საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის (ნინო კვეტენაძე) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-29
ბიუროს ნომერი 38
📜 ტექსტი
წერილი
*00000099*
№ 00000099
22/03/2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ბატონო არჩილ,
"საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის
შესაბამისად წარმოგიდგენთ
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2020 წლის
საქმიანობის ანგარიშს.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე
კვეტენაძე ნინო
ანგარიში
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის
2020 წლის საქმიანობის ანგარიში
"საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად
წარმოგიდგენთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს
ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2020 წელს შემოსული განცხადებების სტატისტიკა
1. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა
1400
1253
1200
1000
861
800
600
400
200
0
პირდაპირი და ონლაინ შეხვედრა
კორესპონდენცია
(მათ შორის შეხვედრები ბიზნესთან, პანდემიასთან
(მათ შორის შეზღუდვის პირობებში გადაადგილების
დაკავშირებული რეგულაციების შესახებ გამართული
საშვების მოთხოვნასთან დაკავშირებული 326 განცხადება)
სექტორული ბიზნესშეხვედრები, აპარატის ორგანიზებით
ბიზნესისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს
შორის გამართული შეხვედრები)
2. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა საქმიანობის სფეროების
მიხედვით
საბითუმო და საცალო ვაჭრობა
სხვა სფეროები
ხელოვნება, გართობა და დასვენება
მშენებლობა
დამამუშავებელი მრეწველობა
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება
სოფლის მეურნეობა
ტრანსპორტი და დასაწყობება
ინფორმაცია და კომუნიკაცია
საკონსულტაციო მომსახურება
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა
458
134
123
114
93
60
54
50
50
41
39
37
0
50
100
150
200
250
300
350
400
450
500
3. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
2%
2% 1% 1% 1%
2%
3%
თბილისი
3%
აჭარა
ქვემო ქართლი
8%
სამეგრელო-ზემო სვანეთი
შიდა ქართლი
კახეთი
გურია
მცხეთა-მთიანეთი
იმერეთი
77%
სამცხე-ჯავახეთი
4. ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების
მიხედვით
მომართვიანობის სტატისტიკა მოპასუხე უწყებების მიხედვით
საქართველოს მთავრობა
სსიპ შემოსავლების სამსახური
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
საქართველოს მთავარი პროკურატურა
სხვა უწყებები
261
249
301
63
50
43
41
32
213
5. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ განხილული საკანონმდებლო
პროექტების სტატისტიკა
საქართველოს კანონის პროექტი
50
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი
61
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი
2
6. ბიზნესომბუდსმენის აპარატში შემოსულ საქმეებზე რეაგირების სტატისტიკა
4; 12%
6; 18%
შუამდგომლობა
17; 50%
რეკომენდაცია
სამართლებრივი დასკვნა
სასამართლოს მეგობარი
7; 20%
შენიშვნა: დასრულებული საქმეების 70%-ში ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად
ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს
7. ფინანსთა სამინისტროს დავების
განხილული საქმეების სტატისტიკა
25%
საბჭოში
ბიზნესომბუდსმენის
მონაწილეობით
25%
გადაწყდა უარყოფითად
ნაწილობრივ გადაწყდა
გადაწყდა დადებითად
50%
შენიშვნა: ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს დასრულებული საქმეების 75%-ში
ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს
COVID 19 პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად გატარებული
ღონისძიებები
საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე დღეებიდან საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული პანდემიით დაზარალებული
დარგებისთვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავების პროცესში. აპარატი წარმოადგენს და
აქტიურად იცავს ბიზნესის ინტერესებს შესაბამის სამთავრობო პლატფორმებზე:
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი
ოპერაციული შტაბი
ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის
ერთობლივი სამუშაო პლატფორმა
შექმნილია ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და შრომის პირობების ინსპექტირების
დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმა, სადაც ბიზნესსექტორებთან აქტიური
კონსულტაციებით განიხილება და მუშავდება სხვადასხვა დარგისთვის კორონავირუსის
პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და ინსპექტირების პროტოკოლები.
პლატფორმის მუშაობის შედეგად რეგულაციები და ინსპექტირების პროცესი ბიზნესის
ინტერესების გათვალისწინებით ბალანსდება.
ბიზნესთან გამართული სექტორული შეხვედრები
კორონავირუსული პანდემიის შედეგების მართვისა და ბიზნესის მდგრადი ფუნქციონირების
აღდგენის მიზნით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით საქართველოს
პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ჩართულობით ბიზნესის
წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე განიხილეს პანდემიით
გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სხვადასხვა სექტორებში დღეს არსებული
პრობლემები და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
რეგიონული შეხვედრები
სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ეკონომიკური
საქმიანობის მდგრადი აღდგენის მიზნით შემუშავებული რეგულაციების განსახილველად
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს 6 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ბორჯომში, თელავში, მცხეთასა და ქუთაისში
რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა
ადგილობრივ მეწარმეებს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დასაცავად ბიზნესომბუდსმენის
აპარატის მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ცხელი ხაზი
კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესისთვის ამოქმედებულ ახალ რეგულაციებსა და
შეზღუდვებზე კონსულტაციების მიზნით გაძლიერდა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცხელი
ხაზი. 2020 წლის მარტში, აპრილსა და მაისში ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცხელმა ხაზმა 22
ათას 464 ზარი მიიღო და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შესაბამისი კონსულტაცია
გაუწია.
StopCov ფონდი
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
ინიციატივით,
ბიზნესომბუდსმენის
აპარატმა
განახორციელა პანდემიის პირობებში ბიზნესის
სოლიდარული ინიციატივების
კოორდინაცია. აღნიშნული მიზნით ერთიან სახაზინო ანგარიშზე შეიქმნა სპეციალური
StopCov ფონდი, სადაც შეგროვდა კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ სოციალური
პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი
ფულადი სახსრები. ფონდში შეგროვდა 138 მილიონი ლარი.
საერთაშორისო თანამშრომლობა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის
ბიზნესომბუდსმენების ოფისების გაძლიერების პროექტში ერთვება. პროექტის ფარგლებში
გამართა ონლაინ დისკუსია, რომელშიც საქართველოს ბიზნესომბუდსმნის აპარატთან
ერთად, ასევე მონაწილეობდნენ პოლონეთის, ალბანეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და
ყირგიზეთის ბიზნესომბუდსმენები.
მონაწილეებმა ისაუბრეს მათ ქვეყნებში არსებული ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტების
მოდელებზე. გაცვალეს ინფორმაცია დაგროვილი გამოცდილებისა და გამოწვევების შესახებ
და იმსჯელეს ერთობლივი თანამშრომლობით ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
მემორანდუმი
2020 წელს საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია მედიაციის, როგორც დავის
გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, საქართველოში დანერგვისა და პოპულარიზაციის
ხელშეწყობა. მათ შორის, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პროექტების,
ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და
განხორციელება. ასევე, მედიაციაში გადამზადების კურსების ერთობლივი ორგანიზება.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ დაიწყო ბიზნესგარემოზე
მოქმედი რეგულაციებისა და მეწარმეების მიერ დასმული პრობლემების
შესწავლა და მათ ნაწილზე შესაბამისი უწყებების მისამართით გაიცა
რეკომენდაციები. მათ შორის:
გარანტიის, ოვერდრაფტისა და აკრედიტივის რეზერვის
შემოსავლიდან გაქვითვის მართლზომიერების შესახებ
ხარჯის
ერთობლივი
მოკლე აღწერა: გარანტიის/აკრედიტივის რეზერვის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან
გაქვითვის მართლზომიერების შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს
განცხადებით მომართა საქართველოს საბანკო ასოციაციამ. მათი განცხადებით ტერმინი
„სესხი“ განსხვავებულად იყო განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით და ამ უკანასკნელის მიხედვით
ხელმძღვანელობდნენ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები, რომლებიც
ოვერდრაფტის, გარანტიისა და აკრედიტივის გაცემის დროს აქტივის შესაძლო დანაკარგების
რეზერვს გამოქვითვდნენ, რასაც შემოსავლების სამსახური არ ეთანხმებოდა.
გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა საბანკო
ასოციაციის მოსაზრება და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის პოზიციის მიუხედავათ
კომერციული ბანკების მიერ გარანტიის/აკრედიტივის რეზერვის ხარჯის ერთობლივი
შემოსავლიდან გაქვითვა მართლზომიერია.
შედეგი: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია სრულად იქნა გაზიარებული.
საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით
მოკლე აღწერა: საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართეს საქართველოში
მოქმედმა ბიზნესასოციაციებმა. აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად ეხებოდა შრომითი
დისკრიმინაციის აკრძალვას, ზეგანაკვეთური მუშაობისას ანაზღაურების მინიმალური
მოცულობის დადგენას, სტაჟირებასა და ცვლაში მუშაობას, არასრული სამუშაო დროის
განსაზღვრას, დეკრეტულ შვებულებას, მასობრივ დათხოვნასა და საწარმოს გადაცემის
შემთხვევებს.
გაცემული რეკომენდაცია: ბიზნესის ინტერესების დაცვის მიზნით კანონპროექტის
განხილვაში აქტიურად ჩაერთო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შეიმუშავა
რეგულაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები.
შედეგი: კონსულტაციებისა და განხილვის შედეგად გაითვალისწინეს ბიზნესომბუდსმენის
აპარატის რეკომენდაციების ნაწილი, კერძოდ, კანონპროექტიდან ამოიღეს დებულებები,
რომლებიც კრძალავდნენ ერთზე მეტი შეთავსებით სამუშაოზე პირის დასაქმებას, ერთი და
იმავე დამსაქმებელთან ხელმეორედ სტაჟირების აკრძალვა გავრცელდა მხოლოდ
ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზე, ძალაში დარჩა შრომის კოდექსის დღეს მოქმედი
რედაქცია ნორმირებული სამუშაო დროის შესახებ, რომლის მიხედვითაც 40 საათიანი
ნორმირებული სამუშაო დროის პარალელურად სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე
საწარმოებში ნორმირებული სამუშაო დრო არის 48 საათი, ამოიღეს ჩანაწერი მინიმალური
ხელფასის განსაზღვრის შესახებ და ზეგანაკვეთური მუშაობის მაქსიმალური საათების
განსაზღვრის შესახებ.
„შრომის ინსპექციის
დაკავშირებით
შესახებ’
საქართველოს
კანონში
დაგეგმილ
ცვლილებასთან
მოკლე აღწერა: „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ
ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით
მომართეს საქართველოში მოქმედმა ბიზნესასოციაციებმა. აღნიშნული კანონპროექტის
თანახმად ფუძნდებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია, რომლის
ძირითად ფუნქციას წარმოადგენს შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული დებულებების აღსრულება და მონიტორინგი.
გაცემული რეკომენდაცია: ბიზნესის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონპროექტის
განხილვაში აქტიურად ჩაერთო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შეიმუშავა
რეგულაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები.
შედეგი: კონსულტაციებისა და განხილვის შედეგად გაითვალისწინეს ბიზნესომბუდსმენის
აპარატის რეკომენდაციების ნაწილი, კერძოდ, კანონპროექტში დაზუსტდა, რომ ინსპექციას
საჩივრის განხილვის ვადა შეუძლია გაახანგრძლივოს არა გონივრული ვადით , არამედ
მაქსიმუმ ერთი თვით. გარდა ამისა, დაიხვეწა ინსპექციის მიერ ინფორმაციის გამოთხოვის
წესი.
