საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში ინიციირებული შემდეგი კანონპროექტების განხილვის პროცედურაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელების შესახებ (№2-3685/21/10; 25.03.2021): ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ხაბარელის, გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, გიორგი ვოლსკის, დიმიტრი ხუნდაძის და არჩილ თალაკვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/368; 12.06.2019) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (№07-3/386; 27.08.2019).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-29
ბიუროს ნომერი 38
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-3685/21
25-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
გაცნობებთ, რომ IX მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ საქართველოს
კანონის პროექტების „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“, „საქართველოს
სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/368; 12.06.2019), ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/386;
27.08.2019) ინიციატორებმა, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებმა - ნინო წილოსანმა,
გიორგი ვოლსკიმ, არჩილ თალაკვაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და შოთა ხაბარელმა,
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 104-ე მუხლის შესაბამისად, ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტს მიწერეს თანხმობა, რომ აღნიშნული კანონპროექტების
ინიციატორად ჩაითვალოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge