებლობა (განკარგვის ფორმის მიუხედავად), არ არის დამოკიდებული კონტრაჰენტთა ბრალეულ ქმედებაზე და უკავშირდება ისეთ გარემოებებს, რომლებიც მათი კონტროლის სფეროში არ ექცევა. შესაბამისად, წარმოიშობა საჭიროება, ინდივიდუალური შემთხვევების და სახელშკრულებო პირობების (განკარგვის ფორმის მიუხედავად) გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების მესაკუთრეთა/შემძენთა/სარგებლობის უფლებით/მართვის უფლებით მიმღებ პირთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები (მაგ: ვალდებულებების გადავადება/პირგასამტეხლოს პატიება) განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რომ გაჩნდეს ზოგადი წესი საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის მიზეზით, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულების გაძნელების/შეუძლებლობისას საქართველოს მთავრობამ, ქონების მმართველის წარდგინებით, იმსჯელოს შესაბამისი კონტრაჰენტის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც ემსახურება კონტრაჰენტთა მიერ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებისა და შესაბამისი ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობისათვის სათანადო პირობების შექმნას. ამასთან, მხარემ ქონების მმართველს უნდა მიმართოს შესაბამისი საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში. ამასთან, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესის ოპტიმიზაციისა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა გაუქმდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომელიც კრძალავს 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით განკარგვის პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან ხელშეკრულების მხარის გათავისუფლების შესაძლებლობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს, ასეთი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის განხილვა მოხდება შესაბამისი მომართვის საფუძველზე, რაც მნიშვნელოვანია დასახელებული მოვლენებით ეკონომიკისათვის გამოწვეული ნეგატიური შედეგების მინიმიზაციისა და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცედურა შეეხება სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დადებული ყველა ხელშეკრულების მხარეს, მათ შორის, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლა/გაუქმება ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიება შესაძლებელი გახდება 2012 წლის 31 დეკემბრის შემდგომ აუქციონის ფორმით განხორციელებული სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევაშიც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 493 მუხლის რედაქტირება, რომლითაც გაჩნდება ზოგადი საფუძველი იმ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის მიზეზით, გართულდება ან შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება, შესაბამისი კონტრაჰენტის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება, ქონების მმართველის წარდგინებით, მიიღოს საქართველოს მთავრობამ, ამავე პირის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას, რაც ემსახურება 2012 წლის 31 დეკემბრიდან აუქციონის ფორმით განხორციელებული სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლასთან/გაუქმებასთან ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიებასთან მიმართებით არსებული შეზღუდვის გაუქმებას. წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელდება, ასევე, 2012 წლის 31 დეკემბრის შემდგომ აუქციონის ფორმით განხორციელებული სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევაშიც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე, რამდენადაც კანონპროექტის ამოქმდებისათვის დამატებითი ვადა საჭირო არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2021-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს უშუალო გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმილ საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა, კანონპროექტის მიღების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების მხარ(ეებ)ის მიმართ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ფინანსური გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (მაგალითად, ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება). ამჟამად, covid-19-ის პანდემიის გამო გართულებული ვალდებულებების შესრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის/პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების, ასევე, ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის თხოვნით, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია 109 (ას ცხრა) კონტრაჰენტის განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნულ თხოვნებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდება, გადაუხდელი საიჯარო ქირის, ჯამურად მიახლოებით 577 735 ლარის, ოდენობით, ასევე, გადაუხდელი პირგასამტეხლოს ჯამურად მიახლოებით 282 361 ლარისა და 1762.69 აშშ დოლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კიდევ რამდენი პირი მიმართავს ქონების მმართველს სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დასაბუთებული თხოვნით და მათგან რამდენ საკითხზე იქნება საქართველოს მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების მხარ(ეებ)ის მიმართ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ფინანსური გავლენა იქონიოს შესაბამის პირ(ებ)ზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გათავისუფლდებიან ცალკეული ფულადი ვალდებულებისგან, კანონპროექტის გავლენა იქნება დადებითი. ამჟამად, covid-19-ის პანდემიის გამო გართულებული ვალდებულებების შესრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის/პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების, ასევე, ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის თხოვნით, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია 109 (ას ცხრა) კონტრაჰენტის განცხადება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მითითებულ პირები გათავისუფლდებიან ჯამურად მიახლოებით 577 735 ლარის ოდენობის საიჯარო ქირის გადახდის, ასევე, მიახლოებით 282 361 ლარისა და 1763 აშშ დოლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრვ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.