„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შესახებ
მოკლე აღწერა: „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის
ამოქმედების ვადის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით
მომართეს სათამაშოების იმპორტიორმა კომპანიებმა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,
2021 წლის პირველ იანვარს რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუშლიდა კომპანიების მდგრად
ფუნქციონირებას და ითხოვდნენ აღნიშნული ვადის გაგრძელებას.
გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა გაიზიარა
განმცხადებლების პოზიცია და საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით შეიმუშავა
შესაბამისი რეკომენდაცია.
შედეგი: საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია.
ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა გახანგრძლივდა ექვსი თვით და ნაცვლად 2021
წლის პირველი იანვრისა, დადგენილება ამოქმედდება 2021 წლის პირველ ივლისს.
გადავადების ძირითადი მიზეზი იყო ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული
რთული ეკონომიკური ვითარება და ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეფერხება.
პანდემიის გამო ავტომობილების რეექსპორტთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ
მოკლე აღწერა: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა
ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ. რადგან კორონავირუსული პანდემიის გამო სახელმწიფო
საზღვრები ჩაიკეტა, ორგანიზაცია ითხოვდა იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნას, სადაც
ხორციელდებოდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი.
გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა საკითხი
და პრობლემის მოგვარების მიზნით შეიმუშავა რეკომენდაციები.
შედეგი: დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინიტროსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციების განხილვის
გზით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით ნებისმიერ ფიზიკურ და
იურიდულ პირს შეუძლია ავტომანქანების რეექსპორტი შესაბამისი რეგულაციების დაცვით.
დიზელის საწვავთან დაკავშირებით „ევრო 4“ სტანდარტის გამოყენების ვადის გადაწევის
შესახებ
მოკლე აღწერა: საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 4“ სტანდარტის ამოქმედების ვადის
გადაწევის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს
განცხადებით მომართა ნავთობ კომპანიებმა. მათი განცხადებით, საქართველოს ავტოპარკის
ყოველი მეორე-მესამე ავტომობილი 15-დან 31 წელზე მეტი წლოვანებისაა, რომლებიც
ძირითადად მოიხმარენ დაბალ ფასიან „ევრო 4-ის“ დიზელის საწვავს, შესაბამისად, ახალ
სტანდარტებზე გადასვლისას, გასათვალისწინებელია ამ ავტომანქანების მფლობელთა
ინტერესები, რადგან რეფორმა გამოიწვევდა საწვავის ფასის ზრდას, რაც მძიმე ფინანსურ
ტვირთად დააწვებოდა მომხმარებელს.
გაცემული რეკომენდაცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა საკითხი
და პრობლემის მოგვარების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან გაიმართა კონსულტაციები.
შედეგი: დაინტერესებული მხარეების ჩართულობით პრობლემის განხილვის შედეგად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაიზიარა კერძო
სექტორისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია და საქართველოს
მთავრობის დადგენილების საფუძველზე „ევრო 4“ სტანდარტის ამოქმედების ვადად
განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვარი.
2021 წლის საქმიანობის პრიორიტეტული თემები:
Covid 19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში მეწარმე სუბიექტების
მხარდაჭერა,
მათ შორის:
სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საინვესტიციო და
საგადასახადო საკითხების მიმართულებით
ეკონომიკის აღდგენის მიზნით პანდემიით დაზარალებული სექტორებისთვის
სახელმწიფო პროგრამების დანერგვისა და იაფ საკრედიტო რესურსზე
ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა
ბიუროკრატიული პროცესების გამარტივების და მათი ეფექტიანობის ამაღლების
ხელშეწყობა
სასამართლოს მეგობრის ფუნქციის (Amicus Curiae) გაძლიერება
დავის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა
რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვის მხარდაჭერა
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7
ცხელი ხაზი: +995 32 2 282828
ელ. ფოსტა: ask@businessombudsman.ge
სოციალური ქსელი: www.facebook.com/businessombudsman/
ბიზნესომბუდსმენის პორტალი: www.portal.businessombudsman.ge